ლუტიძე ბიძინა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ლუტიძე ბიძინა“ გადაიტანა გვერდზე „ბიძინა ლუტიძე“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბიძინა ლუტიძე“ გადაიტანა გვერდზე „ლუტიძე ბიძინა“ გადამისამარ...)
 

მიმდინარე ცვლილება 16:25, 12 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ბიძინა ლუტიძე – (1925–2005), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1965), პროფესორი (1967), მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1985), საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995); დაიბადა სოფელ ზედა ალისუბანში (თერჯოლის რაიონი). 1942 წელს დაამთავრა თბილისის პირველი საშუალო სკოლა, არის სამამულო ომის მონაწილე. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1953 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, 1970-2004 წლებში მუშაობდა ჰუმანიტარული ფაკულტეტების ფილოსოფიის კათედრის გამგედ და ამავე კათედრის პროფესორად.

ბ. ლუტიძის სამეცნიერო კვლევის სფეროა სოციალური ფილოსოფია. იკვლევს პიროვნების ფორმირების, საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთობის, თაობათა კავშირის, საზოგადოების სოციალური განვითარების და სხვა მსგავს საკითხებს.

გამოქვეყნებული აქვს 15 მონოგრაფია, სახელმძღვანელოები და მრავალი სამეცნიერო სტატია.


[რედაქტირება] თხზულებები

[რედაქტირება] წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები