მაღალი შაირი
(→ლიტერატურა) |
|||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''მაღალი შაირი''' – (იგიეე – მოკლე შაირი) – | + | '''მაღალი შაირი''' – (იგიეე – მოკლე შაირი) – [[შაირი]]ს ერთ–ერთი სახეობა. ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან |
16-მარცვლიანი სალექსო საზომი. [[დაბალი შაირი]]საგან), ძირითადად, ქორეული კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით | 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. [[დაბალი შაირი]]საგან), ძირითადად, ქორეული კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით | ||
ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. მაღალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-10 საუკუნეში „ფილიპე ბეთლემის“ სახელწოდებით. მაღალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში, ამას ადასტურებს მისი ფართო გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „[[ამირანიანი]]ს“ უძველეს ფრაგმენტებში. | ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. მაღალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-10 საუკუნეში „ფილიპე ბეთლემის“ სახელწოდებით. მაღალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში, ამას ადასტურებს მისი ფართო გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „[[ამირანიანი]]ს“ უძველეს ფრაგმენტებში. |
17:33, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
მაღალი შაირი – (იგიეე – მოკლე შაირი) – შაირის ერთ–ერთი სახეობა. ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. დაბალი შაირისაგან), ძირითადად, ქორეული კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. მაღალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-10 საუკუნეში „ფილიპე ბეთლემის“ სახელწოდებით. მაღალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში, ამას ადასტურებს მისი ფართო გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „ამირანიანის“ უძველეს ფრაგმენტებში.
მაღალი შაირი, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს ხალხურ პოეზიაშია გავრცელებული. რვამარცვლიანის ნიმუშია:
- ჩემო მკვლელო, ჩემო მწველო,
- ჩემო ახლო მეზობელო.
თექვსმეტმარცვლიანია:
- სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
- გადიარეს ცხრანი მთანი, მეათენი.
ჯ. ბარდაველიძე
ლიტერატურა
- ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952;
- ჯ. ბარდაველიძე, „ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.