გეა
| (2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 3: | ხაზი 3: | ||
გეამ ისე, რომ არავის შეერთებია სიყვარულით, შვა [[ურანოსი]] – ზეცა, რომელიც გარსშემოევლო მას და უკვდავ ღმერთთა უსაფრთხო სავანედ იქცა. შემდეგ გეამ გააჩინა დიდი მთები, რომელთა ტყიან ფერდობებზე და მღვიმეებში დასახლდებიან შემდეგ [[ნიმფები]]. გეასგან იშვა აგრეთვე [[პონტოსი]] – ვრცელი ზღვა. | გეამ ისე, რომ არავის შეერთებია სიყვარულით, შვა [[ურანოსი]] – ზეცა, რომელიც გარსშემოევლო მას და უკვდავ ღმერთთა უსაფრთხო სავანედ იქცა. შემდეგ გეამ გააჩინა დიდი მთები, რომელთა ტყიან ფერდობებზე და მღვიმეებში დასახლდებიან შემდეგ [[ნიმფები]]. გეასგან იშვა აგრეთვე [[პონტოსი]] – ვრცელი ზღვა. | ||
| − | გეა, დედა-ღვთაება და ურანოსი, მამრი ღვთაება შეერთდნენ, რის შედეგადაც გეამ ექვსი ვაჟი ([[ოკეანოსი]], | + | გეა, დედა-ღვთაება და ურანოსი, მამრი ღვთაება შეერთდნენ, რის შედეგადაც გეამ ექვსი ვაჟი ([[ოკეანოსი]], კოიოსი, კრიოსი, [[ჰიპერიონი]], [[იაპეტოსი]], [[კრონოსი]]) და ექვსი ქალი ([[თეა]], [[რეა]], [[თემისი]], [[მნემოსინე]], [[ფოიბე]], [[თეტისი]]) წარმოშვა. |
გეას შვილები არიან აგრეთვე [[კიკლოპები]] (ბრონტესი, სტეროპესი და არგესი), გოლიათები (კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი), რომელთაც მხრებზე ასი ხელი ჰქონდათ გამოსხმული, ამიტომ მათ ჰეკატონქეიროსები ანუ ასხელები უწოდეს. | გეას შვილები არიან აგრეთვე [[კიკლოპები]] (ბრონტესი, სტეროპესი და არგესი), გოლიათები (კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი), რომელთაც მხრებზე ასი ხელი ჰქონდათ გამოსხმული, ამიტომ მათ ჰეკატონქეიროსები ანუ ასხელები უწოდეს. | ||
| ხაზი 15: | ხაზი 15: | ||
ურანოსმა გეასგან ნაშობ თავის შვილებს [[ტიტანები]] უწოდა და მამაზე ხელის აღმართვის გამო საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა. | ურანოსმა გეასგან ნაშობ თავის შვილებს [[ტიტანები]] უწოდა და მამაზე ხელის აღმართვის გამო საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა. | ||
| − | [[პოსეიდონი]]საგან გეამ შვა | + | [[პოსეიდონი]]საგან გეამ შვა ანტეოსი. [[ტარტაროსი]]სგან – ექიდნე და [[ტიფონი]]. [[პონტოსი]]საგან – [[ნერევსი]], [[ფორკისი]] და სხვა ღმერთები. გეა ითვლებოდა ყველა უკვდავისა და მოკვდავის დიად წინაპრად, დიდ დედად. |
| − | გეას [[კულტი]] გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. გადმოცემათა თანახმად, | + | გეას [[კულტი]] გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. გადმოცემათა თანახმად, დელფოს უძველესი ტაძარი თავდაპირველად გეას ეკუთვნოდა. მოგვიანებით გეას უკავშირებდნენ [[დემეტრე]]სა და [[კიბელე]]ს [[კულტი|კულტებს]]. |
| − | [[ანტიკურობა|ანტიკურ]] ხელოვნებაში გეას გამოსახულებას იშვიათად ვხვდებით. იგი პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე წარმოდგენილია წელს ზევით (იგულისხმება, რომ ქვედა ნაწილს მიწა ფარავს), მას ხელთ უპყრია | + | [[ანტიკურობა|ანტიკურ]] ხელოვნებაში გეას გამოსახულებას იშვიათად ვხვდებით. იგი პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე წარმოდგენილია წელს ზევით (იგულისხმება, რომ ქვედა ნაწილს მიწა ფარავს), მას ხელთ უპყრია [[სიუხვის რქა]]. |
| − | რომაულ | + | რომაულ [[მითოლოგია]]ში გეას შეესაბამებოდა [[ტელუსი]] (Terra Mater, Tellus). |
| ხაზი 29: | ხაზი 29: | ||
[[კატეგორია:მითოლოგია]] | [[კატეგორია:მითოლოგია]] | ||
[[კატეგორია:ბერძნული მითები]] | [[კატეგორია:ბერძნული მითები]] | ||
| − | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია:კოსმოგონიური მითები]] |
| + | [[კატეგორია:მითოლოგიური პერსონაჟები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 23:18, 19 სექტემბერი 2023 მდგომარეობით
გეა – (ბერძნ.) „დედამიწა“. ღვთაება, რომელიც განასახიერებს დედამიწას. ბერძნული მითოსის თანახმად, თავდაპირველად არაფერი არ იყო. ყოველივე გაჩნდა, მათ შორის ქაოსიც-უკიდეგანო და ბნელი სივრცე. ასევე თავისთავად გაჩნდნენ: გეა – ფართომკერდიანი დედამიწა, ტარტაროსი – მიწისქვეშეთი და ეროსი – სიყვარული.
გეამ ისე, რომ არავის შეერთებია სიყვარულით, შვა ურანოსი – ზეცა, რომელიც გარსშემოევლო მას და უკვდავ ღმერთთა უსაფრთხო სავანედ იქცა. შემდეგ გეამ გააჩინა დიდი მთები, რომელთა ტყიან ფერდობებზე და მღვიმეებში დასახლდებიან შემდეგ ნიმფები. გეასგან იშვა აგრეთვე პონტოსი – ვრცელი ზღვა.
გეა, დედა-ღვთაება და ურანოსი, მამრი ღვთაება შეერთდნენ, რის შედეგადაც გეამ ექვსი ვაჟი (ოკეანოსი, კოიოსი, კრიოსი, ჰიპერიონი, იაპეტოსი, კრონოსი) და ექვსი ქალი (თეა, რეა, თემისი, მნემოსინე, ფოიბე, თეტისი) წარმოშვა.
გეას შვილები არიან აგრეთვე კიკლოპები (ბრონტესი, სტეროპესი და არგესი), გოლიათები (კოტოსი, ბრიარეოსი და გიგესი), რომელთაც მხრებზე ასი ხელი ჰქონდათ გამოსხმული, ამიტომ მათ ჰეკატონქეიროსები ანუ ასხელები უწოდეს.
გეას შვილები ძრწოლის მომგვრელნი იყვნენ და ამიტომ ისინი მამამ შეიძულა. დაიბადებოდნენ თუ არა, კრონოსი მათ მიწის წიაღში მალავდა. დამძიმდა გეა, წუხდა ძლიერ, აღარ შეეძლო ურანოსის ამ უმსგავსო საქციელის ატანა და მისი დასჯა განიზრახა. დასახმარებლად უხმო შვილებს. მხოლოდ უმცროსი ვაჟი, კრონოსი ამოუდგა მხარში დედას. გეამ მას ადამანტისაგან (მტკიცე ლითონისაგან) დამზადებული ნამგალი მისცა და სათანადოდ დაარიგა, როგორ უნდა მოქცეულიყო.
როდესაც ცოლისადმი ძლიერი ვნებით ანთებული ურანოსი ყოველი მხრიდან შემოეფინა გეას, კრონოსი სამალავიდან გამოვიდა, მამას ნაყოფიერების ასო მოჰკვეთა და ძლიერად მოისროლა ზურგს უკან.
ურანოსისგან ჩამონადენმა სისხლის წვეთებმა უკანასკნელად გაანაყოფიერეს გეა, რომელმაც ამის შემდეგ დაბადა ერინიები – შურისძიების ქალღმერთები, აგრეთვე ვეებერთელა გიგანტები და ნიმფები.
ურანოსმა გეასგან ნაშობ თავის შვილებს ტიტანები უწოდა და მამაზე ხელის აღმართვის გამო საშინელი მომავალი უწინასწარმეტყველა.
პოსეიდონისაგან გეამ შვა ანტეოსი. ტარტაროსისგან – ექიდნე და ტიფონი. პონტოსისაგან – ნერევსი, ფორკისი და სხვა ღმერთები. გეა ითვლებოდა ყველა უკვდავისა და მოკვდავის დიად წინაპრად, დიდ დედად.
გეას კულტი გავრცელებული იყო მთელ საბერძნეთში. გადმოცემათა თანახმად, დელფოს უძველესი ტაძარი თავდაპირველად გეას ეკუთვნოდა. მოგვიანებით გეას უკავშირებდნენ დემეტრესა და კიბელეს კულტებს.
ანტიკურ ხელოვნებაში გეას გამოსახულებას იშვიათად ვხვდებით. იგი პერგამონის საკურთხევლის ფრიზზე წარმოდგენილია წელს ზევით (იგულისხმება, რომ ქვედა ნაწილს მიწა ფარავს), მას ხელთ უპყრია სიუხვის რქა.
რომაულ მითოლოგიაში გეას შეესაბამებოდა ტელუსი (Terra Mater, Tellus).