ვოლსკი გრიგოლ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Grigol volski.JPG|thumb|150პქ|გრიგოლ ვოლსკი]] | [[ფაილი:Grigol volski.JPG|thumb|150პქ|გრიგოლ ვოლსკი]] | ||
| − | '''ვოლსკი გრიგოლ''' (ფსევდონიმი: „უმწიფარიძე“) | + | '''ვოლსკი გრიგოლ''' – (ფსევდონიმი: „უმწიფარიძე“), (1860-1909) – პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე. [[ჭავჭავაძე ილია|ილიასა]] და [[წერეთელი აკაკი|აკაკის]] თანამებრძოლი. |
| + | |||
| + | სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ — მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქ მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, დააარსა „ქართველ სტუდენტთა სათვისტომო“. [[საქართველო|საქართველოში]] დაბრუნების შემდეგ [[ქართული ენა|ქართულ ენას]] ასწავლიდა [[თბილისი|თბილისის]] სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა ბათუმში, სადაც ჩაბმული იყო [[ქალაქი]]ს საზოგადოებრივ ცხოვრებაში (დააარსა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]] სკოლა და გიმნაზია, მონაწილეობდა საქველმოქმედო საზოგადოებაში, [[ნავსადგური|ნავსადგურის]] კეთილმოწყობასა და [[თეატრი|თეატრის]] დაარსების საქმეში, იბრძოდა ქალაქის მოსახლეობის ეროვნულ ინტერესთა დასაცავად). | ||
გ. ვოლსკის ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები ისტორიის, ენის, პედაგოგიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებზე ქვეყნდებოდა იმდროინდელ ქართულსა და რუსულ პრესაში — „[[შრომა (გაზეთი)|შრომაში]]“, „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“, „კვალში“, „მოამბეში“, „მნათობში“, „ნოვოე ობოზრენიეში“. აღსანიშნავია მისი ლექსები: „მე იქ შევზრდილვარ“, „სიზმარი“, „ელეგია“, „შენ გეტრფი მარად“, „როს საუკუნოდ დავდუმდე“, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის ჩინებულ ნიმუშებს წარმოადგენს და დიდად პოპულარულიც იყო, ზოგიერთ მათგანს მღეროდნენ კიდეც. | გ. ვოლსკის ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები ისტორიის, ენის, პედაგოგიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებზე ქვეყნდებოდა იმდროინდელ ქართულსა და რუსულ პრესაში — „[[შრომა (გაზეთი)|შრომაში]]“, „[[დროება (გაზეთი)|დროებაში]]“, „[[ივერია (გაზეთი და ჟურნალი)|ივერია]]ში“, „კვალში“, „მოამბეში“, „მნათობში“, „ნოვოე ობოზრენიეში“. აღსანიშნავია მისი ლექსები: „მე იქ შევზრდილვარ“, „სიზმარი“, „ელეგია“, „შენ გეტრფი მარად“, „როს საუკუნოდ დავდუმდე“, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის ჩინებულ ნიმუშებს წარმოადგენს და დიდად პოპულარულიც იყო, ზოგიერთ მათგანს მღეროდნენ კიდეც. | ||
| ხაზი 22: | ხაზი 24: | ||
[[კატეგორია:ქართველი კრიტიკოსები]] | [[კატეგორია:ქართველი კრიტიკოსები]] | ||
[[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | [[კატეგორია:ქართველი საზოგადო მოღვაწეები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]] | ||
[[კატეგორია:ვოლსკები]] | [[კატეგორია:ვოლსკები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 18:43, 18 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით
ვოლსკი გრიგოლ – (ფსევდონიმი: „უმწიფარიძე“), (1860-1909) – პოეტი, პუბლიცისტი, კრიტიკოსი, მთარგმნელი, ექიმი, საზოგადო მოღვაწე. ილიასა და აკაკის თანამებრძოლი.
სწავლობდა ქუთაისის გიმნაზიაში, შემდეგ — მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. აქ მონაწილეობდა სტუდენტთა მოძრაობაში, დააარსა „ქართველ სტუდენტთა სათვისტომო“. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქართულ ენას ასწავლიდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში. სიცოცხლის დიდი ნაწილი გაატარა ბათუმში, სადაც ჩაბმული იყო ქალაქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში (დააარსა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა და გიმნაზია, მონაწილეობდა საქველმოქმედო საზოგადოებაში, ნავსადგურის კეთილმოწყობასა და თეატრის დაარსების საქმეში, იბრძოდა ქალაქის მოსახლეობის ეროვნულ ინტერესთა დასაცავად).
გ. ვოლსკის ლექსები, კრიტიკულ-პუბლიცისტური და ლიტერატურული წერილები ისტორიის, ენის, პედაგოგიკის, საზოგადოებრივი ცხოვრების საკითხებზე ქვეყნდებოდა იმდროინდელ ქართულსა და რუსულ პრესაში — „შრომაში“, „დროებაში“, „ივერიაში“, „კვალში“, „მოამბეში“, „მნათობში“, „ნოვოე ობოზრენიეში“. აღსანიშნავია მისი ლექსები: „მე იქ შევზრდილვარ“, „სიზმარი“, „ელეგია“, „შენ გეტრფი მარად“, „როს საუკუნოდ დავდუმდე“, რომლებიც პატრიოტული და სატრფიალო ლირიკის ჩინებულ ნიმუშებს წარმოადგენს და დიდად პოპულარულიც იყო, ზოგიერთ მათგანს მღეროდნენ კიდეც.
საყურადღებოა გ. ვოლსკის ნარკვევები: „მგზავრის შენიშვნები“, „ზღვის გადაღმიდან საუბარი ქართველ პატრიოტებზე“, „სკოლა და ლოღიკა“, კრიტიკული წერილი ილია ჭავჭავაძის „დიმიტრი თავდადებულის“ თაობაზე.
გ. ვოლსკის მნიშვნელოვანი დამსახურება მიუძღვის ქართული ლიტერატურის რუსულ ენაზე პოპულარიზაციის საქმეში. მან თარგმნა ქართველ მწერალთა არაერთი ნაწარმოები: ი. ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“, შ. არაგვისპირელის „ესაა ჩვენი ცხოვრება“, ე. გაბაშვილის „სახრჩობელასთან“, დ. მეგრელიძის „ბაბუა სვიმონი“. ჰქონდა ქართულად ნათარგმნი თხზულებებიც — ჩეხოვის ნოველები, ანდერსენის ზღაპრები.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ა. ხახანაშვილი, ქართული სიტყვიერების ისტორია (მეცხრამეტე საუკუნე), 1913 [[1]];
- დ. ნაცვალაძე, გრიგოლ ვოლსკი, ბათუმი, 1955 [[2]].