მეტრეველი ელენე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ელენე მეტრეველი“ გადაიტანა გვერდზე „მეტრეველი ელენე“ გადამის...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ელენე მეტრეველი''' – (დ. 13. ნოემბერი. 1917, ზესტაფონი, – გ. 5 მარტი 2001, [[თბილისი]]), ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი 1983), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1970), საქართველოს | + | '''ელენე მეტრეველი''' – (დ. 13. ნოემბერი. 1917, ზესტაფონი, – გ. 5 მარტი 2001, [[თბილისი]]), ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი 1983), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977). |
| − | დაამთავრა [[თსუ]] | + | დაამთავრა [[თსუ]] ფილოლოგიური ფაკულტეტი (1940). მუშაობდა [[გორის ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი|გორის სახელმწიფო პედაგოდიურ ინსტიტუტში]] (1944-48), [[პუშკინი ალექსანდრე|ა. პუშკინი]]ს სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა (1948–52) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერითა განყოფილებაში (1946–58). [[ხელნაწერთა ინსტიტუტი]]ს დაარსებიდან (1958) ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა, ხოლო 1959-იდან – არქეოგრაფიის განყოფილებებს. 1968-89 იყო ინსტიტუტის დირექტორი (1989-იდან – დირექტორის მრჩეველი). მეტრეველი წლების განმავლობაში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი და იმავდროულად ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოგრაფიულ კომისიას. |
| − | ელენე მეტრეველი იყო ფართო დიაპაზონის მკვლევარი. მისი | + | ელენე მეტრეველი იყო ფართო დიაპაზონის მკვლევარი. მისი კვლევის სფერო მოიცავდა ძველი ქართული მწერლობის როგორც სასულიერო, ისე საერო ლიტერატურის მრავალ დარგს. მეტრეველის ნაშრომით „XI ს. ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფია“ (1951), ფაქტობრივად, საფუძველი დაედო ქართულ ორიგინალურ ჰიმნოგრაფიის შესწავლას. მეტრეველის ხელმძღვანელობით ავტორთა კოლექტივის მიერ (ე. მეტრეველი, ც. ჭანკიევი, ლ. ხეცურიანი) მომზადებული გამოცემა „უძველესი იადგარი“ (1980) საქართველოს სახელმწიფო პრემიით აღინიშნა (1994). ხელნაწერზე მუშაობისას მეტრეველმა გამოავლინა მანამდე უცნობი არაერთი ძეგლი და ისტორიულ-ლიტერატურული ფაქტი, განსაზღვრა მათი ადგილი ქართულ ლიტერატურისა და კულტურის განვითარების ისტორიაში. მისი ნაშრომები ეხება კლასიკური პერიოდის ქართული საერო ლიტერატურის ორიგინალურ და ნათარგმნი ძეგლების („ვეფხისტყაოსანი“, „ამირან-დარეჯანიანი“, „აბდულმესიანი“) ანალიზის საკითხებსაც, სულხან-საბა ორბელიანის მხატვრულ და ლექსიკოგრაფიულ მემკვიდრეობას. მეტრეველმა საგანგებოდ შეისწავლა ე. წ. „მოგზაურობათა“ ჟანრი (ტ. გაბაშვილის „მიმოსლვა“, გ. ავალიშვილის „მოგზაურობა“. |
| − | მეტრეველი წლების განმავლობაში | + | მეტრეველი წლების განმავლობაში იკვლევდა ძვ. ქართ. კულტურის საზღვარგარეთულ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს (ათონზე, პალესტინაში, სირიაში, სინაზე) და იქ დაცულ ხელნაწერთა კოლექციებს. მის სახელთან არის დაკავშირებული მრავალი ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი ქართ. სკრიპტორიუმების აღმოჩენა და შესწავლა. მეტრეველი ხელმძღვანელობდა საქართველოს და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერული აღწერილობის შედგენას, რომლის 30 ტომიდან იგი 9 ტომის თანაავტორია, ხოლო 17-ისა - რედაქტორი. მეტრეველის ინიციატივით ხელნაწერთა ინსტიტუტში გაიხსნა ახალი განყოფილებები, შეიქმნა ლიტურგიკული და მეტაფრასული ძეგლების, „მრავალთავის“ შემსწავლელი ჯგუფები (გრიგოლ ნაზიანზელის შემოქმედების შემსწავლელი ჯგუფი, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა, ჩართულია საერთაშორისო პროგრამაში). დაარსდა (1977-იდან) „ძველი ქართული მწერლობის ძეგლების" აკადემიური სერია. 1976-იდან მეტრეველ თანამშრომლობდა ბიზანტიური ცივილიზაციის ისტორიის შემსწავლელ პარიზულ ცენტრთან. მისი მონაწილეობით უცხოელ თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნდა ივირონის ბერძნული აქტების ოთხი ტომი. |
რ. გვარამია<br /> | რ. გვარამია<br /> | ||
მიმდინარე ცვლილება 00:12, 26 მარტი 2024 მდგომარეობით
ელენე მეტრეველი – (დ. 13. ნოემბერი. 1917, ზესტაფონი, – გ. 5 მარტი 2001, თბილისი), ფილოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი 1983), ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1970), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1977).
დაამთავრა თსუ ფილოლოგიური ფაკულტეტი (1940). მუშაობდა გორის სახელმწიფო პედაგოდიურ ინსტიტუტში (1944-48), ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა (1948–52) და საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერითა განყოფილებაში (1946–58). ხელნაწერთა ინსტიტუტის დაარსებიდან (1958) ხელმძღვანელობდა ხელნაწერთა, ხოლო 1959-იდან – არქეოგრაფიის განყოფილებებს. 1968-89 იყო ინსტიტუტის დირექტორი (1989-იდან – დირექტორის მრჩეველი). მეტრეველი წლების განმავლობაში იყო საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის არქეოგრაფიული კომისიის წევრი და იმავდროულად ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოგრაფიულ კომისიას.
ელენე მეტრეველი იყო ფართო დიაპაზონის მკვლევარი. მისი კვლევის სფერო მოიცავდა ძველი ქართული მწერლობის როგორც სასულიერო, ისე საერო ლიტერატურის მრავალ დარგს. მეტრეველის ნაშრომით „XI ს. ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფია“ (1951), ფაქტობრივად, საფუძველი დაედო ქართულ ორიგინალურ ჰიმნოგრაფიის შესწავლას. მეტრეველის ხელმძღვანელობით ავტორთა კოლექტივის მიერ (ე. მეტრეველი, ც. ჭანკიევი, ლ. ხეცურიანი) მომზადებული გამოცემა „უძველესი იადგარი“ (1980) საქართველოს სახელმწიფო პრემიით აღინიშნა (1994). ხელნაწერზე მუშაობისას მეტრეველმა გამოავლინა მანამდე უცნობი არაერთი ძეგლი და ისტორიულ-ლიტერატურული ფაქტი, განსაზღვრა მათი ადგილი ქართულ ლიტერატურისა და კულტურის განვითარების ისტორიაში. მისი ნაშრომები ეხება კლასიკური პერიოდის ქართული საერო ლიტერატურის ორიგინალურ და ნათარგმნი ძეგლების („ვეფხისტყაოსანი“, „ამირან-დარეჯანიანი“, „აბდულმესიანი“) ანალიზის საკითხებსაც, სულხან-საბა ორბელიანის მხატვრულ და ლექსიკოგრაფიულ მემკვიდრეობას. მეტრეველმა საგანგებოდ შეისწავლა ე. წ. „მოგზაურობათა“ ჟანრი (ტ. გაბაშვილის „მიმოსლვა“, გ. ავალიშვილის „მოგზაურობა“.
მეტრეველი წლების განმავლობაში იკვლევდა ძვ. ქართ. კულტურის საზღვარგარეთულ ლიტერატურულ-საგანმანათლებლო ცენტრებს (ათონზე, პალესტინაში, სირიაში, სინაზე) და იქ დაცულ ხელნაწერთა კოლექციებს. მის სახელთან არის დაკავშირებული მრავალი ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი ქართ. სკრიპტორიუმების აღმოჩენა და შესწავლა. მეტრეველი ხელმძღვანელობდა საქართველოს და საზღვარგარეთის სიძველეთსაცავებში დაცულ ქართულ ხელნაწერთა მეცნიერული აღწერილობის შედგენას, რომლის 30 ტომიდან იგი 9 ტომის თანაავტორია, ხოლო 17-ისა - რედაქტორი. მეტრეველის ინიციატივით ხელნაწერთა ინსტიტუტში გაიხსნა ახალი განყოფილებები, შეიქმნა ლიტურგიკული და მეტაფრასული ძეგლების, „მრავალთავის“ შემსწავლელი ჯგუფები (გრიგოლ ნაზიანზელის შემოქმედების შემსწავლელი ჯგუფი, რომელსაც თვითონ ხელმძღვანელობდა, ჩართულია საერთაშორისო პროგრამაში). დაარსდა (1977-იდან) „ძველი ქართული მწერლობის ძეგლების" აკადემიური სერია. 1976-იდან მეტრეველ თანამშრომლობდა ბიზანტიური ცივილიზაციის ისტორიის შემსწავლელ პარიზულ ცენტრთან. მისი მონაწილეობით უცხოელ თანაავტორებთან ერთად გამოქვეყნდა ივირონის ბერძნული აქტების ოთხი ტომი.
რ. გვარამია
ც. ქურციკიძე.