რომი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 15 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''რომი''' – Roma. რომის იმპერიის მთავარი ქალაქი. დღეს – იტალიის დედაქალაქი.
+
[[ფაილი:Koloseumi.png|thumb|300პქ|'''კოლოსეუმი''']]
 +
 +
'''რომი''' – Roma. რომის იმპერიის მთავარი [[ქალაქი]]. დღეს – [[იტალია|იტალიის]] დედაქალაქი.
  
რომის ისტორიის დასაბამი ქალაქ რომის დაარსებას უკავშირდება. მის დამაარსებლად ლეგენდა [[რომულუსი|რომულუსს]] ასახელებს. ისტორიოგრაფოსები თარიღსაც გვამცნობენ: ძვ.წ. 753 წ.  
+
რომის ისტორიის დასაბამი ქალაქ რომის დაარსებას უკავშირდება. მის დამაარსებლად [[ლეგენდა]] [[რომულუსი|რომულუსს]] ასახელებს. ისტორიოგრაფოსები თარიღსაც გვამცნობენ: ძვ.წ. 753 წ.  
  
არქეოლოგიური მონაცემებით, უფრო ადრე იქ, სადაც რომულუსმა „მარადიულ ქალაქს“ ჩაუყარა საფუძველი, მდინარე ტიბერისის ქვემოწელთან, შესართავიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით, ინდოევროპული წარმომავლობის იტალიკები სახლობდნენ. თავად ადგილს კი ლატიუმი ეწოდებოდა. დროთა განმავლობაში ქალაქი გაფართოვდა და მან ლატინთა და საბინთა სოფლებით მოფენილი შვიდი ბორცვი დაიკავა (ავენტინუსი,
+
არქეოლოგიური მონაცემებით, უფრო ადრე იქ, სადაც რომულუსმა „მარადიულ ქალაქს“ ჩაუყარა საფუძველი, [[მდინარე]] ტიბერისის ქვემოწელთან, შესართავიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით, ინდოევროპული წარმომავლობის იტალიკები სახლობდნენ. თავად ადგილს კი ლატიუმი ეწოდებოდა. დროთა განმავლობაში ქალაქი გაფართოვდა და მან ლატინთა და საბინთა სოფლებით მოფენილი შვიდი ბორცვი დაიკავა ([[ავენტინუსი]], პალატიუმი, კაპიტოლიუმი, კვირინალისი, ვიმინალისი, ესკვილიები, კელიუსი). ამ ბორცვთა გაერთიანების პროცესი ძვ.წ. VIII საუკუნიდან დასტურდება. ასე დაფუძნდა ქალაქი შვიდ ბორცვზე – septimontium, რომელმაც ჩინებულად გაითავისა ბერძენთა და ეტრუსკთა კულტურული მონაპოვარი.
პალატიუმი, კაპიტოლიუმი, კვირინალისი, ვიმინალისი, ესკვილიები, კელიუსი). ამ ბორცვთა გაერთიანების პროცესი ძვ.წ. VIII საუკუნიდან დასტურდება. ასე დაფუძნდა ქალაქი შვიდ ბორცვზე – septimontium, რომელმაც ჩინებულად გაითავისა ბერძენთა და ეტრუსკთა კულტურული მონაპოვარი.
+
  
 
ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებს მეფეთა ხანას უწოდებენ ისტორიოგრაფოსები. ასახელებენ შვიდ მეფეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს
 
ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებს მეფეთა ხანას უწოდებენ ისტორიოგრაფოსები. ასახელებენ შვიდ მეფეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს
რომის აღორძინებაში. ესენი არიან: [[რომულუსი]], [[ნუმა პომპილიუსი]], ტულუს ჰოსტილიუსი, ანკუს მარკიუსი, ტარკვინიუს პრისკუსი (ძველი), სერვიუს ტულიუსი და ტარკვინიუს სუპერბუსი (ამაყი). მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად რომი სახელმწიფოდ იქცა. უკანასკნელი მეფეები
+
რომის აღორძინებაში. ესენი არიან: [[რომულუსი]], [[ნუმა პომპილიუსი]], ტულუს ჰოსტილიუსი, ანკუს მარკიუსი, ტარკვინიუს პრისკუსი (ძველი), სერვიუს ტულიუსი და ტარკვინიუს სუპერბუსი (ამაყი). მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად რომი [[სახელმწიფო]]დ იქცა. უკანასკნელი მეფეები
 
ტარკვინიუსთა ეტრუსკული დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.  
 
ტარკვინიუსთა ეტრუსკული დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.  
  
ხაზი 13: ხაზი 14:
 
გახდა. სახელმწიფოებრივი წყობის ამ ფორმით მან თითქმის [[ხუთი საუკუნე]] იარსება (ძვ.წ. 510 – ძვ.წ. 31 წ.წ.) და ამ პერიოდს რომის ისტორიაში
 
გახდა. სახელმწიფოებრივი წყობის ამ ფორმით მან თითქმის [[ხუთი საუკუნე]] იარსება (ძვ.წ. 510 – ძვ.წ. 31 წ.წ.) და ამ პერიოდს რომის ისტორიაში
 
რესპუბლიკის ხანა ეწოდა.  
 
რესპუბლიკის ხანა ეწოდა.  
 +
[[ფაილი:GladiatorTa arena.png|thumb|300პქ|მარცხნივ|'''კოლოსეუმი. გლადიატორთა [[არენა]]''']]
 +
რომი ძვ. წ. VI საუკუნისათვის მნიშვნელოვან ქალაქად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იმყოფებოდა ეტრუსკთა გავლენის ქვეშ. მან თანდათან გაიფართოვა სახელმწიფოებრივი საზღვრები. ძვ. წ. III საუკუნისათვის რომის ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ იტალიასა და სიცილიაზე, ხოლო კართაგენზე გამარჯვების შემდეგ – დასავლეთ შუაზღვისპირეთშიც. მან შეიერთა შუაზღვისპირეთის ყველა ქვეყანა, ევროპა რეინსა და დუნაიმდე, აგრეთვე ბრიტანეთი, მცირე [[აზია]], [[სირია]] და ჩრდილოეთ [[აფრიკა|აფრიკის]] თითქმის მთელი სანაპირო. მათ რომაელები პროვინციებს უწოდებდნენ.
  
რომი ძვ. წ. VI საუკუნისათვის მნიშვნელოვან ქალაქად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იმყოფებოდა ეტრუსკთა გავლენის ქვეშ. მან თანდათან გაიფართოვა სახელმწიფოებრივი საზღვრები. ძვ. წ. III საუკუნისათვის რომის ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ იტალიასა და სიცილიაზე, ხოლო
+
წარმატებული [[ბრძოლა|ბრძოლების]] გამო რომში თანდათან მრავლდებოდნენ მონები, რომელთაც ფლობდნენ შედარებით მცირერიცხოვანი მდიდრები. ამას მოჰყვა სოციალური უთანასწორობის გამძაფრება. ძვ.წ. I საუკუნეში იფეთქა უზარმაზარმა ამბოხებამ მონათმფლობელთა წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა სპარტაკი. სამოქალაქო ბრძოლებმა მოიცვეს მთელი სახელმწიფო. ეს არეულობანი დასრულდა ძვ.წ. 30 წელს ერთპიროვნული საიმპერატორო ძალაუფლების დამყარებით. ამ პერიოდს (ძვ. წ. 31 წ. ახ. წ. 476 წ.) იმპერიის ხანა ეწოდა.
კართაგენზე გამარჯვების შემდეგ დასავლეთ შუაზღვისპირეთშიც. მან შეიერთა შუაზღვისპირეთის ყველა ქვეყანა, ევროპა რეინსა და დუნაიმდე, აგრეთვე
+
ბრიტანეთი, მცირე აზია, სირია და ჩრდილოეთ აფრიკის თითქმის მთელი სანაპირო. მათ რომაელები პროვინციებს უწოდებდნენ.
+
  
წარმატებული ბრძოლების გამო რომში თანდათან მრავლდებოდნენ მონები, რომელთაც ფლობდნენ შედარებით მცირერიცხოვანი მდიდრები. ამას
+
ბრძოლები არ წყდებოდა. რომის უზარმაზარი იმპერია ირყეოდა. ახ. წ. IV საუკუნისთვის იგი ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაიყო. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ [[ბიზანტია|ბიზანტიის]] სახელწოდებით XV საუკუნემდე იარსება. დასავლეთ იმპერიას მრავალი მტერი გამოუჩნდა. 410 წელს ქალაქი რომი აიღეს ვესტგოთებმა, ხოლო 476 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს უკანასკნელი რომაელი იმპერატორი. ეს თარიღი მიჩნეულია დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულად.  
მოჰყვა სოციალური უთანასწორობის გამძაფრება. ძვ.წ. I საუკუნეში იფეთქა უზარმაზარმა ამბოხებამ მონათმფლობელთა წინააღმდეგ, რომელსაც
+
მეთაურობდა სპარტაკი. სამოქალაქო ბრძოლებმა მოიცვეს მთელი სახელმწიფო. ეს არეულობანი დასრულდა ძვ.წ. 30 წელს ერთპიროვნული საიმპერატორო
+
ძალაუფლების დამყარებით. ამ პერიოდს (ძვ. წ. 31 წ. – ახ. წ. 476 წ.) იმპერიის ხანა ეწოდა.
+
 
+
ბრძოლები არ წყდებოდა. რომის უზარმაზარი იმპერია ირყეოდა. ახ. წ. IV საუკუნისთვის იგი ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაიყო. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ბიზანტიის სახელწოდებით XV საუკუნემდე იარსება. დასავლეთ იმპერიას მრავალი მტერი გამოუჩნდა. 410 წელს ქალაქი
+
რომი აიღეს ვესტგოთებმა, ხოლო 476 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს უკანასკნელი რომაელი იმპერატორი. ეს თარიღი მიჩნეულია დასავლეთ რომის იმპერიის
+
დასასრულად.  
+
  
 
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ოფიციალურ ენად ითვლებოდა ბერძნული, დასავლეთ რომის იმპერიაში კი – ლათინური, რომელზეც საუბრობდა შუა იტალიაში მდებარე ლატიუმის მოსახლეობა.
 
აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ოფიციალურ ენად ითვლებოდა ბერძნული, დასავლეთ რომის იმპერიაში კი – ლათინური, რომელზეც საუბრობდა შუა იტალიაში მდებარე ლატიუმის მოსახლეობა.
  
[[ანტიკურობა|ანტიკური]] ხანის პოეტებმა რომს „მარადიული ქალაქი“ უწოდეს და მართლაც, მას არასოდეს დაუკარგავს თავისი სახე და მნიშვნელობა. შუასაუკუნეებში იგი პაპთა რეზიდენციად ითვლებოდა, მოგვიანებით კი – კათოლიკური სამყაროს მთავარ ქალაქად.  
+
[[ანტიკური]] ხანის პოეტებმა რომს „მარადიული ქალაქი“ უწოდეს და მართლაც, მას არასოდეს დაუკარგავს თავისი სახე და მნიშვნელობა. შუასაუკუნეებში იგი პაპთა რეზიდენციად ითვლებოდა, მოგვიანებით კი – [[კათოლიკური ეკლესია|კათოლიკური]] სამყაროს მთავარ ქალაქად.  
  
რომის ღირსშესანიშნაობანი მრავალგზის დანგრეულა და აღუდგენიათ. მეფეთა ხანიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. იგივე ითქმის
+
რომის ღირსშესანიშნაობანი მრავალგზის დანგრეულა და აღუდგენიათ. მეფეთა ხანიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. იგივე ითქმის რესპუბლიკის ხანის [[ნაგებობა]]თა შესახებაც. იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული რომში დიდი აღმშენებლობითი პროცესები დაიწყო. შვიდ ბორცვთაგან კაპიტოლიუმს უპირატესი სახელმწიფოებრივი და [[კულტი|საკულტო]] მნიშვნელობა მიენიჭა. გადმოცემათა თანახმად, იქ მდგარა რომულუსის სახლი. იქვე ყოფილა აღმართული [[იუპიტერი]]სა (Juppiter Optimus Maximus) და [[იუნო]]ს (Juno Moneta) ტაძრები. ქალაქის კრემლი (arx romana) ტაბულარიუმი (არქივი). ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე რომის ფორუმი (Forum Romanum) განლაგდა. ეს იყო ქალაქის პოლიტიკური და კულტურული
რესპუბლიკის ხანის ნაგებობათა შესახებაც. იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული რომში დიდი აღმშენებლობითი პროცესები დაიწყო. შვიდ ბორცვთაგან
+
ცენტრი. ფორუმზე აღმართულ ძეგლთაგან ყველაზე ადრეული ე.წ. შავი [[ლოდი]]ა (Lapis niger), რომელიც რომულუსის [[საფლავის ქვა]]დ არის მიჩნეული. მასზე ამოტვიფრულია უძველესი ლათინური წარწერა (დაახლ. ძვ. წ. VI ს-ის დასასრული). აღსანიშნავია აგრეთვე დიდი [[არხი (წყალსატარი)|არხი]] (Cloaca maxima), რომელიც ტიბერისში ჩასადენი წყლებისთვის იყო განკუთვნილი. ფორუმზე აღმართულ მრავალრიცხოვან ტაძართაგან უმნიშვნელოვანესი იყო [[ვესტა]]ს, [[კასტორი]]სა და [[სატურნუსი]]ს ტაძრები. [[ბაზილიკა]]თაგან შედარებით დიდია იულიუსის [[ბაზილიკა]], რომლის აგებაც დაიწყო კეისარმა და დაასრულა [[ავგუსტუსი გაიუს ოქტავიანე|ავგუსტუსმა]]. თავისი ბრწყინვალებით გამოირჩევა მაქსენტიუსთა ბაზილიკა, რომლის [[მშენებლობა (შენობების აგების პროცესი)|მშენებლობა]]ც ახ.წ. 307 წელს დაიწყო და რომელმაც დიდი გავლენა იქონია [[რენესანსი|რენესანსის]] ეპოქის [[არქიტექტურა]]ზე.
კაპიტოლიუმს უპირატესი სახელმწიფოებრივი და [[კულტი|საკულტო]] მნიშვნელობა მიენიჭა. გადმოცემათა თანახმად, იქ მდგარა რომულუსის სახლი.
+
იქვე ყოფილა აღმართული [[იუპიტერი]]სა (Juppiter Optimus Maximus) და [[იუნო]]ს (Juno Moneta) ტაძრები. ქალაქის კრემლი (arx romana) ტაბულარიუმი (არქივი). ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე რომის ფორუმი (Forum Romanum) განლაგდა. ეს იყო ქალაქის პოლიტიკური და კულტურული
+
ცენტრი. ფორუმზე აღმართულ ძეგლთაგან ყველაზე ადრეული ე.წ. შავი ლოდია (Lapis niger), რომელიც რომულუსის საფლავის ქვად არის მიჩნეული.
+
მასზე ამოტვიფრულია უძველესი ლათინური წარწერა (დაახლ. ძვ. წ. VI ს-ის დასასრული). აღსანიშნავია აგრეთვე დიდი არხი (Cloaca maxima), რომელიც ტიბერისში ჩასადენი წყლებისთვის იყო განკუთვნილი. ფორუმზე აღმართულ მრავალრიცხოვან ტაძართაგან უმნიშვნელოვანესი იყო [[ვესტა]]ს,
+
[[კასტორი]]სა და [[სატურნუსი]]ს ტაძრები. ბაზილიკათაგან შედარებით დიდია იულიუსის ბაზილიკა, რომლის აგებაც დაიწყო კეისარმა და დაასრულა
+
ავგუსტუსმა. თავისი ბრწყინვალებით გამოირჩევა მაქსენტიუსთა ბაზილიკა, რომლის მშენებლობაც ახ.წ. 307 წელს დაიწყო და რომელმაც დიდი გავლენა
+
იქონია რენესანსის ეპოქის არქიტექტურაზე.
+
  
რომის ფორუმი დამშვენებული იყო მრავალრიცხოვანი ტრიუმფალური არკებით, ქანდაკებებითა და მემორიალური კოლონებით. რომის ფორუმის ჩრდილო-
+
რომის ფორუმი დამშვენებული იყო მრავალრიცხოვანი [[ტრიუმფალური თაღი|ტრიუმფალური არკებით]], [[ქანდაკება|ქანდაკებებითა]] და მემორიალური კოლონებით. რომის ფორუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით განფენილი იყო იმპერატორთა ფორუმების კომპლექსი: კეისრის ფორუმი [[ვენუსი]]ს ტაძრით (ძვ. წ. I ს.). ავგუსტუსის ფორუმი [[მარსი]]ს ტაძრით (ახ.წ. I ს.). ვესპასიანუსის ფორუმი (Forum Pacis) მშვიდობის ქალღმერთის (Pax) ტაძრით. ნერვას ფორუმი (Forum Transitorium, ახ. წ. I ს.) და ბოლოს, ტრაიანუსის დიდი ფორუმი დამშვენებული ბაზილიკით, ტაძრითა და კოლონით (ახ.წ. II ს.).
აღმოსავლეთით განფენილი იყო იმპერატორთა ფორუმების კომპლექსი: კეისრის ფორუმი [[ვენუსი]]ს ტაძრით (ძვ. წ. I ს.). ავგუსტუსის ფორუმი [[მარსი]]ს ტაძრით (ახ.წ. I ს.). ვესპასიანუსის ფორუმი (Forum Pacis) მშვიდობის ქალღმერთის (Pax) ტაძრით. ნერვას ფორუმი (Forum Transitorium, ახ. წ. I ს.) და ბოლოს, ტრაიანუსის დიდი ფორუმი დამშვენებული ბაზილიკით, ტაძრითა და კოლონით (ახ.წ. II ს.).
+
  
პალატიუმის ბორცვის სამხრეთით აღმართული იყო ბრწყინვალე სასახლეები. ნერონის უზარმაზარი სასახლიდან (Domus aurea) უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. შედარებით კარგად მოაღწია ჩვენამდე ფლავიუსთა ამფითეატრმა, რომელიც კოლოსეუმის სახელით არის ცნობილი. ასე ეწოდა ანტიკური
+
პალატიუმის ბორცვის სამხრეთით აღმართული იყო ბრწყინვალე სასახლეები. ნერონის უზარმაზარი სასახლიდან (Domus aurea) უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. შედარებით კარგად მოაღწია ჩვენამდე ფლავიუსთა [[ამფითეატრი|ამფითეატრმა]], რომელიც კოლოსეუმის სახელით არის ცნობილი. ასე ეწოდა ანტიკური სამყაროს ამ უდიდეს ამფითეატრს მის მახლობლად აღმართული ნერონის ოქროს კოლოსის გამო. 48,5 მეტრის სიმაღლის ამფითეატრი გათვლილი იყო 50 ათას მაყურებელზე. იგი ახ. წ. 80 წელს აკურთხა იმპერატორმა ტიტუსმა და ამ დღის აღსანიშნავად გამართა ასდღიანი ასპარეზობები. თანდათანობით ეს [[ამფითეატრი]] მხეცთა და გლადიატორთა სისხლიან არენად იქცა. დღეს იგი რომის გარდასული დიდების აღმატებულად შთამბეჭდავი ძეგლია. იქვე, მახლობლად მდებარეობს ჩვენამდე კარგად შემონახული ნაგებობები: კონსტანტინეს არკა (ახ.წ. 315 წ.). კარაკალასა (ახ.წ. 206–217 წ.წ.) და  იოკლეტიანეს (ახ.წ. 298-307 წ.წ.) [[აბანო|აბანოები]]. აგრეთვე [[პანთეონი|პანთეონის]] დიდებული, გუმბათოვანი [[შენობა]], რომლის აგებაც იმპერატორმა ჰადრიანემ დაასრულა (ახ.წ. II ს.). ძველი რომის მრავალრიცხოვან ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია აგრეთვე დიდებული კარიბჭეები, [[ხიდი (არქიტექტურა)|ხიდები]] თუ [[აკვედუკი (ხიდი)|აკვედუკები]] (ბელღარები), რომელთა უმრავლესობა დღესაც თავდაპირველი დანიშნულებით გამოიყენება.
სამყაროს ამ უდიდეს ამფითეატრს მის მახლობლად აღმართული ნერონის ოქროს კოლოსის გამო. 48,5 მეტრის სიმაღლის ამფითეატრი გათვლილი იყო 50 ათას მაყურებელზე. იგი ახ. წ. 80 წელს აკურთხა იმპერატორმა ტიტუსმა და ამ დღის აღსანიშნავად გამართა ასდღიანი ასპარეზობები. თანდათანობით
+
ეს ამფითეატრი მხეცთა და გლადიატორთა სისხლიან არენად იქცა. დღეს იგი რომის გარდასული დიდების აღმატებულად შთამბეჭდავი ძეგლია. იქვე, მახლობლად მდებარეობს ჩვენამდე კარგად შემონახული ნაგებობები: კონსტანტინეს არკა (ახ.წ. 315 წ.). კარაკალასა (ახ.წ. 206–217 წ.წ.) და  იოკლეტიანეს (ახ.წ. 298-307 წ.წ.) აბანოები. აგრეთვე [[პანთეონი|პანთეონის]] დიდებული, გუმბათოვანი შენობა, რომლის აგებაც იმპერატორმა ჰადრიანემ დაასრულა (ახ.წ. II ს.). ძველი რომის მრავალრიცხოვან ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია აგრეთვე დიდებული კარიბჭეები, ხიდები თუ აკვედუკები (ბელღარები), რომელთა უმრავლესობა დღესაც თავდაპირველი დანიშნულებით გამოიყენება.
+
  
რომაელთა კულტურამ თავისი არსებობის თორმეტსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საკმაოდ რთული გზა განვლო. მის ფორმირებაში მრავალი ხალხი მონაწილეობდა. რომის სახელმწიფოს ზრდასთან ერთად მრავალფეროვანი ხდებოდა მისი მოსახლეობაც. მართალია, რომაულ კულტურას საფუძველი
+
რომაელთა კულტურამ თავისი არსებობის თორმეტსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საკმაოდ რთული გზა განვლო. მის ფორმირებაში მრავალი ხალხი მონაწილეობდა. რომის სახელმწიფოს ზრდასთან ერთად მრავალფეროვანი ხდებოდა მისი მოსახლეობაც. მართალია, რომაულ კულტურას საფუძველი ლატინთა ტომებმა დაუდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაამდიდრეს იმ დაპყრობილმა ხალხებმა, რომლებიც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ მოგვიანებით. უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ეტრუსკები, აგრეთვე [[ელინები]] ჯერ დიადი საბერძნეთიდან, ხოლო შემდეგ სიცილიიდან. მოყოლებული ძვ.წ. II საუკუნიდან რომაული კულტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ უკვე ელინისტურ სახელმწიფოებს, [[ეგვიპტე]]ს, ხოლო იმპერიის პერიოდიდან აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის პროვინციებს.  
ლატინთა ტომებმა დაუდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაამდიდრეს იმ დაპყრობილმა ხალხებმა, რომლებიც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში
+
შევიდნენ მოგვიანებით. უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ეტრუსკები, აგრეთვე [[ელინები]] ჯერ დიადი საბერძნეთიდან, ხოლო შემდეგ სიცილიიდან.
+
მოყოლებული ძვ.წ. II საუკუნიდან რომაული კულტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ უკვე ელინისტურ სახელმწიფოებს, ეგვიპტეს,
+
ხოლო იმპერიის პერიოდიდან აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის პროვინციებს.  
+
  
მართალია, რომაული კულტურა მდიდრდებოდა სხვა ხალხთა მემკვიდრეობით, მაგრამ მას თავადაც შეჰქონდა წვლილი პროვინციათა ცხოვრებაში.
+
მართალია, რომაული კულტურა მდიდრდებოდა სხვა ხალხთა მემკვიდრეობით, მაგრამ მას თავადაც შეჰქონდა წვლილი პროვინციათა ცხოვრებაში. ეს ძირითადად ეხებოდა ქალაქთ მშენებლობის, გზების გაყვანის, კეთილმოწყობის, ტექნიკისა და იურისპრუდენციის სფეროებს.
ეს ძირითადად ეხებოდა ქალაქთ მშენებლობის, გზების გაყვანის, კეთილმოწყობის, ტექნიკისა და იურისპრუდენციის სფეროებს.
+
  
 
რომაული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები დაცულია [[ვატიკანი]]ს კონსერვატორთა სასახლეში, კაპიტოლიუმისა და სხვა ცნობილ მუზეუმებში.
 
რომაული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები დაცულია [[ვატიკანი]]ს კონსერვატორთა სასახლეში, კაპიტოლიუმისა და სხვა ცნობილ მუზეუმებში.
ხაზი 66: ხაზი 45:
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
 
[[მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის]]  
  
[[კატეგორია:მითოლოგია]]
 
[[კატეგორია:რომაული მითები]]
 
 
[[კატეგორია:ძველი რომი]]
 
[[კატეგორია:ძველი რომი]]
[[კატეგორია:ქალაქები]]
+
[[კატეგორია:დედაქალაქები]]
 +
[[კატეგორია:ქალაქები იტალიაში]]
 +
[[კატეგორია:ქალაქები ძველ რომში]]

მიმდინარე ცვლილება 21:20, 15 სექტემბერი 2023 მდგომარეობით

კოლოსეუმი

რომი – Roma. რომის იმპერიის მთავარი ქალაქი. დღეს – იტალიის დედაქალაქი.

რომის ისტორიის დასაბამი ქალაქ რომის დაარსებას უკავშირდება. მის დამაარსებლად ლეგენდა რომულუსს ასახელებს. ისტორიოგრაფოსები თარიღსაც გვამცნობენ: ძვ.წ. 753 წ.

არქეოლოგიური მონაცემებით, უფრო ადრე იქ, სადაც რომულუსმა „მარადიულ ქალაქს“ ჩაუყარა საფუძველი, მდინარე ტიბერისის ქვემოწელთან, შესართავიდან დაახლოებით 25 კილომეტრის დაშორებით, ინდოევროპული წარმომავლობის იტალიკები სახლობდნენ. თავად ადგილს კი ლატიუმი ეწოდებოდა. დროთა განმავლობაში ქალაქი გაფართოვდა და მან ლატინთა და საბინთა სოფლებით მოფენილი შვიდი ბორცვი დაიკავა (ავენტინუსი, პალატიუმი, კაპიტოლიუმი, კვირინალისი, ვიმინალისი, ესკვილიები, კელიუსი). ამ ბორცვთა გაერთიანების პროცესი ძვ.წ. VIII საუკუნიდან დასტურდება. ასე დაფუძნდა ქალაქი შვიდ ბორცვზე – septimontium, რომელმაც ჩინებულად გაითავისა ბერძენთა და ეტრუსკთა კულტურული მონაპოვარი.

ძვ. წ. VIII-VI საუკუნეებს მეფეთა ხანას უწოდებენ ისტორიოგრაფოსები. ასახელებენ შვიდ მეფეს, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს რომის აღორძინებაში. ესენი არიან: რომულუსი, ნუმა პომპილიუსი, ტულუს ჰოსტილიუსი, ანკუს მარკიუსი, ტარკვინიუს პრისკუსი (ძველი), სერვიუს ტულიუსი და ტარკვინიუს სუპერბუსი (ამაყი). მათ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად რომი სახელმწიფოდ იქცა. უკანასკნელი მეფეები ტარკვინიუსთა ეტრუსკული დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ.

ძვ.წ. 510 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს ბოლო მეფე და რომაელებმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობაც მოიპოვეს. რომი არისტოკრატიული რესპუბლიკა გახდა. სახელმწიფოებრივი წყობის ამ ფორმით მან თითქმის ხუთი საუკუნე იარსება (ძვ.წ. 510 – ძვ.წ. 31 წ.წ.) და ამ პერიოდს რომის ისტორიაში რესპუბლიკის ხანა ეწოდა.

კოლოსეუმი. გლადიატორთა არენა

რომი ძვ. წ. VI საუკუნისათვის მნიშვნელოვან ქალაქად იქცა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ იმყოფებოდა ეტრუსკთა გავლენის ქვეშ. მან თანდათან გაიფართოვა სახელმწიფოებრივი საზღვრები. ძვ. წ. III საუკუნისათვის რომის ძალაუფლება ვრცელდებოდა მთელ იტალიასა და სიცილიაზე, ხოლო კართაგენზე გამარჯვების შემდეგ – დასავლეთ შუაზღვისპირეთშიც. მან შეიერთა შუაზღვისპირეთის ყველა ქვეყანა, ევროპა რეინსა და დუნაიმდე, აგრეთვე ბრიტანეთი, მცირე აზია, სირია და ჩრდილოეთ აფრიკის თითქმის მთელი სანაპირო. მათ რომაელები პროვინციებს უწოდებდნენ.

წარმატებული ბრძოლების გამო რომში თანდათან მრავლდებოდნენ მონები, რომელთაც ფლობდნენ შედარებით მცირერიცხოვანი მდიდრები. ამას მოჰყვა სოციალური უთანასწორობის გამძაფრება. ძვ.წ. I საუკუნეში იფეთქა უზარმაზარმა ამბოხებამ მონათმფლობელთა წინააღმდეგ, რომელსაც მეთაურობდა სპარტაკი. სამოქალაქო ბრძოლებმა მოიცვეს მთელი სახელმწიფო. ეს არეულობანი დასრულდა ძვ.წ. 30 წელს ერთპიროვნული საიმპერატორო ძალაუფლების დამყარებით. ამ პერიოდს (ძვ. წ. 31 წ. – ახ. წ. 476 წ.) იმპერიის ხანა ეწოდა.

ბრძოლები არ წყდებოდა. რომის უზარმაზარი იმპერია ირყეოდა. ახ. წ. IV საუკუნისთვის იგი ორ – აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად დაიყო. აღმოსავლეთ რომის იმპერიამ ბიზანტიის სახელწოდებით XV საუკუნემდე იარსება. დასავლეთ იმპერიას მრავალი მტერი გამოუჩნდა. 410 წელს ქალაქი რომი აიღეს ვესტგოთებმა, ხოლო 476 წელს ტახტიდან ჩამოაგდეს უკანასკნელი რომაელი იმპერატორი. ეს თარიღი მიჩნეულია დასავლეთ რომის იმპერიის დასასრულად.

აღმოსავლეთ რომის იმპერიაში ოფიციალურ ენად ითვლებოდა ბერძნული, დასავლეთ რომის იმპერიაში კი – ლათინური, რომელზეც საუბრობდა შუა იტალიაში მდებარე ლატიუმის მოსახლეობა.

ანტიკური ხანის პოეტებმა რომს „მარადიული ქალაქი“ უწოდეს და მართლაც, მას არასოდეს დაუკარგავს თავისი სახე და მნიშვნელობა. შუასაუკუნეებში იგი პაპთა რეზიდენციად ითვლებოდა, მოგვიანებით კი – კათოლიკური სამყაროს მთავარ ქალაქად.

რომის ღირსშესანიშნაობანი მრავალგზის დანგრეულა და აღუდგენიათ. მეფეთა ხანიდან მხოლოდ უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. იგივე ითქმის რესპუბლიკის ხანის ნაგებობათა შესახებაც. იმპერატორთა ეპოქიდან მოყოლებული რომში დიდი აღმშენებლობითი პროცესები დაიწყო. შვიდ ბორცვთაგან კაპიტოლიუმს უპირატესი სახელმწიფოებრივი და საკულტო მნიშვნელობა მიენიჭა. გადმოცემათა თანახმად, იქ მდგარა რომულუსის სახლი. იქვე ყოფილა აღმართული იუპიტერისა (Juppiter Optimus Maximus) და იუნოს (Juno Moneta) ტაძრები. ქალაქის კრემლი (arx romana) ტაბულარიუმი (არქივი). ბორცვის აღმოსავლეთ ფერდობზე რომის ფორუმი (Forum Romanum) განლაგდა. ეს იყო ქალაქის პოლიტიკური და კულტურული ცენტრი. ფორუმზე აღმართულ ძეგლთაგან ყველაზე ადრეული ე.წ. შავი ლოდია (Lapis niger), რომელიც რომულუსის საფლავის ქვად არის მიჩნეული. მასზე ამოტვიფრულია უძველესი ლათინური წარწერა (დაახლ. ძვ. წ. VI ს-ის დასასრული). აღსანიშნავია აგრეთვე დიდი არხი (Cloaca maxima), რომელიც ტიბერისში ჩასადენი წყლებისთვის იყო განკუთვნილი. ფორუმზე აღმართულ მრავალრიცხოვან ტაძართაგან უმნიშვნელოვანესი იყო ვესტას, კასტორისა და სატურნუსის ტაძრები. ბაზილიკათაგან შედარებით დიდია იულიუსის ბაზილიკა, რომლის აგებაც დაიწყო კეისარმა და დაასრულა ავგუსტუსმა. თავისი ბრწყინვალებით გამოირჩევა მაქსენტიუსთა ბაზილიკა, რომლის მშენებლობაც ახ.წ. 307 წელს დაიწყო და რომელმაც დიდი გავლენა იქონია რენესანსის ეპოქის არქიტექტურაზე.

რომის ფორუმი დამშვენებული იყო მრავალრიცხოვანი ტრიუმფალური არკებით, ქანდაკებებითა და მემორიალური კოლონებით. რომის ფორუმის ჩრდილო-აღმოსავლეთით განფენილი იყო იმპერატორთა ფორუმების კომპლექსი: კეისრის ფორუმი ვენუსის ტაძრით (ძვ. წ. I ს.). ავგუსტუსის ფორუმი მარსის ტაძრით (ახ.წ. I ს.). ვესპასიანუსის ფორუმი (Forum Pacis) მშვიდობის ქალღმერთის (Pax) ტაძრით. ნერვას ფორუმი (Forum Transitorium, ახ. წ. I ს.) და ბოლოს, ტრაიანუსის დიდი ფორუმი დამშვენებული ბაზილიკით, ტაძრითა და კოლონით (ახ.წ. II ს.).

პალატიუმის ბორცვის სამხრეთით აღმართული იყო ბრწყინვალე სასახლეები. ნერონის უზარმაზარი სასახლიდან (Domus aurea) უმნიშვნელო ნანგრევებია შემორჩენილი. შედარებით კარგად მოაღწია ჩვენამდე ფლავიუსთა ამფითეატრმა, რომელიც კოლოსეუმის სახელით არის ცნობილი. ასე ეწოდა ანტიკური სამყაროს ამ უდიდეს ამფითეატრს მის მახლობლად აღმართული ნერონის ოქროს კოლოსის გამო. 48,5 მეტრის სიმაღლის ამფითეატრი გათვლილი იყო 50 ათას მაყურებელზე. იგი ახ. წ. 80 წელს აკურთხა იმპერატორმა ტიტუსმა და ამ დღის აღსანიშნავად გამართა ასდღიანი ასპარეზობები. თანდათანობით ეს ამფითეატრი მხეცთა და გლადიატორთა სისხლიან არენად იქცა. დღეს იგი რომის გარდასული დიდების აღმატებულად შთამბეჭდავი ძეგლია. იქვე, მახლობლად მდებარეობს ჩვენამდე კარგად შემონახული ნაგებობები: კონსტანტინეს არკა (ახ.წ. 315 წ.). კარაკალასა (ახ.წ. 206–217 წ.წ.) და იოკლეტიანეს (ახ.წ. 298-307 წ.წ.) აბანოები. აგრეთვე პანთეონის დიდებული, გუმბათოვანი შენობა, რომლის აგებაც იმპერატორმა ჰადრიანემ დაასრულა (ახ.წ. II ს.). ძველი რომის მრავალრიცხოვან ღირსშესანიშნაობათაგან აღსანიშნავია აგრეთვე დიდებული კარიბჭეები, ხიდები თუ აკვედუკები (ბელღარები), რომელთა უმრავლესობა დღესაც თავდაპირველი დანიშნულებით გამოიყენება.

რომაელთა კულტურამ თავისი არსებობის თორმეტსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საკმაოდ რთული გზა განვლო. მის ფორმირებაში მრავალი ხალხი მონაწილეობდა. რომის სახელმწიფოს ზრდასთან ერთად მრავალფეროვანი ხდებოდა მისი მოსახლეობაც. მართალია, რომაულ კულტურას საფუძველი ლატინთა ტომებმა დაუდეს, მაგრამ მნიშვნელოვნად გაამდიდრეს იმ დაპყრობილმა ხალხებმა, რომლებიც რომის სახელმწიფოს შემადგენლობაში შევიდნენ მოგვიანებით. უპირველეს ყოვლისა ესენი იყვნენ ეტრუსკები, აგრეთვე ელინები ჯერ დიადი საბერძნეთიდან, ხოლო შემდეგ სიცილიიდან. მოყოლებული ძვ.წ. II საუკუნიდან რომაული კულტურის განვითარებაში თავისი წვლილი შეჰქონდათ უკვე ელინისტურ სახელმწიფოებს, ეგვიპტეს, ხოლო იმპერიის პერიოდიდან აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის პროვინციებს.

მართალია, რომაული კულტურა მდიდრდებოდა სხვა ხალხთა მემკვიდრეობით, მაგრამ მას თავადაც შეჰქონდა წვლილი პროვინციათა ცხოვრებაში. ეს ძირითადად ეხებოდა ქალაქთ მშენებლობის, გზების გაყვანის, კეთილმოწყობის, ტექნიკისა და იურისპრუდენციის სფეროებს.

რომაული ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშები დაცულია ვატიკანის კონსერვატორთა სასახლეში, კაპიტოლიუმისა და სხვა ცნობილ მუზეუმებში.



[რედაქტირება] წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები