ფშნის ეკალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(3 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:FSnis ekali.jpg|thumb|250პქ|ფშნის ეკალი]]
 
[[ფაილი:FSnis ekali.jpg|thumb|250პქ|ფშნის ეკალი]]
'''ფშნის ეკალი''' - (Ononis arvensis L. = Ononis spinosa subsp. hircina [Jacq.] Gams); ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae). 30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ჯირკვლოვანი ბეწვით შებუსული. ღერო სწორია ან წამოწეული. მსხვილეკლიანი ან უეკლო. ფოთლები სამფოთოლაკიანია, კერნწრულები ერთფოთოლაკიანი, ფორმით – ელიფსური ან ლანცეტა. კიდეებზე ბასრხერხკბილა. ყვავილედი თავთავია, გვირგვინი ღია ვარდისფერი. აფრა ფართო და ოვალურია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ნესტიან ადგილებში, ნაკადულებისა და მდინარეების ნაპირებზე, ჭაობების მახლობლად. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კონდოლის მიდამო ებში. ცნობილია მთელ [[საქართველო|საქართველოში]].  
+
'''ფშნის ეკალი''' - (Ononis arvensis L. = Ononis spinosa subsp. hircina [Jacq.] Gams); <br />
 +
'''ოჯახი:''' პარკოსნები (Fabaceae).  
  
 +
30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ჯირკვლოვანი ბეწვით შებუსული. [[ღერო]] სწორია ან წამოწეული. მსხვილეკლიანი ან უეკლო. [[ფოთოლი|ფოთლები]] სამფოთოლაკიანია, კერნწრულები ერთფოთოლაკიანი, ფორმით – ელიფსური ან ლანცეტა. კიდეებზე ბასრხერხკბილა. ყვავილედი თავთავია, გვირგვინი ღია ვარდისფერი. აფრა ფართო და ოვალურია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ნესტიან ადგილებში, ნაკადულებისა და [[მდინარე]]ების ნაპირებზე, ჭაობების მახლობლად. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კონდოლის მიდამო ებში. ცნობილია მთელ [[საქართველო|საქართველოში]].
  
 +
[[ღერო]]ს და ფოთლებს იყენებენ ხალიჩების შესაღებად. ნორჩ ფოთლებს ხმარობენ საჭმელად (მხალეულად). კარგი თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა.
  
 +
სამკურნალო ნედლეულს ფესვები წარმოადგენს, რომელიც შეიცავს გლიკოზიდებს (ონონიდს და ონონინს, ასტრალგინს), საპონინებს (ონოცერალს), ფლავონოიდებს, მთრიმლავ და ფისოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს და ცხიმზეთებს, ორგანულ მჟავებს, ცილებს, სახამებელს, ლორწოს და 10 %-მდე მინერალურ მარილებს, მაკრო და მიკროელემენტებს – [[ბორი]], იოდი, სპილენძი, [[ქრომი]], სტრონციუმი, [[მოლიბდენი]], [[რკინა]], [[თუთია]], [[ნიკელი]], [[მაგნიუმი]], კალციუმი, მარგანეცი, [[ვანადიუმი]], [[კალიუმი]], [[ალუმინი]].
  
 +
[[ფესვი|ფესვებს]] იყენებენ ბუასილის დროს როგორც სისხლშემაჩერებელ, გამაუმტკივნებელ და საფაღარათო საშუალებას; ასევე ხასიათდება ეფექტური შარდმდენი, მადეზინფიცირებელი და ოფლმდენი მოქმედებით, რის გამოც ხშირად რეკომენდირებულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისათვის, კენჭების დასაშლელად და თირკმელებსა და შარდის გამტარი გზების ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ფესვებს ასევე იყენებენ ნიკრისის ქარის, კანის დაავადებების, საშვილოსნოდან სხვადასხვა ეთიოლოგიის სისხლდენის, განსაკუთრებით კლიმაქტერიუმის პერიოდში. ასევე შედის სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში, რომლებსაც იყენებენ რევმატიზმის, ქრონიკული ყაბზობის, გლომერულონეფრიტის, ბუასილის, ურეტრიტის, ცისტიტის, პროსტატიტის შარდკენჭოვანი დავადებების, დერმატიტის, ეგზემისა და ა. შ.
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
+
* [[სამეგრელოს ბიომრავალფეროვნება და სამკურნალო მცენარეები]].
[[კატეგორია:მცენარეები]]
+
* [[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
 +
 
 +
 
 +
[[კატეგორია:მრავალწლიანი მცენარეები]]
 +
[[კატეგორია:ბალახოვანი მცენარეები]]
 
[[კატეგორია:პარკოსნები]]
 
[[კატეგორია:პარკოსნები]]
 +
[[კატეგორია: საქართველოს სამკურნალო მცენარეები]]

მიმდინარე ცვლილება 00:59, 21 ნოემბერი 2023 მდგომარეობით

ფშნის ეკალი

ფშნის ეკალი - (Ononis arvensis L. = Ononis spinosa subsp. hircina [Jacq.] Gams);
ოჯახი: პარკოსნები (Fabaceae).

30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ჯირკვლოვანი ბეწვით შებუსული. ღერო სწორია ან წამოწეული. მსხვილეკლიანი ან უეკლო. ფოთლები სამფოთოლაკიანია, კერნწრულები ერთფოთოლაკიანი, ფორმით – ელიფსური ან ლანცეტა. კიდეებზე ბასრხერხკბილა. ყვავილედი თავთავია, გვირგვინი ღია ვარდისფერი. აფრა ფართო და ოვალურია. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე იზრდება ნესტიან ადგილებში, ნაკადულებისა და მდინარეების ნაპირებზე, ჭაობების მახლობლად. მისი ნახვა შესაძლებელია გომბორის უღელტეხილზე, სოფელ კონდოლის მიდამო ებში. ცნობილია მთელ საქართველოში.

ღეროს და ფოთლებს იყენებენ ხალიჩების შესაღებად. ნორჩ ფოთლებს ხმარობენ საჭმელად (მხალეულად). კარგი თაფლოვანი და სამკურნალო მცენარეა.

სამკურნალო ნედლეულს ფესვები წარმოადგენს, რომელიც შეიცავს გლიკოზიდებს (ონონიდს და ონონინს, ასტრალგინს), საპონინებს (ონოცერალს), ფლავონოიდებს, მთრიმლავ და ფისოვან ნივთიერებებს, ეთერზეთებს და ცხიმზეთებს, ორგანულ მჟავებს, ცილებს, სახამებელს, ლორწოს და 10 %-მდე მინერალურ მარილებს, მაკრო და მიკროელემენტებს – ბორი, იოდი, სპილენძი, ქრომი, სტრონციუმი, მოლიბდენი, რკინა, თუთია, ნიკელი, მაგნიუმი, კალციუმი, მარგანეცი, ვანადიუმი, კალიუმი, ალუმინი.

ფესვებს იყენებენ ბუასილის დროს როგორც სისხლშემაჩერებელ, გამაუმტკივნებელ და საფაღარათო საშუალებას; ასევე ხასიათდება ეფექტური შარდმდენი, მადეზინფიცირებელი და ოფლმდენი მოქმედებით, რის გამოც ხშირად რეკომენდირებულია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზაციისათვის, კენჭების დასაშლელად და თირკმელებსა და შარდის გამტარი გზების ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ფესვებს ასევე იყენებენ ნიკრისის ქარის, კანის დაავადებების, საშვილოსნოდან სხვადასხვა ეთიოლოგიის სისხლდენის, განსაკუთრებით კლიმაქტერიუმის პერიოდში. ასევე შედის სხვადასხვა ნაკრებების შემადგენლობაში, რომლებსაც იყენებენ რევმატიზმის, ქრონიკული ყაბზობის, გლომერულონეფრიტის, ბუასილის, ურეტრიტის, ცისტიტის, პროსტატიტის შარდკენჭოვანი დავადებების, დერმატიტის, ეგზემისა და ა. შ.


[რედაქტირება] წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები