მეტრეველი ლელა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Lela metreveli.JPG|thumb|ლელა მეტრეველი]] | [[ფაილი:Lela metreveli.JPG|thumb|ლელა მეტრეველი]] | ||
| − | '''მეტრეველი ლელა''' − (1955), ქიმიკოსი, პოეტი. დაიბადა ონში. დაამთავრა [[თსუ]]-ს ქიმიის, საზოგადოებრივ პროფესიათა და იურიდიული ფაკულტეტები. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, გამომცემლობა „დიოგენეში”. არის ქიმიის დოქტორი, ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სასკოლო სახელმძღვანელო ქიმიაში. ლელა მეტრეველს დღემდე გამოცემული აქვს ლექსების 5 კრებული და ერთი ზღაპარი. სხვადასხვა გამოცემაში დაბეჭდილი აქვს რუსული, ფრანგული და იაპონური პოეზიის თარგმანები. არის ალმანახ „ამერ-იმერის” პასუხისმგებელი მდივანი. | + | '''მეტრეველი ლელა''' − (1955), ქიმიკოსი, პოეტი. დაიბადა ონში. დაამთავრა [[თსუ]]-ს ქიმიის, საზოგადოებრივ პროფესიათა და იურიდიული ფაკულტეტები. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, გამომცემლობა „დიოგენეში”. არის ქიმიის დოქტორი, ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სასკოლო სახელმძღვანელო ქიმიაში. ლელა მეტრეველს დღემდე გამოცემული აქვს ლექსების 5 კრებული და ერთი [[ზღაპარი]]. სხვადასხვა გამოცემაში დაბეჭდილი აქვს რუსული, ფრანგული და იაპონური პოეზიის თარგმანები. არის ალმანახ „ამერ-იმერის” პასუხისმგებელი მდივანი. |
მიმდინარე ცვლილება 00:17, 24 აგვისტო 2023 მდგომარეობით
მეტრეველი ლელა − (1955), ქიმიკოსი, პოეტი. დაიბადა ონში. დაამთავრა თსუ-ს ქიმიის, საზოგადოებრივ პროფესიათა და იურიდიული ფაკულტეტები. სხვადასხვა დროს მუშაობდა სტაბილური იზოტოპების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტში, საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, გამომცემლობა „დიოგენეში”. არის ქიმიის დოქტორი, ქიმიის მასწავლებელთა ასოციაციის თავმჯდომარე. გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სასკოლო სახელმძღვანელო ქიმიაში. ლელა მეტრეველს დღემდე გამოცემული აქვს ლექსების 5 კრებული და ერთი ზღაპარი. სხვადასხვა გამოცემაში დაბეჭდილი აქვს რუსული, ფრანგული და იაპონური პოეზიის თარგმანები. არის ალმანახ „ამერ-იმერის” პასუხისმგებელი მდივანი.
- ანდაზების თემაზე
- წყალნი წავლენ და წამოვლენ როცა,
- თქვენ ხომ დარჩებით მაინც, ქვიშანო?!
- თორემ ირგვლივ სულ არავინ მოჩანს,
- ამ ბეწვის ხიდზე რომ გაგიყვანოს.
- ჟამი, უღრუბლო დღეთა მპარავი,
- არც მოგკლავს და არც ცოცხლად დაგარჩენს...
- არც გეგულება ქვეყნად არავინ,
- რომ ჩამოეყრდნო, როგორც ყავარჯენს.
- მოჰგავხარ ბატკანს − მგლების არჩივი,
- ან ფოთოლს, ხევში ქარით ჩანატანს
- და ეჭიდები ლექსებს ხავსივით,
- რადგანაც ირგვლივ ხავსიც არა ჩანს.