შოთაძე სვიმეონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Masatiani გვერდი „სვიმეონ დეკანოზი“ გადაიტანა გვერდზე „შოთაძე სვიმეონ“ გადამისა...)
 
(ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.)

მიმდინარე ცვლილება 10:18, 25 ოქტომბერი 2023 მდგომარეობით

შოთაძე სვიმეონ (სვიმეონ დეკანოზი) (XVI ს.) — პოეტი. ბიოგრაფიული ცნობები მის შესახებ არ მოიძევება. ცნობილია, რომ შოთაძეები ყოფილან წმიდა გიორგის ჯვარის მსახურნი. სვიმეონ დეკანოზსაც ამაგი დაუდევს წმიდა გიორგის ხატისთვის, რომელიც ყორანთიდან სოფელ სადგერში გადმოუსვენებიათ. მას განუახლებია და მოუჭედავს ხატი და ქებაც შეუსხამს წმიდა გიორგისთვის. ქება 25 სტროფისგან შედგება და დაწერილია თექვსმეტმარცვლოვანი შაირით. ავტორი არა მხოლოდ ჰბაძავს რუსთაველს, არამედ თავიც მოსწონს შოთაძეობით. ზოგიერთ მკვლევარის შეხედულებით, პოეტი თავს შოთა რუსთაველის შთამომავლად მიიჩნევდა.

[რედაქტირება] ტექსტი და ლიტერატურა

  • И. В. Абуладзе, Х. Г. Шарашидзе, К вопросу об имени и родине Руставели, Сообщения АН Гр. CCP, T. II, N 7, 1941. გვ. 258.

[რედაქტირება] წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები