კიდურყვავილოვანი დამწერლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: [[ფაილი:Nikorwminda 1.JPG|thumb|ნიკორწმინდის სამხრეთ ფრონტონზე გამოსახული...)
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Nikorwminda 1.JPG|thumb|ნიკორწმინდის სამხრეთ ფრონტონზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა]]
 
[[ფაილი:Nikorwminda 1.JPG|thumb|ნიკორწმინდის სამხრეთ ფრონტონზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა]]
'''კიდურყვავილოვანი დამწერლობა''' − ქართული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა, როდესაც ასოთა კიდურებში, აგრეთვე ასოს ტანის სხვა ადგილას, ქარაგმის ხაზის ბოლოებში გამოყვანილია ფოთლის ფორმის ნიშნები. გავრცელებული იყო XI საუკუნეში. თუმცა ასეთი ლაპიდარული, ჭედური და ფრესკული წარწერები შედარებით გვიანაც გვხვდება. კიდურყვავილოვანი დამწერლობა ფართოდ გამოიყენებოდა ხელნაწერებშიც, უპირველესად საზედაო ასოების სახით. კიდურყვავილოვანი დამწერლობით შესრულებული წარწერებია, მაგ., ლიპარიტ ერისთავთ-ერისთავის ლაპიდარული წარწერა ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთი კარის ბალავრის ქვაზე, ნიკორწმინდის სამხრეთ [[ფრონტონი|ფრონტონზე]] გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა, ჯუმათის წმინდა გიორგის ხატის განმარტებითი და ქტიტორული ჭედური დეკორატიული წარწერები, ნიკიფარის (ზემო [[სვანეთი]]) წმინდა გიორგის ხატის განმარტებითი წარწერა, ხიდისთავის წმინდა გიორგის ხატის წარწერა, ლაკლაკისძეთა ხატის განმარტებითი და ქტიტორული წარწერები ზარზმიდან და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ფრესკული ძეგლები შემორჩენილი ყოფილა [[გეგუთის სასახლე|გეგუთის]] სანადირო სასახლეში XIX საუკუნის 30-იან წლებში (დაფიქსირებული აქვს ფრანგ მკვლევარს ფრედერიკ დიუბუას). წარწერების ნაწილი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (A-87, H-1667). ტერმინი „კიდურყვავილოვანი“ პირველად გამოიყენა აკადემიკოსმა [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილმა]].  
+
'''კიდურყვავილოვანი დამწერლობა''' − [[ქართული ასომთავრული]] [[დამწერლობა|დამწერლობის]] ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა. კიდურყვავილოვანი დამწერლობის [[ასო (ნიშანი)|ასო]]თა კიდურებში, ზოგჯერ ასოს ტანის სხვა ადგილას, ასევე ქარაგმის ხაზის (ჩვეულებრივ კლაკნილის) ბოლოებში დასმულია ფოთლის მოყვანილობის ნიშნები. ტერმინი შემოიღო [[ჯავახიშვილი ივანე|ივ. ჯავახიშვილმა]] (1926), თუმცა მას დამწერლობის ამ სახეობის აღწერა-დახასიათება არ მოუცია.  
 
+
  
 +
კიდურყვავილოვანი დამწერლობა ძირითადად გავრცელებული იყო XI ს-ში. მისი ცალკეული ნიმუშები გვიანაც გვხედება როგორც ლაპიდარულ, ისე ჭედურ და ფრესკულ წარწერებში. მან ფართოდ მოიკიდა ფეხი წიგნური დამწერლობის ძეგლებშიც (ხელნაწერებში). განსაკუთრებით − საზედაო ასოების გაფორმებისას.  ლაპიდარულ დამწერლობაში კიდურყვავილოვანი დამწერლობის ნიმუშებია ზედა [[ვარძია (სამონასტრო ანსამბლი)|ვარძია]]ში (ასპინძის რ-ნი)– ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ კარზე ბალავრის ქვის წარწერა ლიპარიტ ერისთავთა ერისთავისა (XI ს. I მეოხედი). [[ნიკორწმინდა (ტაძარი)|ნიკორწმინდის ტაძრის]] აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული რელიეფური კომპოზიციის – „მეორედ მოსვლის” განმარტებითი წარწერა და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობა განსაკუთრებით გავრცელდა ჭედურ, [[ლითონი|ლითონზე]] შესრულებულ წარწერებში – ხატებსა და ჯვრებზე. ასეთი სახის ძეგლებში თვალნათლივ ჩანს, რომ კიდურყვავილოვან დამწერლობას, გარდა ინფორმაციული დატვირთვისა (ამბის გადმოცემა. გამოსახული წმინდანის დასახელება). დეკორატიული ფუნქციაც ჰქონდა და ჭედური ძეგლის მხატვრელი გაფორმების ელემენტს შეადგენდა. ამის კარგი ნიმუშებია ჯუმათის წმ. გიორგის ხატის როგორც განმარტებითი, ისე ვრცელი ქტიტორული (ერისთავთა
 +
ერისთავის ვარდან ვარდანისძისა, XI ს) წარწერები, ნაკიფარის (ზემო [[სვანეთი]]) წმ. გიორგის ხატის განმარტებითი წარწერა (XI ს.), ხიდისთავის ([[გურია]], ჩოხატაურის რ-ნი) წმ. გიორგის ხატის წარწერა (XI ს), ლაკლაკისძეთა ხატის (ზარზმიდან) განმარტებითი ღა ქტიტორული წარწერები და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ფრესკული ნიმუშები. XIII ს-ით, დათარიღებუელი, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო XIX ს. 30-იან წლებში გვხვდება გეგუთის (ქუთაისის მახლობლად) სასახლის მოხატულობის ფრაგმენტებში (ფრ. დიუბუას ცნობა). კიდურყვავილოვანი დამწერლობის ხელნაწერებში გამოყენების ნიმუშებად შეიძლება დასახელდეს ხელნაწერთა ინსტიუტის ფონდების ხელნაწერები A-87, H-1667 და სხვ.
  
 +
ვ. სილოგავა
  
  
 +
== ლიტერატურა ==
 +
* ჯავახიშვილი ი. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ, 1949 ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა. წგ 3 ნაკვ. 1;
 +
* გაბაშვილი ც. ზედა ვარძია, თბ, 1985.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:ქართული დამწერლობის დეკორატიული სახეები]]
+
[[კატეგორია:ქართული დამწერლობის სახეები]]
 
[[კატეგორია:ქართული დამწერლობა]]
 
[[კატეგორია:ქართული დამწერლობა]]

01:03, 25 იანვარი 2024-ის ვერსია

ნიკორწმინდის სამხრეთ ფრონტონზე გამოსახული მეორედ მოსვლის კომპოზიციის განმარტებითი წარწერა

კიდურყვავილოვანი დამწერლობაქართული ასომთავრული დამწერლობის ერთ-ერთი დეკორატიული სახეობა. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ასოთა კიდურებში, ზოგჯერ ასოს ტანის სხვა ადგილას, ასევე ქარაგმის ხაზის (ჩვეულებრივ კლაკნილის) ბოლოებში დასმულია ფოთლის მოყვანილობის ნიშნები. ტერმინი შემოიღო ივ. ჯავახიშვილმა (1926), თუმცა მას დამწერლობის ამ სახეობის აღწერა-დახასიათება არ მოუცია.

კიდურყვავილოვანი დამწერლობა ძირითადად გავრცელებული იყო XI ს-ში. მისი ცალკეული ნიმუშები გვიანაც გვხედება როგორც ლაპიდარულ, ისე ჭედურ და ფრესკულ წარწერებში. მან ფართოდ მოიკიდა ფეხი წიგნური დამწერლობის ძეგლებშიც (ხელნაწერებში). განსაკუთრებით − საზედაო ასოების გაფორმებისას. ლაპიდარულ დამწერლობაში კიდურყვავილოვანი დამწერლობის ნიმუშებია ზედა ვარძიაში (ასპინძის რ-ნი)– ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთ კარზე ბალავრის ქვის წარწერა ლიპარიტ ერისთავთა ერისთავისა (XI ს. I მეოხედი). ნიკორწმინდის ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე გამოსახული რელიეფური კომპოზიციის – „მეორედ მოსვლის” განმარტებითი წარწერა და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობა განსაკუთრებით გავრცელდა ჭედურ, ლითონზე შესრულებულ წარწერებში – ხატებსა და ჯვრებზე. ასეთი სახის ძეგლებში თვალნათლივ ჩანს, რომ კიდურყვავილოვან დამწერლობას, გარდა ინფორმაციული დატვირთვისა (ამბის გადმოცემა. გამოსახული წმინდანის დასახელება). დეკორატიული ფუნქციაც ჰქონდა და ჭედური ძეგლის მხატვრელი გაფორმების ელემენტს შეადგენდა. ამის კარგი ნიმუშებია ჯუმათის წმ. გიორგის ხატის როგორც განმარტებითი, ისე ვრცელი ქტიტორული (ერისთავთა ერისთავის ვარდან ვარდანისძისა, XI ს) წარწერები, ნაკიფარის (ზემო სვანეთი) წმ. გიორგის ხატის განმარტებითი წარწერა (XI ს.), ხიდისთავის (გურია, ჩოხატაურის რ-ნი) წმ. გიორგის ხატის წარწერა (XI ს), ლაკლაკისძეთა ხატის (ზარზმიდან) განმარტებითი ღა ქტიტორული წარწერები და სხვ. კიდურყვავილოვანი დამწერლობის ფრესკული ნიმუშები. XIII ს-ით, დათარიღებუელი, ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო XIX ს. 30-იან წლებში გვხვდება გეგუთის (ქუთაისის მახლობლად) სასახლის მოხატულობის ფრაგმენტებში (ფრ. დიუბუას ცნობა). კიდურყვავილოვანი დამწერლობის ხელნაწერებში გამოყენების ნიმუშებად შეიძლება დასახელდეს ხელნაწერთა ინსტიუტის ფონდების ხელნაწერები A-87, H-1667 და სხვ.

ვ. სილოგავა


ლიტერატურა

  • ჯავახიშვილი ი. ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალეოგრაფია, თბ, 1949 ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა. წგ 3 ნაკვ. 1;
  • გაბაშვილი ც. ზედა ვარძია, თბ, 1985.

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები