მეღვინეთუხუცესიშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „მეღვინეთუხუცესიშვილი დიმიტრი“ გადაიტანა გვერდზე „[[დიმიტრი მეღვ...)
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[მეღვინეთუხუ...)

08:44, 12 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილი

მეღვინეთუხუცესიშვილი დიმიტრი (1815-1878) — ისტორიკოსი, დრამატურგი, თეატრალი, პოეტი. ძველ ქართულ ისტორიულ ძეგლთა შემსწავლელი და ქართული ისტორიოგრაფიის საფუძველის ჩამყრელი, სხვადასხვა სამეცნიერო, ისტორიულ და არქეოლოგიურ საზოგადოებათა წევრი, მ. ბროსეს მეგობარი და თანამშრომელი. 1851 წლიდან მსახურობდა გ. ერისთავის თეატრში რეჟისორად. ჰქონდა საკუთარი კომედიური ხასიათის პიესებიც („უბედური მოარშიყე“, „გამოუცდელობა ანუ დროებითი განშორება საყვარელთა“, „კატა აწონა“, „ექიმბაში“, „არშიყნი“), რომლებსაც პატრიოტულ და სატრფიალო ლექსებთან ერთად აქვეყნებდა „ცისკარში“, „დროებაში“, „სასოფლო გაზეთში“. მის პოეზიაში იგრძნობა გ. ორბელიანის გავლენა. რუსულიდან თარგმნილი აქვს თხზულება „მღვიმე ანუ საშიშარი ალაგი სალს კლდეში, სასაფლაოს იქით“.

ლიტერატურა

  • საქართველოს კალენდარი. 1895, გვ. 491;
  • ლ. ნანიტაშვილი, ჟურნალ „ცისკრის“ პოეტები, 1967.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები