ვოლსკი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Grigol volski.JPG|thumb|გრიგოლ ვოლსკი]]
+
[[ფაილი:Grigol volski.JPG|thumb|150პქ|გრიგოლ ვოლსკი]]
'''ვოლსკი გრიგოლ''' (1860 1909), პუბლიცისტი, პოეტი, მთარგმნელი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე; წარმოშობით პოლონელი ფსევდონიმი − გ.უმწიფარიძე. დაიბადა ქუთაისში. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო და ფილოლოგიური ფაკულტეტები. უნივერსიტეტში სწავლის დროს მონაწილეობას იღებდა სტუდენტთა მოძრაობაში. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩაერთო. 1888 წლიდან მოღვაწეობდა ბათუმში. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის 1897 წელს ბათუმის ქალთა პროგიმნაზიის, ხოლო 1900 წელს ვაჟთა გიმნაზიის დაარსებაში, მისივე ინიციატივით 1902 წელს გაიხსნა და 1903 წელს გაფართოვდა ბათუმის პირველი საავადმყოფო, იმავე წელს გაიხსნა ბათუმის გაერთიანებული საჯარო ბიბლიოთეკა, 1908 წელს კი − ბათუმის საბავშვო მუზეუმი. [[დავით კლდიაშვილი|დავით კლდიაშვილთან]] და ივანე მესხთან ერთად იღვწოდა [[აჭარა|აჭარის]] მოსახლეობის კულტურული პროგრესისათვის. ხელმძღვანელობდა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] აჭარის განყოფილებას; მხარს უჭერდა დემოკრატიული რეფორმების გატარებას, საწარმოო ძალთა განვითარებას კაპიტალისტურ საფუძველზე. მისი კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, ლექსები და თარგმანები 1878 წლიდან იბეჭდებოდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში. ვოლსკის ეკუთვნის პატრიოტული და ლირიკული ლექსები: „მეგობარს”, „სიზმარი” (1882), „როს საუკუნოდ დავდუმდე”
+
'''ვოლსკი გრიგოლ''' – (ფსევდონიმი: „უმწიფარიძე“), (1860-1909) – პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე. [[ჭავჭავაძე ილია|ილიასა]] და [[წერეთელი აკაკი|აკაკის]] თანამებრძოლი.  
(1893), ასევე პოპულარულ რომანსად ქცეული „შენ გეტრფი მარად” (1891, მუსიკა [[მელიტონ ბალანჩივაძე|მელიტონ ბალანჩივაძისა]]). 1907 წელს ვოლსკის თავს დაესხნენ და მძიმედ დაჭრეს. მოღვაწეობის გაგრძელება მხოლოდ 1908 წლიდან შეძლო – მუშაობდა თბილისის კერძო გიმნაზიაში [[ქართული ენა|ქართული ენისა]] და ლიტერატურის მასწავლებლად. გარდაიცვალა თბილისში; დაკრძალულია ბათუმში, თუმცა მისი საფლავი დაკარგულია. ვოლსკის სახელს ატარებს ქუჩა ბათუმში.
+
  
 +
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ — მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქ მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, დააარსა „ქართველ სტუდენტთა სათვისტომო“. [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნების შემდეგ [[ქართული ენა|ქართულ ენას]] ასწავლიდა [[თბილისი|თბილისის]] სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა ბათუმში, სადაც ჩაბმული იყო [[ქალაქი]]ს საზოგადოებრივ ცხოვრებაში (დააარსა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] სკოლა და გიმნაზია, მონაწილეობდა საქველმოქმედო საზოგადოებაში, [[ნავსადგური|ნავსადგურის]] კეთილმოწყობასა და [[თეატრი|თეატრის]] დაარსების საქმეში, იბრძოდა ქალაქის მოსახლეობის ეროვნულ ინტერესთა დასაცავად).
  
:::: '''ელეგია'''
+
გ. ვოლსკის ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები ისტორიის, ენის, პედაგოგიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებზე ქვეყნდებოდა იმდროინდელ ქართულსა და რუსულ პრესაში — „[[შრომა (გაზეთი)|შრომაში]]“, „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“, „კვალში“, „მოამბეში“, „მნათობში“, „ნოვოე ობოზრენიეში“. აღსანიშნავია მისი ლექსები: „მე იქ შევზრდილვარ“, „სიზმარი“, „ელეგია“, „შენ გეტრფი მარად“, „როს საუკუნოდ დავდუმდე“, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის ჩინებულ ნიმუშებს წარმოადგენს და დიდად პოპულარულიც იყო, ზოგიერთ მათგანს მღეროდნენ კიდეც.
  
::გუნდ-გუნდ ვარსკვლავნი, ანგელოზთ თვალნი,
+
საყურადღებოა გ. ვოლსკის ნარკვევები: „მგზავრის შენიშვნები“, „ზღვის გადაღმიდან საუბარი ქართველ პატრიოტებზე“, „სკოლა და ლოღიკა“, კრიტიკული წერილი ილია ჭავჭავაძის „[[დემეტრე II თავდადებული|დიმიტრი თავდადებულის]]“ თაობაზე.
::ეშხით დამზერენ ტურფა გარემოს.
+
 
::მთები მაღალნი, უზარმაზარნი,
+
გ. ვოლსკის მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის რუსულ ენაზე პოპულარიზაციის საქმეში. მან თარგმნა ქართველ მწერალთა არაერთი ნაწარმოები: ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, [[არაგვისპირელი შიო|შ. არაგვისპირელის]] „ესაა ჩვენი ცხოვრება“, [[გაბაშვილი ეკატერინე|ე. გაბაშვილის]] „სახრჩობელასთან“, დ. მეგრელიძის „ბაბუა სვიმონი“. ჰქონდა ქართულად ნათარგმნი თხზულებებიც — [[ჩეხოვი ანტონ|ჩეხოვის]] ნოველები, [[ანდერსენი ჰანს ქრისტიან|ანდერსენის]] [[ზღაპარი|ზღაპრები]].
::ადიან ზეცას, ისვრიან ჩეროს.
+
 
::წყარო მჩქეფარე, ვითა მწყრომარე
+
 
::ჩამორბის კლდიდან ვარსკვლავთ მჩინარი,
+
 
::ძირსა ველს გაშლილს, ვარდნარით ფენილს,
+
==ლიტერატურა==
::ბულბული კვნესის ნაზი, ნარნარი.
+
* [[ხახანაშვილი ალექსანდრე|ა. ხახანაშვილი]], ქართული სიტყვიერების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1913 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b1383433~S1*geo]];
::კოშკნი ნგრეულნი, მოხუცებულნი,
+
* დ. ნაცვალაძე, გრიგოლ ვოლსკი, ბათუმი, 1955 [[https://catalog.nplg.gov.ge/record=b1418060~S1*geo]].
::თეთრი თმის გაშლით ჩაფიქრებულან.
+
::წარსულის, ძველის, გულის მომწველის
+
::ვერ მპოვნი, მწარედ დაღონებულან.
+
::ქცევა კაცური, ზნე მამაცური
+
::მათ გარს ეხვევათ, ვითა სიზმარი...
+
::მათ არ ამხნევებს, მათ არ აღელვებს
+
::ცეცხლის მომდები იმედი მტკბარი...
+
::ვჭვრეტ ჯერ მეც წყვდიადს, მაგრამ განთიადს
+
::მაინც კი ველი, ვიყო გინდ მკვდარი.
+
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)]]
+
* [[ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ექიმები]]
 
[[კატეგორია:ქართველი ექიმები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი კრიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 
[[კატეგორია:ვოლსკები]]
 
[[კატეგორია:ვოლსკები]]

მიმდინარე ცვლილება 18:43, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

გრიგოლ ვოლსკი

ვოლსკი გრიგოლ – (ფსევდონიმი: „უმწიფარიძე“), (1860-1909) – პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე. ილიასა და აკაკის თანამებრძოლი.

სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ — მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქ მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, დააარსა „ქართველ სტუდენტთა სათვისტომო“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქართულ ენას ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა ბათუმში, სადაც ჩაბმული იყო ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში (დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა და გიმნაზია, მონაწილეობდა საქველმოქმედო საზოგადოებაში, ნავსადგურის კეთილმოწყობასა და თეატრის დაარსების საქმეში, იბრძოდა ქალაქის მოსახლეობის ეროვნულ ინტერესთა დასაცავად).

გ. ვოლსკის ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები ისტორიის, ენის, პედაგოგიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებზე ქვეყნდებოდა იმდროინდელ ქართულსა და რუსულ პრესაში — „შრომაში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბეში“, „მნათობში“, „ნოვოე ობოზრენიეში“. აღსანიშნავია მისი ლექსები: „მე იქ შევზრდილვარ“, „სიზმარი“, „ელეგია“, „შენ გეტრფი მარად“, „როს საუკუნოდ დავდუმდე“, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის ჩინებულ ნიმუშებს წარმოადგენს და დიდად პოპულარულიც იყო, ზოგიერთ მათგანს მღეროდნენ კიდეც.

საყურადღებოა გ. ვოლსკის ნარკვევები: „მგზავრის შენიშვნები“, „ზღვის გადაღმიდან საუბარი ქართველ პატრიოტებზე“, „სკოლა და ლოღიკა“, კრიტიკული წერილი ილია ჭავჭავაძის „დიმიტრი თავდადებულის“ თაობაზე.

გ. ვოლსკის მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის რუსულ ენაზე პოპულარიზაციის საქმეში. მან თარგმნა ქართველ მწერალთა არაერთი ნაწარმოები: ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, შ. არაგვისპირელის „ესაა ჩვენი ცხოვრება“, ე. გაბაშვილის „სახრჩობელასთან“, დ. მეგრელიძის „ბაბუა სვიმონი“. ჰქონდა ქართულად ნათარგმნი თხზულებებიც — ჩეხოვის ნოველები, ანდერსენის ზღაპრები.


[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1913 [[1]];
  • დ. ნაცვალაძე, გრიგოლ ვოლსკი, ბათუმი, 1955 [[2]].

[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები