გალუა ევარისტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გალუა ევარისტ“ გადაიტანა გვერდზე „ევარისტ გალუა“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ევარისტ გალუა“ გადაიტანა გვერდზე „გალუა ევარისტ“ გადამისამართ...)

16:20, 11 სექტემბერი 2023-ის ვერსია

გალუა ევარისტ (1811-1832), ფრანგი მათემატიკოსი; მისმა შრომებმა, რომლებიც ძალიან შეკუმშულად და მისი თანამედროვეებისათვის ძნელად გასაგებად არის დაწერილი, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ალგებრას; მისი ძირითადი დამსახურებაა ალგებრულ განტოლებათა რადიკალებში ამოხსნადობასთან დაკავშირებული იდეების ჩამოყალიბება. მან შემოიღო ალგებრის ისეთი მნიშვნელოვანი ცნებები, როგორიცაა ჯგუფი, ველი და ა.შ. არსებითად გალუას მიერაა აგებული სასრულ ველთა თეორია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები