ახალი ქართული ცხვარი
(ახალი გვერდი: right '''ახალი ქართული ცხვარი''' - გამოყვანილია [[თ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Qartulicxvari.PNG|300px|right]] | [[ფაილი:Qartulicxvari.PNG|300px|right]] | ||
− | '''ახალი ქართული ცხვარი''' - გამოყვანილია [[ | + | '''ახალი ქართული ცხვარი''' - [[ცხვარი|ცხვრის]] ჯიში. გამოყვანილია [[თუშური ცხვარი|თუშური]] ჯიშის ნერბებისა და პრეკოსის ჯიშის ყოჩების შეჯვარებით. ნაჯვარ თაობებში წარმოებდა ერთგვაროვანი მატყლის მქონე და ცხიმკუდიანი ცხოველების გადარჩევა და შემდგომი მოშენება. სხეულის აგებულებით თუშურ ცხვარს მიემსგავსება, ოღონდ უფრო ტანადია, შედარებით ნაზი ძვალეული აქვს, საერთოდ კი, ნახევრად ნაზმატყლიანი მეხორცულ-სამატყლო ტიპისაა. დამახასიათებელია ცხიმკუდი, რომლის მოყვანილობა ისეთია, როგორიც თუშური ცხვრის, ოღონდ უფრო დიდია. |
ზრდასრული ნერბების ცოცხალი წონა, საშუალოდ (შემოდგომით), 45 - 50 კილოგრამია, ყოჩების კი 75 კილოგრამი. ყველაზე ტანადი ნერბები 65 კილოგრამს აღწევენ, ხოლო ყოჩები 102 კილოგრამს. საკლავის წონა 42 — 47°C-ია. | ზრდასრული ნერბების ცოცხალი წონა, საშუალოდ (შემოდგომით), 45 - 50 კილოგრამია, ყოჩების კი 75 კილოგრამი. ყველაზე ტანადი ნერბები 65 კილოგრამს აღწევენ, ხოლო ყოჩები 102 კილოგრამს. საკლავის წონა 42 — 47°C-ია. |
მიმდინარე ცვლილება 15:53, 3 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ახალი ქართული ცხვარი - ცხვრის ჯიში. გამოყვანილია თუშური ჯიშის ნერბებისა და პრეკოსის ჯიშის ყოჩების შეჯვარებით. ნაჯვარ თაობებში წარმოებდა ერთგვაროვანი მატყლის მქონე და ცხიმკუდიანი ცხოველების გადარჩევა და შემდგომი მოშენება. სხეულის აგებულებით თუშურ ცხვარს მიემსგავსება, ოღონდ უფრო ტანადია, შედარებით ნაზი ძვალეული აქვს, საერთოდ კი, ნახევრად ნაზმატყლიანი მეხორცულ-სამატყლო ტიპისაა. დამახასიათებელია ცხიმკუდი, რომლის მოყვანილობა ისეთია, როგორიც თუშური ცხვრის, ოღონდ უფრო დიდია.
ზრდასრული ნერბების ცოცხალი წონა, საშუალოდ (შემოდგომით), 45 - 50 კილოგრამია, ყოჩების კი 75 კილოგრამი. ყველაზე ტანადი ნერბები 65 კილოგრამს აღწევენ, ხოლო ყოჩები 102 კილოგრამს. საკლავის წონა 42 — 47°C-ია.
მატყლი სინაზით, უპირატესად, 50 - 58 ხარისხისაა, სიგრძით, საშუალოდ, 9 - 9,5 სანტიმეტრი. ზრდასრული ნერბები, წლის საშუალოდ, 3,1 კილოგრამს იპარსავენ; ყოჩების კანძის წონა წელიწადში (ორი პარსვისას), საშუალოდ, 4,4 კილოგრამია. საუკეთესო ყოჩები 6 კილოგრამს იპარსავენ.