მუზილი ნიკოლაი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ნიკოლაი მუზილი''' – (Николай Игнатьевич Музиль, 1836-1906), რუსი მსახიობი, სა...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ნიკოლაი მუზილი“ გადაიტანა გვერდზე „მუზილი ნიკოლაი“ გადამისამ...) |
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |
მიმდინარე ცვლილება 16:59, 2 აგვისტო 2023 მდგომარეობით
ნიკოლაი მუზილი – (Николай Игнатьевич Музиль, 1836-1906), რუსი მსახიობი, საიმპერატორო თეატრების დამსახურებული არსტისტი (1903), არტისტული დინასტიის ერთ-ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი. სწავლობდა მოსკოვის პირველ გიმნაზიაში, სადაც მონაწილეობდა სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში ალექსანდრე გრიბოედოვის ხელმძღვანელობით. გიმნაზია არ დაუმთავრებია, რადგანაც ოჯახს გადასვლა მოუწია ეკატერინოსლავში, სადაც მუშაობდა ფოსტის ტელეგრაფისტთან. 1865 წელს შედგა მისი დებიუტი პროფესიულ სცენაზე (მოსკოვის მცირე თეატრი). როლების უმრავლესობა (20-მდე) შესრულებული აქვს ა. ოსტროვსკის პიესებში. ნიკოლაი მუზილი რუსული პროფესიული სცენის გამორჩეული წარმომადგენელი იყო, რომელსაც დიდ პატივს სცემდა კონსტანტინე სტანისლავსკიც.