მაღალი შაირი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „მოკლე შაირი“ გადაიტანა გვერდზე „მაღალი შაირი“ გადამისამართებ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 23: | ხაზი 23: | ||
[[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | [[ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II]] | ||
[[კატეგორია:შაირის სახეობა]] | [[კატეგორია:შაირის სახეობა]] | ||
+ | [[კატეგორია:ლიტერატურული ტერმინები]] |
მიმდინარე ცვლილება 15:06, 4 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
მაღალი შაირი – (იგიეე – მოკლე შაირი) – შაირის ერთ–ერთი სახეობა. ქორე-დაქტილურ ტერფებზე დამყარებული 8 ან 16-მარცვლიანი სალექსო საზომი. დაბალი შაირისაგან), ძირითადად, ქორეული კლაუზულით განსხვავდება. წარმოშობით ფოლკლორულია. გავრცელებულია როგორც ხალხურ პოეზიაში, ასევე ლიტერატურაში. მაღალი შაირის ნიმუში, მისთვის დამახასიათებელი მეტრული სტრუქტურით მწიგნობრულად დამოწმებულია მე-10 საუკუნეში „ფილიპე ბეთლემის“ სახელწოდებით. მაღალი შაირი რომ გაცილებით ადრე ჩამოყალიბდა ხალხურ პოეზიაში, ამას ადასტურებს მისი ფართო გავრცელება უძველეს საწესჩვეულებო, საგმირო და შრომის ლექს-სიმღერებში. ეს საზომი გამოყენებულია აგრეთვე „ამირანიანის“ უძველეს ფრაგმენტებში.
მაღალი შაირი, განსაკუთრებით, დასავლეთ საქართველოს ხალხურ პოეზიაშია გავრცელებული. რვამარცვლიანის ნიმუშია:
- ჩემო მკვლელო, ჩემო მწველო,
- ჩემო ახლო მეზობელო.
თექვსმეტმარცვლიანია:
- სანადიროდ წამოვიდნენ ამირან და ძმანი მისნი,
- გადიარეს ცხრანი მთანი, მეათენი.
ჯ. ბარდაველიძე
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. გაწერელია, ქართული კლასიკური ლექსი, 1952;
- ჯ. ბარდაველიძე, „ქართული ხალხური ლექსის საზომები, ქართული ფოლკლორი, I-II, 1964.