ჯეჯილი (ჟურნალი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→ლიტერატურა) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
[[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] | [[კატეგორია:ქართული ჟურნალები]] | ||
[[კატეგორია:ქართული საბავშვო ჟურნალები]] | [[კატეგორია:ქართული საბავშვო ჟურნალები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართული პერიოდული გამოცემები]] | ||
20:14, 10 ოქტომბერი 2023-ის ვერსია
„ჯეჯილი“ – ყოვლეთვიური საყმაწვილო ნახატებიანი ჟურნალი (1890-1917, 1921-1923) რედაქტორ-გამომცემელი ანასტასია თუმანიშვილი. მასში თანამშრომლობდნენ: შ. მღვიმელი, ვაჟა–ფშაველა, აკაკი წერეთელი, რაფ. ერისთავი, თ. რაზიკაშვილი, იაკ. გოგებაშვილი, ალ. მირიანაშვილი, და სხვ. „ჯეჯილი“ თითქმის ყველა ნომერში აქვეყნებდა ხალხური შემოქმედების ამა თუ იმ ჟანრის ნიმუშს. უმთავრესად იბეჭდებოდა: ზღაპრები, ლექსები, გამოცანები, ანდაზები, ჩქარა-გამოსათქმელები, ზმები. ფოლკლორის საკითხებზე ჯეჯილი აქვეყნებდა სპეციალურ წერილებსაც (გ. ლეონიძის „მუსიკალური საკრავები საქართველოში“, 1914). რედაქცია არ ივიწყებდა სხვა ხალხთა ფოლკლორსაც. იქვე გამოქვეყნდა ვაგნერის, ანდერსენისა და გრიმების ზღაპრების თარგმანებიც.
ფ. ზანდუკელი
ლიტერატურა
- „ჯეჯილი“, 1890-1923 წ.;
- დ. კარიჭაშვილი, ქართული პერიოდული გამოცემების ბიბლიოგრაფიული მიმოხილვა, „ქართული მწერლობა“, 1924, № 7-8;
- თ. ჯიბლაძე, ქართული საბავშვო ლიტერატურის ისტორეუისათეის, 1959