მნათობი (ჟურნალი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მნათობი (ჟურნალი)“ გადაიტანა გვერდზე „ჟურნალი „მნათობი"“)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „ჟურნალი „მნათობი"“ გადაიტანა გვერდზე „მნათობი (ჟურნალი)“ გადამი...)

14:33, 11 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ჟურნალი „მნათობი"

მნათობი — ყოველთვიური ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა 1869-72 წწ. თბილისში. რედაქტორი — ნ. ავალიშვილი, გამომცემელი — ი. ელიოზიშვილი. თანამშრომლობდნენ: ა. წერეთელი, რ. ერისთავი, ნ. ლომოური, ს. მგალობლიშვილი, ა. ფურცელაძე, ნ. ორბელიანი, გ. იოსელიანი, ვ. პეტრიაშვილი…დაიბეჭდა უ. შექსპირის, ჯ. ბაირონის, ჟ. მოლიერის, ჰ. ჰაინეს, პ. ბერანჟეს და სხვათა ნაწარმოებების თარგმანებიც. „მნათობში“ თვალსაჩინო ადგილი ეთმობოდა უტოპიური სოციალიზმის იდეების ქადაგებას, ხალხოსნურ ტენდენციებს. მასში დაბეჭდილ მხატვრულ ნაწარმოებებში ასახულია მშრომელთა ცხოვრება. საკმაოდ მძლავრადაა წარმოდგენილი პატრიოტული თემა. „მნათობი“ მისდევდა კრიტიკული რეალიზმის ტრადიციებს.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები