ბერნარდე ნეაპოლელი
(→ლიტერატურა) |
|||
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
− | '''ბერნარდე ნეაპოლელი''' – კათოლიკე მისიონერი, | + | '''ბერნარდე ნეაპოლელი''' – XVII ს. იტალიელი კათოლიკე მისიონერი, თეოლოგი და ფილოსოფოსი. რომის ეკლესიის დავალებით, [[საქართველო]]ს პირველად ეწვია |
+ | 1661 მცირე ხნით. 1670-80 საქართველოში ცხოვრობდა. დიდ დახმარებას უწევდა ვახტანგ V-ს [[ევროპა]]სთან ურთიერთობაში. მეგობრობდა უფლისწულ გიორგისთან (შემდეგში მეფე გიორგი XI); კარგად ფლობდა [[ქართული ენა|ქართულ ენას]]; | ||
+ | ეწეოდა მთარგმნელობითსა და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. კითხულობდა ნუსხურ ტექსტებსაც. ბერნარდე ნეაპოლელმა ჩაიწერა ქართული [[ზღაპარი|ზღაპრები]]. ეს ჩანაწერები პირველად საქართველოში გამოიცა (1964). ზღაპრების ტექსტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული დიალექტოლოგიისათვის. | ||
− | + | ცნობილია ბერნარდე ნეაპოლელის ორი ხელნაწერი ლექსიკონი (დაცულია [[ნეაპოლის ეროვნული ბიბლიოთეკა|ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში]]): იტალიურ-ქართული (360 გვ., ხელნაწერი) და ქართულ-იტალიური (628 გვ. ხელნაწერი). ბერნარდე ნეაპოლელი მათ მონახაზებს უწოდებდა. ლექსიკონები დაწერილია მისივე ხელით. ისინი არ არის იდენტური: ქართულ-იტალიური ლექსიკონი არ წარმოადგენს იტალიურ-ქართული ლექსიკონის შებრუნებულ ვარიანტს. | |
+ | ბერნარდე ნეაპოლელის გრამატიკული შეხედულებები ასახულია მის ლექსიკონებში. მეტყველების ნაწილთაგან ლექსიკონებში მეტი ყურადღება ეთმობა ზმნას. ცალკეული ზმნის განმარტებას ახლავს გრამატიკული დახასიათება: მოცემულია [[აწმყო (გრამატიკა)|აწმყო]]ს, უწყვეტლისა და წყვეტილის ფორმები. სალექსიკონო ერთეულად გამოტანილია აწმყოს პირიანი ფორმა, მას მოსდევს სხვადასხვა მწკრივის ფორმები ორსავე რიცხვში. მაგ. „დავჯდები“: perf. „დავჯდე“ „დაჯე“, „დაჯდა“; plur. „დავჯექით“, „დაჯექით“, „დაჯდენ“; Imp. sg. „დაჯე“, plur. „დაჯექით“; opt. „დავჯდე“, „დაჯდე“, „დაჯდეს“. ბერნარდე ნეაპოლელი ხშირად მიმართავს უღლების ფორმათა შემოკლებას: სტატიის დასაწყისში გამოტანილი ფორმის შემდეგ აღნიშნავს მხოლოდ ზმნისწინს (თუ იგი ზმნას აქვს), პირის ნიშანს და გვარის ან ქცევის ნიშანს; მაგ., „მეუბნების“, გე, ე (ე. ი. გეუბნების, ეუბნების) და ა. შ. ზოგჯერ ქართული ზმნის პირთა მიმართებების ჩვენებასაც ცდილობს: dar | ||
+ | parola „დაპირდები“, a me „დამპირდები“, a te „დაგპირდები“, a quell | ||
+ | „დავპირდები“. | ||
+ | ფორმათა ორთოგრაფია ძირითადად მწიგნობრულია, რაც ქართული მწერლობის ცოდნას ან უფლისწულ გიორგის კონსულტაციებს მიეწერება. | ||
+ | |||
+ | სახელთა ფორმაწარმოებიდან მხოლოდ ნათესაობითი [[ბრუნვა (გრამატიკა)|ბრუნვის]] ფორმაა ასახული აქა-იქ: Sasso „ქუა“, di sasso „ქუისა“ და სხვ. | ||
+ | |||
+ | ''თ. უთურგაიძე '' | ||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
− | |||
==წყარო== | ==წყარო== | ||
− | [[ქართული | + | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] |
[[კატეგორია:სასულიერო პირები]] | [[კატეგორია:სასულიერო პირები]] | ||
[[კატეგორია:კათოლიკე მისიონერები]] | [[კატეგორია:კათოლიკე მისიონერები]] | ||
[[კატეგორია:კათოლიკე მისიონერები საქართველოში]] | [[კატეგორია:კათოლიკე მისიონერები საქართველოში]] | ||
+ | [[კატეგორია:იტალიელი თეოლოგები]] | ||
+ | [[კატეგორია:იტალიელი ქართველოლოგები]] |
მიმდინარე ცვლილება 01:54, 19 იანვარი 2024 მდგომარეობით
ბერნარდე ნეაპოლელი – XVII ს. იტალიელი კათოლიკე მისიონერი, თეოლოგი და ფილოსოფოსი. რომის ეკლესიის დავალებით, საქართველოს პირველად ეწვია 1661 მცირე ხნით. 1670-80 საქართველოში ცხოვრობდა. დიდ დახმარებას უწევდა ვახტანგ V-ს ევროპასთან ურთიერთობაში. მეგობრობდა უფლისწულ გიორგისთან (შემდეგში მეფე გიორგი XI); კარგად ფლობდა ქართულ ენას; ეწეოდა მთარგმნელობითსა და კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობას. კითხულობდა ნუსხურ ტექსტებსაც. ბერნარდე ნეაპოლელმა ჩაიწერა ქართული ზღაპრები. ეს ჩანაწერები პირველად საქართველოში გამოიცა (1964). ზღაპრების ტექსტებს დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიული დიალექტოლოგიისათვის.
ცნობილია ბერნარდე ნეაპოლელის ორი ხელნაწერი ლექსიკონი (დაცულია ნეაპოლის ეროვნულ ბიბლიოთეკაში): იტალიურ-ქართული (360 გვ., ხელნაწერი) და ქართულ-იტალიური (628 გვ. ხელნაწერი). ბერნარდე ნეაპოლელი მათ მონახაზებს უწოდებდა. ლექსიკონები დაწერილია მისივე ხელით. ისინი არ არის იდენტური: ქართულ-იტალიური ლექსიკონი არ წარმოადგენს იტალიურ-ქართული ლექსიკონის შებრუნებულ ვარიანტს.
ბერნარდე ნეაპოლელის გრამატიკული შეხედულებები ასახულია მის ლექსიკონებში. მეტყველების ნაწილთაგან ლექსიკონებში მეტი ყურადღება ეთმობა ზმნას. ცალკეული ზმნის განმარტებას ახლავს გრამატიკული დახასიათება: მოცემულია აწმყოს, უწყვეტლისა და წყვეტილის ფორმები. სალექსიკონო ერთეულად გამოტანილია აწმყოს პირიანი ფორმა, მას მოსდევს სხვადასხვა მწკრივის ფორმები ორსავე რიცხვში. მაგ. „დავჯდები“: perf. „დავჯდე“ „დაჯე“, „დაჯდა“; plur. „დავჯექით“, „დაჯექით“, „დაჯდენ“; Imp. sg. „დაჯე“, plur. „დაჯექით“; opt. „დავჯდე“, „დაჯდე“, „დაჯდეს“. ბერნარდე ნეაპოლელი ხშირად მიმართავს უღლების ფორმათა შემოკლებას: სტატიის დასაწყისში გამოტანილი ფორმის შემდეგ აღნიშნავს მხოლოდ ზმნისწინს (თუ იგი ზმნას აქვს), პირის ნიშანს და გვარის ან ქცევის ნიშანს; მაგ., „მეუბნების“, გე, ე (ე. ი. გეუბნების, ეუბნების) და ა. შ. ზოგჯერ ქართული ზმნის პირთა მიმართებების ჩვენებასაც ცდილობს: dar parola „დაპირდები“, a me „დამპირდები“, a te „დაგპირდები“, a quell „დავპირდები“.
ფორმათა ორთოგრაფია ძირითადად მწიგნობრულია, რაც ქართული მწერლობის ცოდნას ან უფლისწულ გიორგის კონსულტაციებს მიეწერება.
სახელთა ფორმაწარმოებიდან მხოლოდ ნათესაობითი ბრუნვის ფორმაა ასახული აქა-იქ: Sasso „ქუა“, di sasso „ქუისა“ და სხვ.
თ. უთურგაიძე