აწმყო (გრამატიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აწმყო – საუღლებელი ერთეული, საყრდენი მწკრივი I სერიის ჯგუფისათვის, ზმნათა უმრავლესობა აწმყოს ფორმას უნიშნოდ იწარმოებს; ვნებითიგვარის ზმნებს მწკრივის ნიშნად -ი ელემენტი მოუდის. რომელიც III სუბიექტური პირის ფორმებში უჩინარდება (ვ-თბებ-ი – თბებ-ა); არსებობს თვალსაზრისი. რომლის მიხედვითაც თემის ნიშნად მიჩნეული -ი (ვ-ჭრ-ი...) აწმყოს ნიშნად გაიაზრება (გ. გოგოლაშვილი).

აწმყოს ფორმა შეიძლება იყოს ზმნისწინიანიც და უზმნისწინოც. ზმნისწინს აწმყოს ფორმასთან აქვს მიმართულების (გეზისა და ორიენტაციის) ფუნქცია და ზმნას ახალ მნიშვნელობას აძლევს.

აწმყო დროის მიხედვით ახლანდელია, შეიძლება ჰქონდეს როგორც კონკრეტული, ისე ზოგადი აწმყოს მნიშვნელობა: გამოხატოს საუბრის მომენტში მიმდინარე ან ჩვეულებრივი, განმეორებადი მოქმედება (შდრ. ბავშვი სკოლაში მიდის/დადის), ზოგჯერ – მომავალი (ან დაცლილი კონკრეტული დროული მნიშვნელობისგან: ქუხს, ელავს, თოვს), კილოს მიხედვით – თხრობითია: ასპექტის მიხედვით – უსრული.

III სუბიექტურ პირს მხოლობითში ძირითადად გამოხატავს -ს, ვნებითი და საშუალი გვარის ზოგ ზმნაში -ა (თბებ-ა, ს-ტკივ-ა...), მრავლობით რიცხეში -ენ, -ან სუფიქსებია გამოყენებული.

სტატ. ზმნათა ერთი ნაწილი I და II პირის ფორმებს იწარმოებს მეშველი ზმნით (ვ-დგა-ვარ, დგა-ხარ…), გვაქეს პარალელური წარმოების შემთხვევებიც (ვ-ტირ-ი, ვ-ტირ-ი-ვარ). სტატ. ზმნათა მცირე ჯგუფი, გარდამავალ ზმნათა თურმეობითის მსგავსად, III სუბიექტური პირის ფორმებში -ია დაბოლოებას დაირთავს. ავტორთა ერთი ჯგუფი ა-ს III სუბიექტური პირის ნიშნად განიხილავს, მეორე ჯგუფი კი – მეშველი ზმნის ნაშთად (არს – ა).

გ. გოგოლაშვილი



ლიტერატურა

  • ჩიქობავა არნ. ქართული ენის ზოგადი დახასიათება. –ტ.I. თაბ. 1950;
  • შანიძე ა. გრამატიკის საფუძვლები, I, თბ., 1953 (1971);
  • გეგუჩაძე ლ. კვლავ კონტექსტის მნიშვნელობისათვის მწკრივთა დროულ-კილოურ შესაძლებლობათა რეალიზაციისას – კრ: «ვარლამ თოფურია – 100», თბ., 2001.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები