ყაზბეგი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე ჩოფიკაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ყაზბეგი ალექსანდრ...)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Yazbegi.PNG|thumb|ალექსანდრე ყაზბეგი]]
 
[[ფაილი:Yazbegi.PNG|thumb|ალექსანდრე ყაზბეგი]]
'''ყაზბეგი ალექსანდრე''' (1848 _ 1893) [[ქართველები|ქართველი]] მწერალი, პოეტი და დრამატურგი. ნამდვილი გვარი – ჩოფიკაშვილი. ფსევდონიმები: მოჩხუბარიძე (ლიტერატურული), მოხევე (თეატრალური).დაიბადა სტეფანწმინდაში. აღიზარდა სტეფანწმინდაში, ხევის მმართველის მიხეილ გაბრიელის ძე ჩოფიკაშვილისა (ყაზბეგის) და ელისაბედ თარხნიშვილის ოჯახში. მშობლებმა მიაბარეს თბილისში ჯერ ჰაკეს (1859), შემდეგ კანონიჩის (1862) პანსიონს. 1863 წლიდან სწავლობდა კლასიკურ გიმნაზიაში, 1867-1870 წლებში – მოსკოვის სამეურნეო აკადემიაში. 1879 წლამდე მეცხვარედ იყო და ზედმიწევნით გაეცნო მოხევეთა ყოფას (ეს პერიოდი ასახა მოთხრობაში „ნამწყემსარის მოგონებანი“, 1883). 1879 წელს [[თბილისი|თბილისში]] გადმოვიდა საცხოვრებლად. ამ დროიდან იწყებს აქტიურ მოღვაწეობას ქართულ მწერლობასა და [[თეატრი|თეატრში]]. ამ დროიდან იგი განახლებული ქართული თეატრის მსახიობი და დრამატურგი იყო (დაწერა პიესები: „ერთი უბედურთაგანი“, „არსენა“, „წამება ქეთევან დედოფლისა“, გადმოკეთებული – „დილა ქორწილის შემდეგ“, „ცხოვრების თანამგზავრი“). პირველი მოთხრობა „ციცკა“ 1880 წელს გამოაქვეყნა. თანამშრომლობდა გაზეთ „დროებასა“ და [[ილია ჭავჭავაძე|ილია ჭავჭავაძის]] „ივერიაში“. 1881 წელს „დროებაში“ დაიბეჭდა „ელგუჯა“, რომელმაც იმთავითვე დიდი მწერლის სახელი მოუპოვა. ამას მოჰყვა მოთხრობები და რომანები: „ელისო“, „მამის მკვლელი“ (ორივე 1882), „ციკო“ (1883), „განკიცხული“, „ხევისბერი გოჩა“ (ორივე 1884), „მოძღვარი“ (1885) და სხვა.  
+
'''ყაზბეგი ალექსანდრე''' (ფსევდონიმები ლიტერატურული — „მოჩხუბარიძე“, „თეატრალური — „მოხევე“) (1848–1893) — პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი.  
 +
==<small><small>ბიოგრაფია</small></small>==
 +
დაიბადა ხევის მმართველის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება შინ მიიღო, აქვე შეისწავლა რუსული და ფრანგული სწავლობდა [[თბილისი|თბილისში]], ჯერ ჰაკეს (1859-62), შემდეგ კანონიჩის (1862-63) პანსიონებში, თბილისის გიმნაზიაში (1862-65), მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში (1867 წლიდან). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1870) შვიდ წელიწადს ცხვარში იყო მწყემსად. ამ ხანას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებისთვის. უბრალო ადამიანებთან, ბუნებასთან სიახლოვემ აზიარა ა. ყაზბეგი ხალას სულს. მწყემსობის ჟამს აღეძრა საგანგებო ინტერესი ხალხის ზნე-ჩვეულებების, ხალხური თქმულებებისა თუ [[ლეგენდა|ლეგენდებისადმი]]. ამ ინტერესის შედეგია 1886 წ. გამოქვეყნებული „სახალხო ლექსები მოხევეთა და მოხევის სიმღერა“. 1879 წლიდან ა. ყაზბეგი გადმოსახლდა თბილისში და ქართულ სათეატრო დასში ჩაირიცხა. წერა ა. ყაზბეგმა ბავშვობიდანვე დაიწყო. 1880 წ. „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“ გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწარმოები — ეთნოგრაფიული წერილი — „მოხევეები და მათი ცხოვრება“. აქვე დაიბეჭდა ა. ყაზბეგის თითქმის ყველა თხზულება. 1880-85 წწ. თანამშრომლობდა „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიასა]]“ და „[[თეატრი (გაზეთი)|თეატრში]].
 +
==<small><small>შემოქმედება</small></small>==
 +
უპირველესი ადგილი მწერლის შემოქმედებაში უჭირავს პროზას, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ანტიკური [[ეპოსი|ეპოსისა]] და XIX ს. ფრანგული რომანის გავლენა ეტყობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მის რომანებსა და მოთხრობებში ხალხის სულიერი მოძრაობის აღწერაა.
  
1861 წელს, ალექსანდრე ყაზბეგი 12 წლის რომ იყო, მისი ლექსი „ნანა“ [[ივანე კერესელიძე]]მ დაბეჭდა „ცისკარში“. მისი ლექსების პატარა კრებული („ალ. ყაზბეგის დაუბეჭდავი ლექსები“) 1910 წელს დაბეჭდა გამომცემელმა გრიგოლ ჩარკვიანმა და დაურთო წინასიტყვაობა.
+
ა. ყაზბეგის [[მსოფლმხედველობა|მსოფლმხედველობას]] განსაზღვრავს მისივე თანადროული ეპოქა. თანადროულობის ბეჭედი აზის მწერლის [[ესთეტიკა|ესთეტიკურ]] კონცეფციას. მას სამყარო მთლიანად და ჰარმონიულად წარმოუდგენია და მისთა გმირთა თავგანწირული მცდელობაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ უხეში ძალის მიერ დარღვეული ჰარმონია აღდგეს.
  
 +
ა. ყაზბეგის შემოქმედების სათავეს წარმოადგენს რომანი „ხევისბერი გოჩა“, რომელშიც თემური ცხოვრების ფონზე ნაჩვენებია ძლიერი ადამიანური ვნებანი, დახატულია სიყვარულისა და სამშობლოსადმი მოვალეობის გრძნობის საბედისწერო ჭიდილი, მოცემულია სახე ხევისბერ გოჩასი, ვისთვისაც სამშობლოს ცნება ცხოვრების მამოძრავებელ ძალად ქცეულა, ვინც სამშობლოსთვის კეთილშობილ ბრძოლაში უკომპრომისოა, დაუნდობელია საკუთარი შვილის მიმართაც კი. რომანის ტრაგიკულ კოლიზიას ქმნის ის გარემოება, რომ ონისემ დაივიწყა, „ვისი გორისა“ იყო, მამამ კი არ მიუტევა ეს დანაშაული, გუგუამ ვერ ზიდა ეჭვმიტანილი, თუნდაც გამართლებული კაცის მძიმე სახელი, ხოლო ხევისბერი თავის სიმტკიცესა და ზნეობრივ შეუვალობას ემსხვერპლა — არცთუ ადვილი აღმოჩნდა პირმშოს საკუთარი ხელით განგმირვა.
  
::'''ჩემს კალამს'''
+
ხალხის მორალური ძალა და სულიერი სიმტკიცე, კოლონიური ჩაგვრით გამოწვეული ტრაგიკული ტკივილები მწერალმა წარმოაჩინა „მოძღვარში“, რომელშიც ადამიანის შინაგანი სულიერი მოძრაობის, გმირთა ფსიქიკური სამყაროს გადმოცემის იშვიათ ოსტატად წარმოდგა. ნაწარმოებში ნაჩვენებია იმ ადამიანთა ტრაგედია, რომელთათვას ცხოვრებაში ადგილი არ არსებობს, რომელთაც სდევნის კანონი და ძალა. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი მაყვალა იმ ეპოქის შვილია, რომელშიც სპეტაკი სიყვარული არაფრად არის მიჩნეული, ძლევამოსილება მინიჭებია ანგარიშსა თუ ანგარებას. ასეთ ვითარებაში კონფლიქტი გარდუვალია. მიუხედავად უხეში ძალის, უპატიოსნების გამარჯვებისა სისპეტაკეზე, პატიოსნებაზე და მშრომელი ხალხისა და მიწის სიყვარულზე, რომანისტმა შეძლო ეჩვენებინა ერის საუკეთესო შვილების მორალური ძალმოსილება და სიმტკიცე.
  
::ვმიყვარხარ, ჩემო კალამო,
+
დიდად საყურადღებო ნაწარმოებია „ელგუჯა“ (1880), მეფის მოხელეთა წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი ტრაქტატი, რომელიც პოლიტიკური სიმახვილით გამოირჩევა და შესანიშნავად ამჟღავნებს ავტორის მოქალაქეობრივ გაბედულებას. ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი — თავისუფლებისმოყვარე ელგუჯა — თავისი ვაჟკაცობით, გაბედულებით, სულიერი მხნეობით ტიპიური წარმომადგენელია ერის ისტორიის იმ ეპოქის მშრომელი ადამიანებისა, როდესაც ხალხი კარგავდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ჩირქი ეცხებოდა მის ზნე-ჩვეულებებს, ათასწლოვან ტრადიციებს. ნაწარმოების საინტერესო სახეა სვიმონ ჩოფიკაშვილი, თვალნათელი დასტური ა. ყაზბეგის სწორი ისტორიული კონცეფციისა. „ელგუჯაში“, ისევე როგორც მწერლის სხვა თხზულებებში, გმირთა ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება და ესაა ბუნებრივი შედეგი ეპოქის სისასტიკისა. მიუხედავად ამისა, ა. ყაზბეგის არც ერთ ნაწარმოებში არ არის უიმედობისა და პესიმიზმის [[აპოლოგია]]. მწერალი ემყარება რწმენას, რომ წუთისოფელი კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა და ამ ბრძოლას ვერავინ გაუდგება განზე.
::არ მოიწყინე წერაო,
+
 
::გულით მსურს მოგესალამო,
+
სამართლიანობისა და უსამართლობის, კეთილისა და ბოროტის, ვერაგობისა და სიყვარულის დაპირისპირება განსაკუთრებული ძალით არის ნაჩვენები „მამის მკვლელში“. ამ ნაწარმოების მთავარ გმირს (გლახა გელაშვილსა) და დიამბეგს შორის აღძრული კონფლიქტი განზოგადებაა ქართველი ხალხის კონფლიქტისა დამპყრობელ ძალასთან რომანში ნუნუსა და იაგოს ტრაგიკული სიყვარულის აღწერით მწერალმა დახატა იმდროული ეპოქის გულმართალთა შინაგანი ტკივილების მთელი კომპლექსი.
::შენი სიწმინდე მჯერაო.
+
 
::მით გეტრფი, გრძნობის ალამო,
+
ქალის რთული ფსიქიკური სამყაროს, მისი მამოძრავებელი შინაგაანი იმპულსების გახსნას ეძღვნება „ელეონორა“, რომელშიც ა. ყაზბეგმა წარმოაჩინა გაორებული პიროვნების საინტერესო სახე. ელეონორას სული ასპარეზია ორი მოპირისპირე ძალის შებრძოლებისა, კეთილი და ბოროტი ერკინება აქ ერთმანეთს. ქალი შურისმაძიებელი, დაუნდობელი და მკაცრია. ამავე დროს, მას აქვს მოსიყვარულე გული და ქალური კდემამოსილება. ეს გადაუჭრელი ბრძოლა ტრაგიკული ვითარების საფუძველს ქმნის და „ელეონორაც“ ყაზბეგისთვის დამახასიათებელი ტრაგიკული ფინალით მთავრდება.
::მტერმა ვერ შეგაჩერაო,
+
 
::დაჭრილის გულის მალამო,
+
ხსენებული ნაწარმოებები ზოგადად ატარებენ ა. ყაზბეგის შემოქმედებისთვის ნიშანდობლივ თვისებებს. მათში თავმოყრილია მწერლის მიერ წამოჭრილი ყველა ძირითადი პრობლემა, რომელთა მხატვრულ გადაწყვეტასაც მიეძღვნა ა. ყაზბეგის შემოქმედება.
::ჩემი ხარ, ბედისწერაო.
+
==<small><small>ისტორიული [[დრამა (ლიტერატურა)|დრამები]]</small></small>==
::შენ გენაცვალე, კალამო,
+
ქართული ლიტერატურის ისტორიაში ა. ყაზბეგი ცნობილია, როგორც ისტორიული დრამების შექმნის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი პირველი ყურადსაღები ნაწარმოებია „კონსტანტინე ბატონიშვილი“, რომლის ფაბულა აღებულია XVI საუკუნის მიწურულსა და XVII საუკუნის დამდეგის ისტორიული ვითარებიდან. დრამის მთავარ მორალურ პათოსს შეადგენს ღალატის, როგორც სამარცხვინო და კაცის ღირსების დამამცირებელი საქციელის, დაგმობა. ქართველი ხალხის საყვარელ ეროვნულ გმირს ეძღვნება მწერლის მეორე დრამა „არსენა“. ა. ყაზბეგს დაუწერია კომედიური ხასიათის პიესებიც („დილა ქორწილის შემდეგ“, „ვაი, ჩემო ძველისაგან ძველო ნივთებო“). ამ ნაწარმოებებმა გარკვეული როლი შეასრულეს მწერლის თანადროული ეროვნული თეატრის ისტორიაში.
::სხვაფრივ ხარ მონათლულიო.
+
==<small><small>პოეზია</small></small>==
::გულის წადილი პირდაპირს,
+
ყაზბეგი — პოეტი სამოციანელთა ესთეტიკური მრწამის მემკვიდრეა. მისი პოეტური კრედო კარგად ჩანს ლექსებში: „ჩემს კალამს“, „ჩემს რვეულს“, „გუთნისდედა“, რეალისტი პოეტი აღიარებს პოეზიის საზოგადოებრივ დანიშნულებას და მას ხალხის კუთვნილებად აცხადებს. ა. ყაზბეგის პოეტურ ქმნილებებში (გარდა ინტიმური ხასიათის ლექსებისა, რომლებშიც მარტოსულობის, ობლობის მოტივები იჩენს თავს) ისმის დაუთრგუნავი შინაგანი ოპტიმიზმის ხმა და ეს სულისკვეთება ეწინააღმდეგება სიკვდილის ძალებს, უბედურების „ყოვლადძლიერებას“, ნერგავს გამარჯვების რწმენას. პოეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოეზიის დიდაქტიკურ და პროპაგანდისტულ დანიშნულებას და წინა პლანზე წამოსწევს მოქალაქეობრივ და ზნეობრივ თემატიკას. ყაზბეგის პოეტურ ქმნილებათაგან აღსანიშნავია პოემა „მთა და მთიელი“, რომელშიც ავტორი უმღერის ეროვნულ ნიადაგზე მკვიდრად მდგარ, ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს.
::არა გაქვს დამალულიო,
+
==<small><small>თარგმანები</small></small>==
::ჰგრძნობ მკვნესავს, იცი მშრომელსა
+
ა. ყაზბეგს ნათარგმნი აქვს ნაწყვეტები [[შექსპირი უილიამ|შექსპირის]] „რომეო და ჯულიეტადან“ და [[გრიბოედოვი ალექსანდრე|გრიბოედოვის]] „ვაი ჭკუისაგან“.
::თვალზედ არ მოსდის ლულიო,
+
 
::და ხელი ძმურად მიეცი,
+
 
::შეუსუბუქე წყლულიო.
+
==ტექსტი==
 +
* თხზულებანი, სრული კრებული ხუთ ტომად. 1950.
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
* [[კოტეტიშვილი ვახტანგ|ვ. კოტეტიშვილი]], ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი, 1925;
 +
* დ. ბენაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, 1939;
 +
* ა. მახარაძე, ალექსანდრე ყაზბეგი. 1941;
 +
* გ. აბზიანიძე, ქართველი კლასიკოსები, 1950;
 +
* [[აბაშიძე კიტა|კ. აბაშიძე]], ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, 1970;
 +
* [[ასათიანი გურამ (ფილოსოფოსი)|გ. ასათიანი]], ალექსანდრე ყაზბეგი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, IV, 1974.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი დრამატურგები]]
 
[[კატეგორია:ჩოფიკაშვილები]]
 
[[კატეგორია:ჩოფიკაშვილები]]

10:29, 13 ოქტომბერი 2023-ის ვერსია

ალექსანდრე ყაზბეგი

ყაზბეგი ალექსანდრე (ფსევდონიმები ლიტერატურული — „მოჩხუბარიძე“, „თეატრალური — „მოხევე“) (1848–1893) — პროზაიკოსი, დრამატურგი, პოეტი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა ხევის მმართველის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება შინ მიიღო, აქვე შეისწავლა რუსული და ფრანგული სწავლობდა თბილისში, ჯერ ჰაკეს (1859-62), შემდეგ კანონიჩის (1862-63) პანსიონებში, თბილისის გიმნაზიაში (1862-65), მოსკოვის სასოფლო-სამეურნეო აკადემიაში (1867 წლიდან). სამშობლოში დაბრუნების შემდეგ (1870) შვიდ წელიწადს ცხვარში იყო მწყემსად. ამ ხანას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედებისთვის. უბრალო ადამიანებთან, ბუნებასთან სიახლოვემ აზიარა ა. ყაზბეგი ხალას სულს. მწყემსობის ჟამს აღეძრა საგანგებო ინტერესი ხალხის ზნე-ჩვეულებების, ხალხური თქმულებებისა თუ ლეგენდებისადმი. ამ ინტერესის შედეგია 1886 წ. გამოქვეყნებული „სახალხო ლექსები მოხევეთა და მოხევის სიმღერა“. 1879 წლიდან ა. ყაზბეგი გადმოსახლდა თბილისში და ქართულ სათეატრო დასში ჩაირიცხა. წერა ა. ყაზბეგმა ბავშვობიდანვე დაიწყო. 1880 წ. „დროებაში“ გამოქვეყნდა მისი პირველი ნაწარმოები — ეთნოგრაფიული წერილი — „მოხევეები და მათი ცხოვრება“. აქვე დაიბეჭდა ა. ყაზბეგის თითქმის ყველა თხზულება. 1880-85 წწ. თანამშრომლობდა „ივერიასა“ და „თეატრში“.

შემოქმედება

უპირველესი ადგილი მწერლის შემოქმედებაში უჭირავს პროზას, რომელსაც ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ანტიკური ეპოსისა და XIX ს. ფრანგული რომანის გავლენა ეტყობა უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი მის რომანებსა და მოთხრობებში ხალხის სულიერი მოძრაობის აღწერაა.

ა. ყაზბეგის მსოფლმხედველობას განსაზღვრავს მისივე თანადროული ეპოქა. თანადროულობის ბეჭედი აზის მწერლის ესთეტიკურ კონცეფციას. მას სამყარო მთლიანად და ჰარმონიულად წარმოუდგენია და მისთა გმირთა თავგანწირული მცდელობაც სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ უხეში ძალის მიერ დარღვეული ჰარმონია აღდგეს.

ა. ყაზბეგის შემოქმედების სათავეს წარმოადგენს რომანი „ხევისბერი გოჩა“, რომელშიც თემური ცხოვრების ფონზე ნაჩვენებია ძლიერი ადამიანური ვნებანი, დახატულია სიყვარულისა და სამშობლოსადმი მოვალეობის გრძნობის საბედისწერო ჭიდილი, მოცემულია სახე ხევისბერ გოჩასი, ვისთვისაც სამშობლოს ცნება ცხოვრების მამოძრავებელ ძალად ქცეულა, ვინც სამშობლოსთვის კეთილშობილ ბრძოლაში უკომპრომისოა, დაუნდობელია საკუთარი შვილის მიმართაც კი. რომანის ტრაგიკულ კოლიზიას ქმნის ის გარემოება, რომ ონისემ დაივიწყა, „ვისი გორისა“ იყო, მამამ კი არ მიუტევა ეს დანაშაული, გუგუამ ვერ ზიდა ეჭვმიტანილი, თუნდაც გამართლებული კაცის მძიმე სახელი, ხოლო ხევისბერი თავის სიმტკიცესა და ზნეობრივ შეუვალობას ემსხვერპლა — არცთუ ადვილი აღმოჩნდა პირმშოს საკუთარი ხელით განგმირვა.

ხალხის მორალური ძალა და სულიერი სიმტკიცე, კოლონიური ჩაგვრით გამოწვეული ტრაგიკული ტკივილები მწერალმა წარმოაჩინა „მოძღვარში“, რომელშიც ადამიანის შინაგანი სულიერი მოძრაობის, გმირთა ფსიქიკური სამყაროს გადმოცემის იშვიათ ოსტატად წარმოდგა. ნაწარმოებში ნაჩვენებია იმ ადამიანთა ტრაგედია, რომელთათვას ცხოვრებაში ადგილი არ არსებობს, რომელთაც სდევნის კანონი და ძალა. ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირი მაყვალა იმ ეპოქის შვილია, რომელშიც სპეტაკი სიყვარული არაფრად არის მიჩნეული, ძლევამოსილება მინიჭებია ანგარიშსა თუ ანგარებას. ასეთ ვითარებაში კონფლიქტი გარდუვალია. მიუხედავად უხეში ძალის, უპატიოსნების გამარჯვებისა სისპეტაკეზე, პატიოსნებაზე და მშრომელი ხალხისა და მიწის სიყვარულზე, რომანისტმა შეძლო ეჩვენებინა ერის საუკეთესო შვილების მორალური ძალმოსილება და სიმტკიცე.

დიდად საყურადღებო ნაწარმოებია „ელგუჯა“ (1880), მეფის მოხელეთა წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი ტრაქტატი, რომელიც პოლიტიკური სიმახვილით გამოირჩევა და შესანიშნავად ამჟღავნებს ავტორის მოქალაქეობრივ გაბედულებას. ნაწარმოების მთავარი მოქმედი გმირი — თავისუფლებისმოყვარე ელგუჯა — თავისი ვაჟკაცობით, გაბედულებით, სულიერი მხნეობით ტიპიური წარმომადგენელია ერის ისტორიის იმ ეპოქის მშრომელი ადამიანებისა, როდესაც ხალხი კარგავდა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ჩირქი ეცხებოდა მის ზნე-ჩვეულებებს, ათასწლოვან ტრადიციებს. ნაწარმოების საინტერესო სახეა სვიმონ ჩოფიკაშვილი, თვალნათელი დასტური ა. ყაზბეგის სწორი ისტორიული კონცეფციისა. „ელგუჯაში“, ისევე როგორც მწერლის სხვა თხზულებებში, გმირთა ცხოვრება ტრაგიკულად მთავრდება და ესაა ბუნებრივი შედეგი ეპოქის სისასტიკისა. მიუხედავად ამისა, ა. ყაზბეგის არც ერთ ნაწარმოებში არ არის უიმედობისა და პესიმიზმის აპოლოგია. მწერალი ემყარება რწმენას, რომ წუთისოფელი კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა და ამ ბრძოლას ვერავინ გაუდგება განზე.

სამართლიანობისა და უსამართლობის, კეთილისა და ბოროტის, ვერაგობისა და სიყვარულის დაპირისპირება განსაკუთრებული ძალით არის ნაჩვენები „მამის მკვლელში“. ამ ნაწარმოების მთავარ გმირს (გლახა გელაშვილსა) და დიამბეგს შორის აღძრული კონფლიქტი განზოგადებაა ქართველი ხალხის კონფლიქტისა დამპყრობელ ძალასთან რომანში ნუნუსა და იაგოს ტრაგიკული სიყვარულის აღწერით მწერალმა დახატა იმდროული ეპოქის გულმართალთა შინაგანი ტკივილების მთელი კომპლექსი.

ქალის რთული ფსიქიკური სამყაროს, მისი მამოძრავებელი შინაგაანი იმპულსების გახსნას ეძღვნება „ელეონორა“, რომელშიც ა. ყაზბეგმა წარმოაჩინა გაორებული პიროვნების საინტერესო სახე. ელეონორას სული ასპარეზია ორი მოპირისპირე ძალის შებრძოლებისა, კეთილი და ბოროტი ერკინება აქ ერთმანეთს. ქალი შურისმაძიებელი, დაუნდობელი და მკაცრია. ამავე დროს, მას აქვს მოსიყვარულე გული და ქალური კდემამოსილება. ეს გადაუჭრელი ბრძოლა ტრაგიკული ვითარების საფუძველს ქმნის და „ელეონორაც“ ყაზბეგისთვის დამახასიათებელი ტრაგიკული ფინალით მთავრდება.

ხსენებული ნაწარმოებები ზოგადად ატარებენ ა. ყაზბეგის შემოქმედებისთვის ნიშანდობლივ თვისებებს. მათში თავმოყრილია მწერლის მიერ წამოჭრილი ყველა ძირითადი პრობლემა, რომელთა მხატვრულ გადაწყვეტასაც მიეძღვნა ა. ყაზბეგის შემოქმედება.

ისტორიული დრამები

ქართული ლიტერატურის ისტორიაში ა. ყაზბეგი ცნობილია, როგორც ისტორიული დრამების შექმნის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი პირველი ყურადსაღები ნაწარმოებია „კონსტანტინე ბატონიშვილი“, რომლის ფაბულა აღებულია XVI საუკუნის მიწურულსა და XVII საუკუნის დამდეგის ისტორიული ვითარებიდან. დრამის მთავარ მორალურ პათოსს შეადგენს ღალატის, როგორც სამარცხვინო და კაცის ღირსების დამამცირებელი საქციელის, დაგმობა. ქართველი ხალხის საყვარელ ეროვნულ გმირს ეძღვნება მწერლის მეორე დრამა „არსენა“. ა. ყაზბეგს დაუწერია კომედიური ხასიათის პიესებიც („დილა ქორწილის შემდეგ“, „ვაი, ჩემო ძველისაგან ძველო ნივთებო“). ამ ნაწარმოებებმა გარკვეული როლი შეასრულეს მწერლის თანადროული ეროვნული თეატრის ისტორიაში.

პოეზია

ყაზბეგი — პოეტი სამოციანელთა ესთეტიკური მრწამის მემკვიდრეა. მისი პოეტური კრედო კარგად ჩანს ლექსებში: „ჩემს კალამს“, „ჩემს რვეულს“, „გუთნისდედა“, რეალისტი პოეტი აღიარებს პოეზიის საზოგადოებრივ დანიშნულებას და მას ხალხის კუთვნილებად აცხადებს. ა. ყაზბეგის პოეტურ ქმნილებებში (გარდა ინტიმური ხასიათის ლექსებისა, რომლებშიც მარტოსულობის, ობლობის მოტივები იჩენს თავს) ისმის დაუთრგუნავი შინაგანი ოპტიმიზმის ხმა და ეს სულისკვეთება ეწინააღმდეგება სიკვდილის ძალებს, უბედურების „ყოვლადძლიერებას“, ნერგავს გამარჯვების რწმენას. პოეტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პოეზიის დიდაქტიკურ და პროპაგანდისტულ დანიშნულებას და წინა პლანზე წამოსწევს მოქალაქეობრივ და ზნეობრივ თემატიკას. ყაზბეგის პოეტურ ქმნილებათაგან აღსანიშნავია პოემა „მთა და მთიელი“, რომელშიც ავტორი უმღერის ეროვნულ ნიადაგზე მკვიდრად მდგარ, ბედნიერი მომავლისთვის მებრძოლ ადამიანს.

თარგმანები

ა. ყაზბეგს ნათარგმნი აქვს ნაწყვეტები შექსპირის „რომეო და ჯულიეტადან“ და გრიბოედოვის „ვაი ჭკუისაგან“.


ტექსტი

  • თხზულებანი, სრული კრებული ხუთ ტომად. 1950.

ლიტერატურა

  • ვ. კოტეტიშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი და მისი ავტორობის საკითხი, 1925;
  • დ. ბენაშვილი, ალექსანდრე ყაზბეგი, 1939;
  • ა. მახარაძე, ალექსანდრე ყაზბეგი. 1941;
  • გ. აბზიანიძე, ქართველი კლასიკოსები, 1950;
  • კ. აბაშიძე, ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის შესახებ, 1970;
  • გ. ასათიანი, ალექსანდრე ყაზბეგი, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, IV, 1974.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები