სვინაქსარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''1. სვინაქსარი''' - (ბერძ. - ''კრებული,'' აგრეთვე იწოდება ''პროლოგად'' ...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''1. სვინაქსარი''' - (ბერძ. - ''კრებული,'' აგრეთვე იწოდება ''პროლოგად'' – ''შესავალი,'' ''მოსამზადებელი სიტყვა,'' ''წინასწარი თხრობა'') თავდაპირველად ეწოდებოდა სახარება-სამოციქულოზე დართულ სარჩევს ანუ კალენდარს, რომელიც შეიცავდა წმინდანთა სახელებსა და საეკლესიო დღესასწაულებს, განაწილებულს თვის დღეებში მათი ხსენების მიხედვით. იქვე მითითებული იყო, საღვთო წერილის რომელი ადგილი უნდა წაკითხულიყო ამ დღეს. შემდგომში სვინაქსარი ტიპიკონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, რომელშიც მოცემულია წმინდანთა, მოწამეთა და დღესასწაულთა თორმეტი თვის ყველა დღეზე გაწყობილი კალენდარი, გავრცობილი მათი ბიოგრაფიული და ისტორიული ცნობებით და ლიტურგიკული მითითებებით ტროპარებზე, კონდაკებზე, ლიტანიაზე და სხვა.
+
'''სვინაქსარი''' - (ბერძ. - synaxarion შეკრება), თავდაპირველად კალენდარი, რომელშიც წელიწადის თვეთა დღეების მიხედვით შეტანილი იყო ქრისტიან [[წმინდანები|წმინდანთა]] ხსენებები და [[დღესასწაული|დღესასწაულები]].  
 
+
2. საეკლესიო მწერლების თხზულებათა მოკლე გადმოცემა ან საეკლესიო დღესასწაულების განმარტება.
+
  
 +
დროთა განმავლობაში წმინდანთა ხსენებები შეივსო მათი ბიოგრაფიული ცნობების შემცველი, მეტ-ნაკლები მოცულობის ტექსტებით, დაემატა აგრეთვე ლიტურგიკული მითითებები ამ დღეს ღვთისმსახურების ჩასატარებლად აუცილებელი ელემენტების (ბიბლიური საკითხავები, [[ჰიმნოგრაფია|ჰიმნოგრაფიული]] მასალა
 +
და სხვ.) შესახებ, რაც საბოლოოდ [[ტიპიკონი|ტიპიკონებ]]ის ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ერთ-ერთი ასეთი ტიპიკონი (კონსტანტინოპოლის ეკლესიისა) პირველად X ს. ბოლოს ბერძნულიდან შემოკლებით თარგმნა [[ექვთიმე მთაწმიდელი|ეფთვიმე მთაწმიდელმა]] და მას „მცირე სვინაქსარი“ ეწოდა. მასში მხოლოდ ბერძენ წმინდანთა ხსენებებია წარმოდგენილი ბიოგრაფიული ტექსტების გარეშე, ქართველ წმინდანთაგან არავინ არის
 +
მოხსენიებული. XI ს. I ნახ. ბოლოს (1042–44) გიორგი მთაწმიდელმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის სრული ტიპიკონი თარგმნა „დიდი სვინაქსარის“ სახელწოდებით და ქართველთაგან საკუთარი ინიციატივით ეფთვიმე მთაწმიდელის სეინაქსარული ცხოერება (დანარჩენებთან შედარებით ყველაზე ვრცელი), [[იოანე მთაწმიდელი]]სა და [[ილარიონ ქართველი]]ს მხოლოდ ხსენებები შეიტანა. დროთა განმავლობაში, „დიდი სვინაქსარის“ ხელნაწერების გადანუსხვის დროს, ქართველ წმინდანთა სვინაქსარული ცხოვრებები და მოსახსენებლები
 +
შეჰქონდათ როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ხელნაწერის აშიებზე.
  
 +
სვინაქსარული ტექსტის შედგენა ხდებოდა შესაბამისი ვრცელი „წამებისა“ და „ცხოვრების“ შემოკლებით თუ მათგან გამოკრებით, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდება: პირველი სვინაქსარული ცხოვრება ეფთვიმე მთაწმიდელისა მის ვრცელ „ცხოვრებაზე“ დაახლოებით 15 წლით ადრე დაიწერა: [[იერუსალიმი|იერუსალიმში]] მოღვაწე პროხორე ქართველის, ლუკა იერუსალიმელისა და ნიკოლოზ დვალის სვინაქსარული ცხოვრებები კი შეიქმნა, მაგრამ ვრცელი თხზულებები საერთოდ არ დაწერილა. XVIII ს. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ისტორიიდან ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც წმინდანის სვინაქსარული ცხოვრება შესაბამის ვრცელ თხზულებაზე ადრე დაიწერა.
  
 +
''ე. გაბიძაშვილი''
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
* საეკლესიო ლექსიკონი. წიგნი გამოსაცემად მოამზადეს ერეკლე კვანჭიანმა და მარიამ გურჩიანმა. რედაქტორი ზურაბ ეკალაძე. თბილისი, 2008.
+
[[კატეგორია:რელიგიური ლიტერატურა]]
* საბიბლიოთეკო ტერმინების ლექსიკონი/გიორგი გიორგიძე, გურამ კარტოზია; საქ. სსრ მეცნ. აკადემია, ცენტრ. სამეც. ბიბ-კა. - მე-2 შევს. და გადამუშ. გამოც. - თბ. : მეცნიერება, 1974. - 157გვ.; 22სმ.. - 80კ. ყდ., 3600ც.
+
 
+
[[კატეგორია:მართლმადიდებლობა]]
+
[[კატეგორია:საეკლესიო ტერმინები]]
+

მიმდინარე ცვლილება 13:20, 20 თებერვალი 2024 მდგომარეობით

სვინაქსარი - (ბერძ. - synaxarion შეკრება), თავდაპირველად კალენდარი, რომელშიც წელიწადის თვეთა დღეების მიხედვით შეტანილი იყო ქრისტიან წმინდანთა ხსენებები და დღესასწაულები.

დროთა განმავლობაში წმინდანთა ხსენებები შეივსო მათი ბიოგრაფიული ცნობების შემცველი, მეტ-ნაკლები მოცულობის ტექსტებით, დაემატა აგრეთვე ლიტურგიკული მითითებები ამ დღეს ღვთისმსახურების ჩასატარებლად აუცილებელი ელემენტების (ბიბლიური საკითხავები, ჰიმნოგრაფიული მასალა და სხვ.) შესახებ, რაც საბოლოოდ ტიპიკონების ჩამოყალიბების საფუძველი გახდა. ერთ-ერთი ასეთი ტიპიკონი (კონსტანტინოპოლის ეკლესიისა) პირველად X ს. ბოლოს ბერძნულიდან შემოკლებით თარგმნა ეფთვიმე მთაწმიდელმა და მას „მცირე სვინაქსარი“ ეწოდა. მასში მხოლოდ ბერძენ წმინდანთა ხსენებებია წარმოდგენილი ბიოგრაფიული ტექსტების გარეშე, ქართველ წმინდანთაგან არავინ არის მოხსენიებული. XI ს. I ნახ. ბოლოს (1042–44) გიორგი მთაწმიდელმა კონსტანტინოპოლის ეკლესიის სრული ტიპიკონი თარგმნა „დიდი სვინაქსარის“ სახელწოდებით და ქართველთაგან საკუთარი ინიციატივით ეფთვიმე მთაწმიდელის სეინაქსარული ცხოერება (დანარჩენებთან შედარებით ყველაზე ვრცელი), იოანე მთაწმიდელისა და ილარიონ ქართველის მხოლოდ ხსენებები შეიტანა. დროთა განმავლობაში, „დიდი სვინაქსარის“ ხელნაწერების გადანუსხვის დროს, ქართველ წმინდანთა სვინაქსარული ცხოვრებები და მოსახსენებლები შეჰქონდათ როგორც ძირითად ტექსტში, ასევე ხელნაწერის აშიებზე.

სვინაქსარული ტექსტის შედგენა ხდებოდა შესაბამისი ვრცელი „წამებისა“ და „ცხოვრების“ შემოკლებით თუ მათგან გამოკრებით, თუმცა გამონაკლისებიც გვხვდება: პირველი სვინაქსარული ცხოვრება ეფთვიმე მთაწმიდელისა მის ვრცელ „ცხოვრებაზე“ დაახლოებით 15 წლით ადრე დაიწერა: იერუსალიმში მოღვაწე პროხორე ქართველის, ლუკა იერუსალიმელისა და ნიკოლოზ დვალის სვინაქსარული ცხოვრებები კი შეიქმნა, მაგრამ ვრცელი თხზულებები საერთოდ არ დაწერილა. XVIII ს. ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ისტორიიდან ცნობილია რამდენიმე შემთხვევა, როდესაც წმინდანის სვინაქსარული ცხოვრება შესაბამის ვრცელ თხზულებაზე ადრე დაიწერა.

ე. გაბიძაშვილი

[რედაქტირება] წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები