ონომატოპეა
(ახალი გვერდი: '''ონომატოპეა''' – (ბერინ.onomatopoiḯa – სახელთა წარმოქმნა < ónoma, ნათ. ბრ. ón...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ონომატოპეა''' – ( | + | '''ონომატოპეა''' – (ბერძნ. onomatopoiḯa – სახელთა წარმოქმნა < ónoma, [[ნათესაობითი ბრუნვა]] ónomatos – სახელი და poiėō – ვაკეთებ, ვქმნი), ხმაბაძვა, ბუნების მოვლენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის…) მიახლოებითი გადმოცემა სამეტყველო [[ბგერა|ბგერით]] და ამის საფუძველზე [[სიტყვა|სიტყვების]] შექმნა. |
| − | ბგერით და ამის საფუძველზე | + | |
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | + | ||
| − | ერთი და | + | ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს: ა) საკუთრივ ხმაბაძვა – ფორმაუცვლელი (არაბრუნებადი და არაუღლებადი) ბგერათკომპლექსით ხმიანობის მიახლოებითი გადმოცემა: ყიყლიყო! გუ-გუ! ტკაც!-; <br /> |
| − | ფასდება და გადმოიცემა, რაც | + | ბ) ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი-; <br /> |
| − | წყობასა და შესაბამისი | + | გ) ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის გამომცემი მოვლენებისა და არსებების აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: გუგული, ჭრიჭინა, ტკაცუნა. ქართულ სიტყვებში ხმაბაძვითი ბგერათკომპლექსი გაორმაგებითა და ზოგი ბგერის შეცვლით გამოიყენება: შდრ. ჭახ-ჭახანი – ჭახჭახი, ტკაც-ტკაცუნი –– ტკაცატკუცი, თუმცა ამ რიგის ლექსიკური ერთეულები ყოველთვის არა გვაქვს. |
| − | ყიყლიყო –– რუს. кукареку). | + | |
| − | ზ | + | ერთი და იგივე ხმიანობა სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარად ფასდება და გადმოიცემა, რაც დამოკიდებულია ამ ენათა ფონემურ წყობასა და შესაბამისი ფონემების სმენით აღქმაზე (შდრ. ქართული ყიყლიყო –– რუს. кукареку). |
| + | |||
| + | ''ზ. ჯაფარიძე'' | ||
| + | |||
| + | ==წყარო== | ||
| + | [[ქართული ენა: ენციკლოპედია]] | ||
| + | [[კატეგორია:ენათმეცნიერება]] | ||
მიმდინარე ცვლილება 01:39, 8 თებერვალი 2024 მდგომარეობით
ონომატოპეა – (ბერძნ. onomatopoiḯa – სახელთა წარმოქმნა < ónoma, ნათესაობითი ბრუნვა ónomatos – სახელი და poiėō – ვაკეთებ, ვქმნი), ხმაბაძვა, ბუნების მოვლენათა თანმხლები ხმების, ცოცხალ არსებათა ხმიანობის (ყვირილის, სტვენის…) მიახლოებითი გადმოცემა სამეტყველო ბგერით და ამის საფუძველზე სიტყვების შექმნა.
ერთმანეთისგან უნდა გაირჩეს: ა) საკუთრივ ხმაბაძვა – ფორმაუცვლელი (არაბრუნებადი და არაუღლებადი) ბგერათკომპლექსით ხმიანობის მიახლოებითი გადმოცემა: ყიყლიყო! გუ-გუ! ტკაც!-;
ბ) ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: შრიალი, ტკაცუნი, ხარხარი-;
გ) ხმაბაძვის საფუძველზე ამა თუ იმ ხმიანობის გამომცემი მოვლენებისა და არსებების აღნიშვნა ფორმაცვალებადი სიტყვებით: გუგული, ჭრიჭინა, ტკაცუნა. ქართულ სიტყვებში ხმაბაძვითი ბგერათკომპლექსი გაორმაგებითა და ზოგი ბგერის შეცვლით გამოიყენება: შდრ. ჭახ-ჭახანი – ჭახჭახი, ტკაც-ტკაცუნი –– ტკაცატკუცი, თუმცა ამ რიგის ლექსიკური ერთეულები ყოველთვის არა გვაქვს.
ერთი და იგივე ხმიანობა სხვადასხვა ენაში სხვადასხვაგვარად ფასდება და გადმოიცემა, რაც დამოკიდებულია ამ ენათა ფონემურ წყობასა და შესაბამისი ფონემების სმენით აღქმაზე (შდრ. ქართული ყიყლიყო –– რუს. кукареку).
ზ. ჯაფარიძე