ნიშნობა მონასტერში (ოპერა)
(→წყარო) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''„ნიშნობა მონასტერში“''' – [[სერგეი პროკოფიევი]]ს [[ოპერა]], მეორე დასახელება „დუენია“, პრემიერა შედგა 1946 წლის 3 ნოემბერს კიროვის თეატრში (ლენინგრადი). | '''„ნიშნობა მონასტერში“''' – [[სერგეი პროკოფიევი]]ს [[ოპერა]], მეორე დასახელება „დუენია“, პრემიერა შედგა 1946 წლის 3 ნოემბერს კიროვის თეატრში (ლენინგრადი). | ||
| − | პროკოფიევი მიმართავს კლასიკურ სიუჟეტს, [[შერიდანი რიჩარდ ბრინსლეი|რ. შერიდანი]]ს [[კომედია]]ს, და წერს ოპერას „ნიშნობა მონასტერში,“ რომელშიც მოცარტისეული [[ოპერა-ბუფა|opera buffa]]-ს ტრადიციები ოსტატურადაა შერწყმული [[პერსონაჟი|პერსონაჟთა]] ლირიკულ გრძნობებთან. თავად კომპოზიტორი ასე აღწერს შერიდანის კომედიისადმი საკუთარ ინტერესს: იგი მიიზიდა „ნატიფმა იუმორმა, მომხიბვლელმა ლირიკამ, პერსონაჟთა მკაფიო დახასიათებამ, მოქმედების დინამიკამ, [[სიუჟეტი]]ს წარმტაცმა | + | პროკოფიევი მიმართავს კლასიკურ სიუჟეტს, [[შერიდანი რიჩარდ ბრინსლეი|რ. შერიდანი]]ს [[კომედია]]ს, და წერს ოპერას „ნიშნობა მონასტერში,“ რომელშიც მოცარტისეული [[ოპერა-ბუფა|opera buffa]]-ს ტრადიციები ოსტატურადაა შერწყმული [[პერსონაჟი|პერსონაჟთა]] ლირიკულ გრძნობებთან. თავად კომპოზიტორი ასე აღწერს შერიდანის კომედიისადმი საკუთარ ინტერესს: იგი მიიზიდა „ნატიფმა იუმორმა, მომხიბვლელმა ლირიკამ, პერსონაჟთა მკაფიო დახასიათებამ, მოქმედების დინამიკამ, [[სიუჟეტი]]ს წარმტაცმა განვითარებამ“. ამავე დროს, სიუჟეტით გატაცების მიუხედავად, კომპოზიტორმა უპირატესობა მიანიჭა არა [[სამი ფორთოხლის სიყვარული (ოპერა)|სამი ფორთოხლის სიყვარულის]] მსგავს [[ბუფონადა]]ს, არამედ ყურადღება გაამახვილა მთავარ გმირთა ორი წყვილის – ლუიზას და ანტონიოს, ერთი მხრივ, და კლარას და ფერდინანდის, მეორე მხრივ – სატრფიალო, ლირიკულ ურთიერთობებზე; ხოლო კომიკური სიტუაციები, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფონური ფუნქციისაა. |
| − | ოპერის ოთხივე მთავარ | + | ოპერის ოთხივე მთავარ პერსონაჟს ინდივიდუალური ვოკალური დახასიათება აქვს. ამ ნაწარმოებში კომპოზიტორი არ ღალატობს საკუთარ შემოქმედებით პრინციპებს და ორგანულად აერთებს კანტილენურ მელოდიკას და სამეტყველო ინტონაციებს. |
მთავარი გმირების ლირიკულ ურთიერთობებს ფონს უქმნიან სახასიათო პერსონაჟები, რომელთა თვისებებიც, ძირითადად, სხვადასხვაგვარ კომიკურ სიტუაციებში იხსნება. განსაკუთრებული რელიეფურობით გამოირჩევა დუენიას სახე, რომლის ინტრიგებს ბედნიერ ფინალამდე მივყავართ. ამგვარად, ყალიბდება [[როსინი ჯოაკინო|როსინი]]ს და ჩიმაროზას opera buffa-სთვის ტიპური დრამატურგია, სადაც გმირთა პორტრეტული დახასიათებები იცვლება ვრცელი საანსამბლო სცენებით, რომლებიც მოქმედების სწრაფ განვითარებაზეა აგებული და ხშირად სცენური სიტუაციის რადიკალურ შეცვლას ემსახურება. | მთავარი გმირების ლირიკულ ურთიერთობებს ფონს უქმნიან სახასიათო პერსონაჟები, რომელთა თვისებებიც, ძირითადად, სხვადასხვაგვარ კომიკურ სიტუაციებში იხსნება. განსაკუთრებული რელიეფურობით გამოირჩევა დუენიას სახე, რომლის ინტრიგებს ბედნიერ ფინალამდე მივყავართ. ამგვარად, ყალიბდება [[როსინი ჯოაკინო|როსინი]]ს და ჩიმაროზას opera buffa-სთვის ტიპური დრამატურგია, სადაც გმირთა პორტრეტული დახასიათებები იცვლება ვრცელი საანსამბლო სცენებით, რომლებიც მოქმედების სწრაფ განვითარებაზეა აგებული და ხშირად სცენური სიტუაციის რადიკალურ შეცვლას ემსახურება. | ||
მიმდინარე ცვლილება 23:28, 23 იანვარი 2024 მდგომარეობით
„ნიშნობა მონასტერში“ – სერგეი პროკოფიევის ოპერა, მეორე დასახელება „დუენია“, პრემიერა შედგა 1946 წლის 3 ნოემბერს კიროვის თეატრში (ლენინგრადი).
პროკოფიევი მიმართავს კლასიკურ სიუჟეტს, რ. შერიდანის კომედიას, და წერს ოპერას „ნიშნობა მონასტერში,“ რომელშიც მოცარტისეული opera buffa-ს ტრადიციები ოსტატურადაა შერწყმული პერსონაჟთა ლირიკულ გრძნობებთან. თავად კომპოზიტორი ასე აღწერს შერიდანის კომედიისადმი საკუთარ ინტერესს: იგი მიიზიდა „ნატიფმა იუმორმა, მომხიბვლელმა ლირიკამ, პერსონაჟთა მკაფიო დახასიათებამ, მოქმედების დინამიკამ, სიუჟეტის წარმტაცმა განვითარებამ“. ამავე დროს, სიუჟეტით გატაცების მიუხედავად, კომპოზიტორმა უპირატესობა მიანიჭა არა სამი ფორთოხლის სიყვარულის მსგავს ბუფონადას, არამედ ყურადღება გაამახვილა მთავარ გმირთა ორი წყვილის – ლუიზას და ანტონიოს, ერთი მხრივ, და კლარას და ფერდინანდის, მეორე მხრივ – სატრფიალო, ლირიკულ ურთიერთობებზე; ხოლო კომიკური სიტუაციები, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ფონური ფუნქციისაა.
ოპერის ოთხივე მთავარ პერსონაჟს ინდივიდუალური ვოკალური დახასიათება აქვს. ამ ნაწარმოებში კომპოზიტორი არ ღალატობს საკუთარ შემოქმედებით პრინციპებს და ორგანულად აერთებს კანტილენურ მელოდიკას და სამეტყველო ინტონაციებს.
მთავარი გმირების ლირიკულ ურთიერთობებს ფონს უქმნიან სახასიათო პერსონაჟები, რომელთა თვისებებიც, ძირითადად, სხვადასხვაგვარ კომიკურ სიტუაციებში იხსნება. განსაკუთრებული რელიეფურობით გამოირჩევა დუენიას სახე, რომლის ინტრიგებს ბედნიერ ფინალამდე მივყავართ. ამგვარად, ყალიბდება როსინის და ჩიმაროზას opera buffa-სთვის ტიპური დრამატურგია, სადაც გმირთა პორტრეტული დახასიათებები იცვლება ვრცელი საანსამბლო სცენებით, რომლებიც მოქმედების სწრაფ განვითარებაზეა აგებული და ხშირად სცენური სიტუაციის რადიკალურ შეცვლას ემსახურება.