ხახანაშვილი ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ალექსანდრე ხახანაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „[[ხახანაშვილი ალექს...)
 
(2 მომხმარებლების 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ხახანაშვილი ალექსანდრე''' (1866 1912), ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგი
+
[[ფაილი:Xaxanashvili.jpg|thumb|ალექსანდრე ხახანაშვილი]]
ფსევდონიმი – ს. პავლიაშვილი. დაიბადა [[გორი|გორში]]. 1884 წელს დაამთავრა ტფილისის გიმნაზია რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტზე. 1889 წლიდან პრივატდოცენტის ხარისხში კითხულობდა ლექციებს ლაზარევის აღმოსავლური ენების ინსტიტუტში [[ქართული ენა|ქართულ ენასა]] და ლიტერატურაში, ხოლო 1900 წლიდან – მოსკოვის უნივერსიტეტში. ა. ხახანაშვილმა შექმნა ქართული ლიტერატურის პირველი სისტემური კურსი ნაშრომით – „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-4, 1895–1907). მისი ინიციატივითა და მატერიალური დახმარებით 1911 წელს მოსკოვში „ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოება“ ჩამოყალიბდა. სულ გამოცემული აქვს 80–მდე ნაშრომი საქართველოს ისტორიის, ლიტერატურისა და ეთნოგრაფიის დარგებში, ქართულ, რუსულ, ფრანგულ და გერმანულ ენებზე. მწერალ დავით კასრაძის ცნობით, ა.ხახანაშვილი დაინტერესებული ყოფილა იმით, რომ „თანამედროვე ქართულ პოეზიაში რიტორიკული ლექსები არ არსებობდა და ამ მიზნით დაიწყო მან ლექსების წერა“ მას ს.პავლიაშვილის ფსევდონიმით ლექსები გამოუქვეყნებია გაზეთებში: „კოლხიდა“ (ქუთაისი) და „კვალი“. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
+
'''ხახანაშვილი ალექსანდრე''' (1864-1911) ლიტერატურისმცოდნე, მკვლევარი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.  
  
 +
სწავლობდა [[გორი]]ს საქალაქო სასწავლებელში, [[თბილისი]]ს ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში, 1883-87 წწ. - მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, ლათინურ ენებს. 1888 წლიდან განაგებდა აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის [[ქართული ენა|ქართული ენის]] კათედრას. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. იკვლევდა ქართული მწერლობის, საქართველოს ისტორიის, სიძველეებისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ბევრს მოგზაურობდა [[საქართველო|საქართველოსა]] და [[ევროპა|ევროპაში]], ეძიებდა საქართველოს კულტურის ისტორიის მასალებს. სისტემატურად მონაწილეობდა (90-იანი წლებიდან) ისტორიკოსებისა თუ ორიენტალისტების ყრილობებსა და კონგრესებში როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში (აღსანიშნავია 1894 წ. ჟენევაში ორიენტალისტთა X საერთაშორისო კონგრესზე წარმოთქმული სიტყვა „უცხოური გავლენები ქართულ ცივილიზაციაზე“). იყო მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ–კორესპონდენტი (1883), შემდეგ — ნამდვილი წევრი (1899), მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების წევრი (1889 წლიდან), შემდეგ — მისი საბჭოს წევრიც, [[რუსეთი]]ს ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების (1901 წლიდან), [[საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება|საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების]] ნამდვილი (1907 წლიდან), რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების (1909) წევრი, აგრეთვე დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოებისა. გამოკვლევებსა და წერილებს აქვეყნებდა „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერიაში]]“, „[[კვალი (გაზეთი)|კვალში]]“, „ცნობის ფურცელში“, „კავკაზში“, „ნოვოე ობოზრენიეში“, „რუსსკიე ვედომოსტში“, „რუსსკაია მისლში“, „ვესტნიკ ევროპიში“, „ისტორიჩესკი ვესტნიკში“.
  
::::::: '''ცრემლი'''
+
ა. ხახანაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ძველი ქართული საბუთების შესწავლისა და გამოცემის საქმეს (გამოსცა დოკუმენტების ორი კრებული: „გუჯრები“, 1891; „ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები“, 1893). დიდი წვლილი შეიტანა ხალხური [[ეპოსი|ეპოსისა]] და [[ლეგენდა|ლეგენდების]] შესწავლის, საერთოდ, ქართული სიტყვიერების კვლევის საქმეში. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „ქართული [[აპოკრიფი|აპოკრიფული]] ლიტერატურის ძეგლები“ (1894), „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ (ოთხ წიგნად. წიგნი I, 1895, განიხილავდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ქართული ხალხური ეპოსის ყველა დარგს; წიგნი II, 1897, და წიგნი III, 1901, — ლიტერატურულ, ისტორიულ, სასულიერო და იურიდიულ ძეგლებს; ეხებოდა უძველესი ნაბეჭდი ქართული წიგნებისა და პირველი სტამბების ისტორიის საკითხებს, ლიტერატურულ ძეგლებს — მოსე ხონელის, [[სარგის თმოგველი|სარგის თმოგველის]], [[შავთელი იოანე|შავთელის]], [[ჩახრუხაძე|ჩახრუხაძის]], [[რუსთაველი შოთა|რუსთაველის]] თხზულებებს; „[[რუსუდანიანი|რუსუდანიანს]]“, „ალღუზიანს“, „ლეილ-მეჯნუნიანს“, „[[სირინოზიანი|სირინოზიანს]]“, [[ვახტანგ მეექვსე|ვახტანგ მეექვსის]] სახელმწიფოებრივსა თუ სალიტერატურო და კანონმდებლობითს მოღვაწეობას; წიგნი IV, 1907, — XIX ს ქართულ მწერლობას), წიგნი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-2, 1904-17) და გამოკვლევები: „[[ალექსანდრე ყაზბეგი]]“ (1895), „[[ილია ჭავჭავაძე]]“ (1896), „ვახტანგ ორბელიანი“ (1896), „[[რაფიელ ერისთავი]]“ (1897), „[[დანიელ ჭონქაძე]]“ (1900), სტატიები: „[[ალექსანდრე ჭავჭავაძე|ალექსანდრე ჭავჭავაძის]] ლიტერატურული მოღვაწეობა“, „[[რომანტიზმი|რომანტიზმის]] წარმომადგენლები ახალ ქართულ ლიტერატურაში“, „[[აკაკი წერეთელი|აკაკი წერეთლის]] ლიტერატურული მოღვაწეობა“, „მესსიანიზმი ქართულსა და პოლონურ ლიტერატურაში“.
  
::ვხედავ რა მართალს, უბრალოდ დასჯილს, –
+
 
::ღონე არ შემწევს მის საშველათა,
+
==ლიტერატურა==
::მაშინ მღელვარე ცრემლი გადმომდის
+
* შ. ბადრიძე, ქართველთმცოდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი, 1968.
::და ამას ვიხდი ტანჯვის წამლათა.
+
::თუ მომავალსა თვალს გავუსწორებ,
+
::აზრი მერევა იმედ-მიხდილსა,
+
::აჩქროლებული, გულამოსკვნილი
+
::საოხათ ვაფრქვევ ცხარე ცრემლებსა.
+
::წარსულში ვეძებ სევდის მალამოს,
+
::მსურს მოგონებით სულს მივცე შვება,
+
::ამაოთ! იგიც შავს ზოლს მოუცავს _
+
::ცრემლთ ნაკადული გულს მომაწვება.
+
::რაკი ბუნების მშვენიერებაც
+
::აღარ აყუჩებს მოსეულ ტალღას, -
+
::მაშინ უფალსა მუხლ-მოდრეკილი
+
::ცრემლით ვევედრი ჩემს შებრალებას.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]].
 +
 
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ისტორიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
 
[[კატეგორია:ქართველი მეცნიერები]]
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
+
[[კატეგორია:ქართველი ეთნოგრაფები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პედაგოგები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 +
[[კატეგორია:ხახანაშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 23:15, 16 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

ალექსანდრე ხახანაშვილი

ხახანაშვილი ალექსანდრე (1864-1911) – ლიტერატურისმცოდნე, მკვლევარი, ისტორიკოსი, ეთნოგრაფი, საზოგადო მოღვაწე.

სწავლობდა გორის საქალაქო სასწავლებელში, თბილისის ვაჟთა კლასიკურ გიმნაზიაში, 1883-87 წწ. - მოსკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ფლობდა ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, ლათინურ ენებს. 1888 წლიდან განაგებდა აღმოსავლურ ენათა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას. იყო ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს სწავლული მდივანი. იკვლევდა ქართული მწერლობის, საქართველოს ისტორიის, სიძველეებისა და ეთნოგრაფიის საკითხებს. ბევრს მოგზაურობდა საქართველოსა და ევროპაში, ეძიებდა საქართველოს კულტურის ისტორიის მასალებს. სისტემატურად მონაწილეობდა (90-იანი წლებიდან) ისტორიკოსებისა თუ ორიენტალისტების ყრილობებსა და კონგრესებში როგორც ჩვენში, ისე უცხოეთში (აღსანიშნავია 1894 წ. ჟენევაში ორიენტალისტთა X საერთაშორისო კონგრესზე წარმოთქმული სიტყვა „უცხოური გავლენები ქართულ ცივილიზაციაზე“). იყო მოსკოვის საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების წევრ–კორესპონდენტი (1883), შემდეგ — ნამდვილი წევრი (1899), მოსკოვის უნივერსიტეტთან არსებული ბუნებათმცოდნეობის, ანთროპოლოგიისა და ეთნოგრაფიის მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების წევრი (1889 წლიდან), შემდეგ — მისი საბჭოს წევრიც, რუსეთის ისტორიისა და სიძველეების მოყვარულთა საიმპერატორო საზოგადოების (1901 წლიდან), საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების ნამდვილი (1907 წლიდან), რუსეთის სიტყვიერების მოყვარულთა საზოგადოების (1909) წევრი, აგრეთვე დამაარსებელი და ხელმძღვანელი ქართული მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის შემსწავლელი საზოგადოებისა. გამოკვლევებსა და წერილებს აქვეყნებდა „ივერიაში“, „კვალში“, „ცნობის ფურცელში“, „კავკაზში“, „ნოვოე ობოზრენიეში“, „რუსსკიე ვედომოსტში“, „რუსსკაია მისლში“, „ვესტნიკ ევროპიში“, „ისტორიჩესკი ვესტნიკში“.

ა. ხახანაშვილმა ერთ-ერთმა პირველმა ჩაუყარა საფუძველი ძველი ქართული საბუთების შესწავლისა და გამოცემის საქმეს (გამოსცა დოკუმენტების ორი კრებული: „გუჯრები“, 1891; „ქართული სათავადაზნაურო აქტები და საგვარეულო ნუსხები“, 1893). დიდი წვლილი შეიტანა ხალხური ეპოსისა და ლეგენდების შესწავლის, საერთოდ, ქართული სიტყვიერების კვლევის საქმეში. აღსანიშნავია მისი ნაშრომები: „ქართული აპოკრიფული ლიტერატურის ძეგლები“ (1894), „ნარკვევები ქართული სიტყვიერების ისტორიიდან“ (ოთხ წიგნად. წიგნი I, 1895, განიხილავდა ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ქართული ხალხური ეპოსის ყველა დარგს; წიგნი II, 1897, და წიგნი III, 1901, — ლიტერატურულ, ისტორიულ, სასულიერო და იურიდიულ ძეგლებს; ეხებოდა უძველესი ნაბეჭდი ქართული წიგნებისა და პირველი სტამბების ისტორიის საკითხებს, ლიტერატურულ ძეგლებს — მოსე ხონელის, სარგის თმოგველის, შავთელის, ჩახრუხაძის, რუსთაველის თხზულებებს; „რუსუდანიანს“, „ალღუზიანს“, „ლეილ-მეჯნუნიანს“, „სირინოზიანს“, ვახტანგ მეექვსის სახელმწიფოებრივსა თუ სალიტერატურო და კანონმდებლობითს მოღვაწეობას; წიგნი IV, 1907, — XIX ს ქართულ მწერლობას), წიგნი „ქართული სიტყვიერების ისტორია“ (ტ. 1-2, 1904-17) და გამოკვლევები: „ალექსანდრე ყაზბეგი“ (1895), „ილია ჭავჭავაძე“ (1896), „ვახტანგ ორბელიანი“ (1896), „რაფიელ ერისთავი“ (1897), „დანიელ ჭონქაძე“ (1900), სტატიები: „ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული მოღვაწეობა“, „რომანტიზმის წარმომადგენლები ახალ ქართულ ლიტერატურაში“, „აკაკი წერეთლის ლიტერატურული მოღვაწეობა“, „მესსიანიზმი ქართულსა და პოლონურ ლიტერატურაში“.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • შ. ბადრიძე, ქართველთმცოდნეობის გამოჩენილი მოჭირნახულე ალექსანდრე ხახანაშვილი, 1968.

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები