პაპირუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''პაპირუსი''' – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – ქართული შესატყვისია ჭილი.  
+
'''პაპირუსი''' – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – საწერი მასალა, რომელსაც ამზადებდნენ ძველ სამყაროში ჭილისებრთა გვარის მცენარისაგან. ქართული შესატყვისია ჭილი.
  
პაპირუსს უძველესი დროიდან იყენებდნენ საწერ მასალად. პაპირუსზე (ჭილზე) დაწერილი ძეგლები გვხვდება ეგვიპტურ, ბერძნულ, ლათინურ, არამეულ, არაბულ, ებრაულ, სირიულ, ქართულ და სხვა ენებზე.
+
ჭილის დამზადების ტექნოლოგია აღწერილი აქვს პლინიუს უმცროსს (I ს. ახ. წ.): მცენარის ღეროს წყალში ალბობდნენ, მწვანე კანს აცლიდნენ, შუაგულს თხელ სოლებად სიგრძეზე ჭრიდნენ და სველ [[ფიცარი|ფიცარზე]] ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. შემდეგ ზოლებს ერთმანეთს მიაწებებდნენ და ზემოდან ასეთივე წესით განივად დალაგებულ და მიწებებულ ჭილის ზოლებს დაადებდნენ. ამგვარად დაწყობილ ზოლებს ტკეპნიდნენ, ასწორებდნენ და აშრობდნენ. ჭილზე წერდნენ შავი ან წითელი მელნით, მცენარის ღეროსაგან დამზადებული კალმით. ძველ ეგვიპტესა და ჰერკულანუმში ჭილს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ და გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. ჩვენს დრომდე მოღწეულია ჭილზე შესრულებული არამეული, ბერძნული, ლათინური, კოპტური, არაბული, სირიული [[ტექსტი|ტექსტები]], რომელთაც შეისწავლის პაპიროლოგია. ჭილის ფურცლები იხვეოდა გრაგნილისებურად. ასეთ ფურცლებს ბერძნები χάρτης-ს (ქართ. ქარტა) უწოდებდნენ. დიდი მოცულობის ტექსტებს, რომელთაც ჭილის მრავალი ფურცელი (გრაგნილი)
 +
ესაჭიროებოდა, ბერძნულად ეწოდება Βιblioυის (ბიბლია). საწერ მასალად ტყავის გავრცელებამ თანდათან ხმარებიდან გამოდევნა პაპირუსი და მასთან ერთად წიგნის გრაგნილისებური ფორმა. ჭილის ფურცლებს იყენებდნენ XI ს-მდე ბიზანტიის იმპერატორებისა და რომის პაპების კანცელარიებში ბრძანებულებების, იურიდიული აქტებისა და სხვა საქმიანი ქაღალდების საწერად. ამის გამო სიტყვა „ქარტამ” შეიძინა საბუთის მნიშვნელობაც. ქართული ხელნაწერთაგან მხოლოდ ორში – ე. წ. [[ჭილ-ეტრატის იადგარი|ჭილ-ეტრატის იადგარსა]] (IX-X სს.) და [[ფსალმუნი|ფსალმუნში]] (IX ს.) არის დადასტურებული ჭილის გამოყენების ფაქტი. ორივე ხელნაწერი [[პალესტინა]]შია შექმნილი და ინახებოდა [[სინას მთა|სინას მთის]] წმ. ეკატერინეს
 +
სახელობის მონასტერში. ისინი სინას მთიდან [[რუსეთი|რუსეთში]] ჩაიტანა პ. უსპენსკიმ. ჭილ-ეტრატის იადგარში გამოყენებულია ორივე მასალა: ჭილიცა და ეტრატიც. ამჟამად იგი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (H-2123), ფსალმუნის ფურცელი კი – პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია აგრეთვე ქართული პაპიროლოგის გრ. წერეთლის ბერძნული პაპირუსების კოლექცია.
  
პაპირუსზე შესრულებული ჩვენამდე მოღწეული ძველი ეგვიპტის მათემატიკური ძეგლები თარიღდება დაახლოებით XVIII - XVI საუკუნეებით ჩვ. წ. აღ-მდე.
+
''მ. სურგულაძე''
  
ასეთ პაპირუსებს მიეკუთვნება რინდის პაპირუსი, მოსკოვის პაპირუსი, კახუნის პაპირუსი, ბერლინის "6619" პაპირუსი, ბიზანტიის ეპოქის (V-IX ს.ს) პაპირუსები და სხვ.
 
 
ეგვიპტური მათემატიკის ყველაზე ძველი ხელნაწერია ე. წ. „მოსკოვური პაპირუსი“, რომელიც მიეკუთვნება ძვ. წელთაღრიცხვის დაახლოებით 1850 წელს. ამ პაპირუსის ზომებია: სიგრძე 544 სმ, სიგანე – 8 სმ. იგი 1893 წ-ს შეიძინა რუსმა გოლენიშევმა, ხოლო 1912 წლიდან ინახება ა. პუშკინის სახ. სახვითი ხელოვნების მუზეუმში. იგი გაშიფრეს აკადემიკოსებმა ბ. ტურაევმა და ვ. სტრუვემ. სხვა საკითხებთან ერთად, ამ პაპირუსში ამოხსნილია ამოცანა კვადრატული ფუძის მქონე წაკვეთილი პირამიდის მოცულობის გამოთვლაზე (ასეთ ამოცანას სხვა ეგვიპტური ძეგლები არ შეიცავენ).
 
 
მოსკოვის პაპირუსზე მოცულობით დიდია ახმესის პაპირუსი, რომელიც 1858 წ-ს მოიძია, შეიძინა და შეისწავლა ინგლისელმა ეგვიპტოლოგმა რინდმა; ამიტომ მას რინდის პაპირუსს უწოდებენ. იგი მიეკუთვნება ძვ. წელთაღრიცხვის 1700 წ-ს. ამ პაპირუსის ზომებია: სიგრძე 544 სმ, სიგანე – 33 სმ. იგი ინახება ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმში.
 
 
სახელი ახმესის პაპირუსი ეწოდა მისი შემდგენელის – ახმესის (ძვ. წ. 2000 წ.) პატივსაცემად.
 
 
რინდის პაპირუსი, რომელიც 1877 წ. გაშიფრა ეიზენლორმა, შეიცავს მდიდარ და საინტერესო მასალას, პრაქტიკული შინაარსის 85 ამოცანას. მოსკოვის პაპირუსში ასეთი ამოცანაა 25.
 
 
ამ პაპირუსებიდან ჩანს, რომ ძველი ეგვიპტელები კარგად იცნობდნენ მათემატიკის მრავალ საკითხს; მათ იცოდნენ წილადებზე ოთხი მოქმედება, მარტივი გეომეტრიული ფიგურების (მართკუთხედის, სამკუთხედის, ტრაპეციის) ფართობების გამოთვლა, აგრეთვე მიახლოებით წრის ფართობი, სადაც π-ს როლს ასრულებს რიცხვი (16:9)<sup>2</sup>=3,16...; ზოგ შემთხვევაში ითვლიან პარალელეპიპედის, ცილინდრის მოცულობას და ზედაპირის ფართობს; იყენებენ პროპორციებს; ითვლიან გეომეტრიული პროგრესიის ჯამს, წაკვეთილი პირამიდის მოცულობას და მრავალი სხვა.
 
 
მართალია, პაპირუსებში მოცემულია გამოთვლის მრავალი წესი, მაგრამ არსად არ არის მითითება, სახელდობრ რატომ იყენებენ ასეთ წესს, არ არის მოცემული დამტკიცება, არ ტარდება ზოგადი სახის მსჯელობები.
 
  
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი]]
+
[[ქართული ენა: ენციკლოპედია]]
[[კატეგორია:მათემატიკა]]
+
[[კატეგორია:მცენარეები]]
+
 
[[კატეგორია:პალეოგრაფიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:პალეოგრაფიული ტერმინები]]

16:28, 25 მარტი 2024-ის ვერსია

პაპირუსი – (ლათ. papyrus, ბერძნ. papuros) – საწერი მასალა, რომელსაც ამზადებდნენ ძველ სამყაროში ჭილისებრთა გვარის მცენარისაგან. ქართული შესატყვისია ჭილი.

ჭილის დამზადების ტექნოლოგია აღწერილი აქვს პლინიუს უმცროსს (I ს. ახ. წ.): მცენარის ღეროს წყალში ალბობდნენ, მწვანე კანს აცლიდნენ, შუაგულს თხელ სოლებად სიგრძეზე ჭრიდნენ და სველ ფიცარზე ერთმანეთის გვერდით აწყობდნენ. შემდეგ ზოლებს ერთმანეთს მიაწებებდნენ და ზემოდან ასეთივე წესით განივად დალაგებულ და მიწებებულ ჭილის ზოლებს დაადებდნენ. ამგვარად დაწყობილ ზოლებს ტკეპნიდნენ, ასწორებდნენ და აშრობდნენ. ჭილზე წერდნენ შავი ან წითელი მელნით, მცენარის ღეროსაგან დამზადებული კალმით. ძველ ეგვიპტესა და ჰერკულანუმში ჭილს დიდი რაოდენობით ამზადებდნენ და გაჰქონდათ სხვა ქვეყნებში. ჩვენს დრომდე მოღწეულია ჭილზე შესრულებული არამეული, ბერძნული, ლათინური, კოპტური, არაბული, სირიული ტექსტები, რომელთაც შეისწავლის პაპიროლოგია. ჭილის ფურცლები იხვეოდა გრაგნილისებურად. ასეთ ფურცლებს ბერძნები χάρτης-ს (ქართ. ქარტა) უწოდებდნენ. დიდი მოცულობის ტექსტებს, რომელთაც ჭილის მრავალი ფურცელი (გრაგნილი) ესაჭიროებოდა, ბერძნულად ეწოდება Βιblioυის (ბიბლია). საწერ მასალად ტყავის გავრცელებამ თანდათან ხმარებიდან გამოდევნა პაპირუსი და მასთან ერთად წიგნის გრაგნილისებური ფორმა. ჭილის ფურცლებს იყენებდნენ XI ს-მდე ბიზანტიის იმპერატორებისა და რომის პაპების კანცელარიებში ბრძანებულებების, იურიდიული აქტებისა და სხვა საქმიანი ქაღალდების საწერად. ამის გამო სიტყვა „ქარტამ” შეიძინა საბუთის მნიშვნელობაც. ქართული ხელნაწერთაგან მხოლოდ ორში – ე. წ. ჭილ-ეტრატის იადგარსა (IX-X სს.) და ფსალმუნში (IX ს.) არის დადასტურებული ჭილის გამოყენების ფაქტი. ორივე ხელნაწერი პალესტინაშია შექმნილი და ინახებოდა სინას მთის წმ. ეკატერინეს სახელობის მონასტერში. ისინი სინას მთიდან რუსეთში ჩაიტანა პ. უსპენსკიმ. ჭილ-ეტრატის იადგარში გამოყენებულია ორივე მასალა: ჭილიცა და ეტრატიც. ამჟამად იგი ინახება ხელნაწერთა ინსტიტუტში (H-2123), ფსალმუნის ფურცელი კი – პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა განყოფილებაში. ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულია აგრეთვე ქართული პაპიროლოგის გრ. წერეთლის ბერძნული პაპირუსების კოლექცია.

მ. სურგულაძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები