არაგვის ერისთავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 23 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
'''არაგვის ერისთავი''' -  არაგვის საერისთავო დაახლოებით XIV ს-ის შუა ხანებში წარმოიქმნა „ძეგლი ერისთავთას“ ცნობით, არაგვის საერისთავოს ფარგლებში მოქცეული იყო ტერიტორია „ზედაზნიდან დარიალამდე“, იგი მოიცავდა არაგვის ხეობისა და ხევის არაგვის (მერმინდელი თერგის) ხეობებს, რომელთა შორის იგულისხმება ჭართალი, ხანდო, გუდამაყარი, მთიულეთი, ხევი, თრუსო, ხადა-ცხავატი (მთიულეთი). დასავლეთით არაგვის საერისთვოს ესაზღვრებოდა [[ქსნის საერისთავო]], სამხრეთით - სამუხრანბატონო, აღმოსავლეთით საზღვარი მდ. არაგვზე გადიოდა. XVI ს-დან, როცა არაგვის საერითავო სათავდოდ იქცა, მისი ტერიტორია ქსნის ხევთან და მუხრანთან ერთად შედიოდა მესამე (მუხრანბატონის) სადროშოში. საერისთავოს ცენტრს ბაზალეთ-არაგვისპირის პლატო წარმოადგენდა, რომელიც სტრატეგიულად მოხერხებული ადგილი იყო თავდაცვითი სისტემის მოწყობისათვის.
+
'''არაგვის ერისთავი''' -  არაგვის საერისთავო დაახლოებით XIV ს-ის შუა ხანებში წარმოიქმნა „[[ძეგლი ერისთავთა]]ს“ ცნობით, არაგვის საერისთავოს ფარგლებში მოქცეული იყო ტერიტორია „ზედაზნიდან დარიალამდე“, იგი მოიცავდა არაგვის ხეობისა და ხევის არაგვის (მერმინდელი თერგის) ხეობებს, რომელთა შორის იგულისხმება [[ჭართალი]], [[ხანდო]], [[გუდამაყარი]], [[მთიულეთი]], [[ხევი]], [[თრუსო]], ხადა-ცხავატი ([[მთიულეთი]]). დასავლეთით არაგვის საერისთვოს ესაზღვრებოდა [[ქსნის საერისთავო]], სამხრეთით - სამუხრანბატონო, აღმოსავლეთით საზღვარი [[მდინარე]] [[არაგვი|არაგვზე]] გადიოდა. XVI ს-დან, როცა არაგვის საერითავო სათავადოდ იქცა, მისი ტერიტორია ქსნის ხევთან და [[მუხრანი|მუხრანთან]] ერთად შედიოდა მესამე (მუხრანბატონის) [[სადროშო]]ში. საერისთავოს ცენტრს ბაზალეთ-არაგვისპირის [[პლატო]] წარმოადგენდა, რომელიც სტრატეგიულად მოხერხებული ადგილი იყო თავდაცვითი სისტემის მოწყობისათვის.
  
დოკუმენტური წყაროების მიხედვით, არაგვისის პირველი ერისთვები შაბურისძეები ყოფილან. XIII ს-ის მიწურულს ეს საგვარეულო იმდენად ანაგარიშგასაწევი ძალა გამხდარა, რომ ვახტანგ III-ის (1298-1308) დაქორწინება შაბურისძის ასულზე მისი ძმის, არაგვის ხეობაში მონღოლთაგან განრიდებული დავით VIII-ის შეშფოთების მიზეზი გამხდარა (ჟამთააღმწერელი). ცხადია, ეს ცნობა მიანიშნებს შაბურისძეთა მნიშვნელოვან სამხედრო პოტენციალზე. წყაროებში ნათელი არ არის არაგვის ერისთვის მიმართება ქართლის ერისთავებთან, იყო იგი ქართლის ერისთავის ქვემდებარე მოხელე, თუ მისგან დამოუკიდებელი სამხარეო მმართველი. ბუნდოვანება ამ საკითხში გამოიწვია ქართლის ერისთავთა საგვარეულო სახელის, „სურამელის“ მოხსენიებამ არაგვის ერისთვებად გიორგი VII-ის 1403 წ-ის საბრძოლო მოქმედებების დროს დვალთა წინააღმდეგ (ძეგლი ერისთავთა). სხვა მოსაზრებით, პირის სახელი „სურამელი“ ამ პერიოდისათვის უკვე გავრცელებული იყო სხვა ფეოდალურ საგვარეულოთა ოჯახებშიც და, ამდენად, არ გამოდგება ამ ორ საერისთავოს (ქართლი, არაგვი) შორის შიდა ადმინისტრაციული დაქვემდებარების დასაბუთებისათვის (''მ. ბახტაძე'').
+
დოკუმენტური წყაროების მიხედვით, არაგვისის პირველი [[ერისთავი|ერისთავები]] შაბურისძეები ყოფილან. XIII ს-ის მიწურულს ეს საგვარეულო იმდენად ანაგარიშგასაწევი ძალა გამხდარა, რომ ვახტანგ III-ის (1298-1308) დაქორწინება შაბურისძის ასულზე მისი ძმის, არაგვის ხეობაში მონღოლთაგან განრიდებული დავით VIII-ის შეშფოთების მიზეზი გამხდარა ([[ჟამთააღმწერელი]]). ცხადია, ეს ცნობა მიანიშნებს შაბურისძეთა მნიშვნელოვან [[სამხედრო პოტენციალი|სამხედრო პოტენციალზე]]. წყაროებში ნათელი არ არის არაგვის ერისთავის მიმართება [[ქართლის ერისთავი|ქართლის ერისთავებთან]], იყო იგი ქართლის ერისთავის ქვემდებარე მოხელე, თუ მისგან დამოუკიდებელი სამხარეო მმართველი. ბუნდოვანება ამ საკითხში გამოიწვია ქართლის ერისთავთა საგვარეულო სახელის, „სურამელის“ მოხსენიებამ არაგვის ერისთვებად [[გიორგი VII]]-ის 1403 წ-ის [[საბრძოლო მოქმედებები|საბრძოლო მოქმედებების]] დროს დვალთა წინააღმდეგ (ძეგლი ერისთავთა). სხვა მოსაზრებით, პირის სახელი „სურამელი“ ამ პერიოდისათვის უკვე გავრცელებული იყო სხვა ფეოდალურ საგვარეულოთა ოჯახებშიც და, ამდენად, არ გამოდგება ამ ორ საერისთავოს ([[ქართლი]], არაგვი) შორის შიდა ადმინისტრაციული დაქვემდებარების დასაბუთებისათვის (''მ. ბახტაძე'').
  
ერისთავ შაბურისძეთა რეზიდენცია მდებარეობდა ბაზალეთ-დუშეთში, რომლის ნაკვალევი შენახულია გვიანდელ საშაბუროში. შაბურისძეთა საგვარეულო მონასტერი და საძვალე ყოფილა ბოდორნა, რომელსაც 1494 წ. არაგვის ერისთავმა ვამიყ შაბურისძემ შესწირა სოფელი ხანდაკი. არაგვის ერისთავ შაბურისძეთა ფეოდალური სახლის შესახებ საინტერესო გენეალოგიური ცნობებია შემონახული XIV-XV სს-ების ძეგლებში - „გერგეტის სულთა მატიანესა“ და შაბურისძეთა შეწირულების საბუთებში. „გერგეტის სულთა მატიანიდან“ ისიც ირკვევა, რომ XV ს-ში შაბურისძეებს მჭიდრო ნათესაური და პოლიტიკური კავშირი ჰქონდათ სამცხის მმართველ ჯაყელთა სახლთან და ადგილობრივ დიდებულებთან. ამავე კავშირის არსებობაზე მეტყველებს სამცხეში მდებარე პატარა სმადას ეკლესიის 1467 წ. წარწერაც, რომელიც ადასტურებს ამ მხარეში არაგვის ერისთავ შაბურისძის ქტიტორულ საქმიანობას. როგორც ჩანს, შაბურისძეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ XV ს-ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ირკვევა, რომ სამცხის [[ათაბაგი]] ყვარყვარე II (1451-1498) შაბურისძეთა დახმარებით შეეცადა თავისი შვილიშვილისა და გიორგი VIII-ის უმცროსი ძის, ვახტანგის აყვანას სამეფო ტახტზე (''ქ. შარაშიძე''). XVI ს-ის 20-იანი წლებიდან მკვეთრად იცვლება შაბურისძეთა ფეოდალური სახლის დინასტიური სახელები. ამ დროს არაგვის ერისთვებია ბაინდური, ხოლო მისი ძმები: ზურაბ, გოდერძი, ბარძიმ, გოსტასაბ და როსტომ. საფიქრებელია, რომ არაგვის ერისთავებს ამ დროისათვის უკვე ჰქონდათ გადატანილი პირველი დინასტიური ცვლილება. არსებობს ვარაუდი, რომ ა. ე. შაბურისძეთა სახლი სამცხის ათაბაგებთან პოლიტიკურ ალიანსს უნდა შეწირვოდა (მ. ბახტაძე). არაგვის. ერისთავთა დინასტიურ ცვლილებებზე მიანიშნებენ უფრო გვიანდელი წყაროებიც (ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი, იოანე ბატონიშვილი), მაგრამ მათი ვერსიები ერთმანეთთისაგან საკმაოდ სხვაობს. ვახუშტი ბატონიშვილი არაგვის ერისთავთა წინაპრად ასახელებს ვანათელ აზნაურს, რომელსაც სვიმონ მეფის ტყვეობის დროს ამოუწყვეტია ძველ ერისთავთა ოჯახი და ხელთ უგდია ბაზალეთი. იოანე ბატონიშვილის მიხედვით კი, ვანათელი აზნაურები სიდამონიძეები ყოფილან, რომელთაც დაუპყრიათ ბაზალეთი. ამათგან სრულიად განსხვავდება ბერი ეგნატაშვილის ვერსია - XVI ს-ში არაგვის ერისთავთა წინაპრებს ხევის მფლობელი თექთურმანიძეები გაუნადგურებიათ, რის შემდეგაც მეფისაგან მიუღიათ მთიულეთი, ხადა, ანანური და დუშეთი. მაგრამ XVI ს-ის არაგვის ერისთავები უკვე ძალზე დაშორებულნი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ წინაპრებს - ისინი უკვე დიდი და გავლენიანი თავადები იყვნენ, რომელთაც მეფის წინაშე სამოხელეო ვალდებულებები მოხსნილი ჰქონდათ.
+
ერისთავ შაბურისძეთა რეზიდენცია მდებარეობდა ბაზალეთ-დუშეთში, რომლის ნაკვალევი შენახულია გვიანდელ საშაბუროში. შაბურისძეთა საგვარეულო მონასტერი და [[საძვალე]] ყოფილა ბოდორნა, რომელსაც 1494 წ. არაგვის ერისთავმა ვამიყ შაბურისძემ შესწირა სოფელი ხანდაკი. არაგვის ერისთავ შაბურისძეთა ფეოდალური სახლის შესახებ საინტერესო გენეალოგიური ცნობებია შემონახული XIV-XV სს-ების ძეგლებში - „გერგეტის სულთა მატიანესა“ და შაბურისძეთა შეწირულების საბუთებში. „გერგეტის სულთა მატიანიდან“ ისიც ირკვევა, რომ XV ს-ში შაბურისძეებს მჭიდრო ნათესაური და პოლიტიკური კავშირი ჰქონდათ [[სამცხე|სამცხის]] მმართველ ჯაყელთა სახლთან და ადგილობრივ დიდებულებთან. ამავე კავშირის არსებობაზე მეტყველებს სამცხეში მდებარე პატარა სმადას ეკლესიის 1467 წ. წარწერაც, რომელიც ადასტურებს ამ მხარეში არაგვის ერისთავ შაბურისძის ქტიტორულ საქმიანობას. როგორც ჩანს, შაბურისძეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ XV ს-ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ირკვევა, რომ სამცხის [[ათაბაგი]] ყვარყვარე II (1451-1498) შაბურისძეთა დახმარებით შეეცადა თავისი შვილიშვილისა და გიორგი VIII-ის უმცროსი ძის, ვახტანგის აყვანას სამეფო ტახტზე (''ქ. შარაშიძე''). XVI ს-ის 20-იანი წლებიდან მკვეთრად იცვლება შაბურისძეთა ფეოდალური სახლის დინასტიური სახელები. ამ დროს არაგვის ერისთვებია ბაინდური, ხოლო მისი ძმები: ზურაბ, გოდერძი, ბარძიმ, გოსტასაბ და როსტომ. საფიქრებელია, რომ არაგვის ერისთავებს ამ დროისათვის უკვე ჰქონდათ გადატანილი პირველი დინასტიური ცვლილება. არსებობს ვარაუდი, რომ ა. ე. შაბურისძეთა სახლი სამცხის ათაბაგებთან პოლიტიკურ ალიანსს უნდა შეწირვოდა (მ. ბახტაძე). არაგვის. ერისთავთა დინასტიურ ცვლილებებზე მიანიშნებენ უფრო გვიანდელი წყაროებიც ([[ბერი ეგნატაშვილი|ბერი ეგნატაშვილ]]ი, [[ვახუშტი ბატონიშვილი|ვახუშტი]], [[იოანე ბატონიშვილი]]), მაგრამ მათი ვერსიები ერთმანეთთისაგან საკმაოდ სხვაობს. ვახუშტი ბატონიშვილი არაგვის ერისთავთა წინაპრად ასახელებს ვანათელ [[აზნაური|აზნაურს]], რომელსაც სვიმონ მეფის ტყვეობის დროს ამოუწყვეტია ძველ ერისთავთა ოჯახი და ხელთ უგდია [[ბაზალეთი]]. იოანე ბატონიშვილის მიხედვით კი, ვანათელი აზნაურები სიდამონიძეები ყოფილან, რომელთაც დაუპყრიათ ბაზალეთი. ამათგან სრულიად განსხვავდება ბერი ეგნატაშვილის ვერსია - XVI ს-ში არაგვის ერისთავთა წინაპრებს ხევის მფლობელი თექთურმანიძეები გაუნადგურებიათ, რის შემდეგაც მეფისაგან მიუღიათ [[მთიულეთი]], ხადა, [[ანანური]] და [[დუშეთი]]. მაგრამ XVI ს-ის არაგვის ერისთავები უკვე ძალზე დაშორებულნი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ წინაპრებს - ისინი უკვე დიდი და გავლენიანი თავადები იყვნენ, რომელთაც მეფის წინაშე სამოხელეო ვალდებულებები მოხსნილი ჰქონდათ.
  
 
====ერისთავი შაბურისძენი====
 
====ერისთავი შაბურისძენი====
ხაზი 16: ხაზი 16:
  
 
==წყაროები და ლიტერატურა==
 
==წყაროები და ლიტერატურა==
ძეგლი ერისთავთა 1965: 117; ქისკ 2013: 41, 66, 81; ქისკ 2014: 144-147, 304; ქსძ 1965: 117; ვახუშტი 1973: 34, ჟამთააღმწერელი 1959: 308; მეტრეველი 1962: 92; ბერიძე 1955: 177; შარაშიძე: 1954: 233-240, 279-289; ჟორდანია 1897: 371; ბერი ეგნატაშვილი 1959: 391; გვასალია 1983: 73, 79; ითონიშვილი 1989: 85; არახამია 1988: 132; ბახტაძე 2003: 213-212.
+
* ძეგლი ერისთავთა 1965: 117;  
ჟორდანია 1897: 531; შარაშიძე 226-229, 267-269; ხოშტარია-ბროსე 1980: 78-79; არახამია 1988: 134; ბახტაძე 2003: 213.
+
* ქისკ 2013: 41, 66, 81;  
 +
* ქისკ 2014: 144-147, 304;  
 +
* ქსძ 1965: 117;  
 +
* ვახუშტი 1973: 34,  
 +
* ჟამთააღმწერელი 1959: 308;  
 +
* მეტრეველი 1962: 92;  
 +
* ბერიძე 1955: 177;  
 +
* შარაშიძე: 1954: 233-240, 279-289;  
 +
* ჟორდანია 1897: 371;  
 +
* ბერი ეგნატაშვილი 1959: 391;  
 +
* გვასალია 1983: 73, 79;  
 +
* ითონიშვილი 1989: 85;  
 +
* არახამია 1988: 132;  
 +
* ბახტაძე 2003: 213-212.
 +
* ჟორდანია 1897: 531;  
 +
* შარაშიძე 226-229, 267-269;  
 +
* ხოშტარია-ბროსე 1980: 78-79;  
 +
* არახამია 1988: 134;  
 +
* ბახტაძე 2003: 213.
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
'''ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში'''. [ენციკლოპედიური ლექსიკონი]. – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი. – თბილისი 2017
+
[[ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში]]
  
[[კატეგორია:საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი მმართველოს მოხელეები]]
+
[[კატეგორია:მოხელეები ძველ საქართველოში]]
[[კატეგორია:თანამდებობები]]
+
[[კატეგორია:თანამდებობები ძველ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]
 
[[კატეგორია:საერისთავოები]]

მიმდინარე ცვლილება 00:07, 30 მარტი 2024 მდგომარეობით

არაგვის ერისთავი - არაგვის საერისთავო დაახლოებით XIV ს-ის შუა ხანებში წარმოიქმნა „ძეგლი ერისთავთას“ ცნობით, არაგვის საერისთავოს ფარგლებში მოქცეული იყო ტერიტორია „ზედაზნიდან დარიალამდე“, იგი მოიცავდა არაგვის ხეობისა და ხევის არაგვის (მერმინდელი თერგის) ხეობებს, რომელთა შორის იგულისხმება ჭართალი, ხანდო, გუდამაყარი, მთიულეთი, ხევი, თრუსო, ხადა-ცხავატი (მთიულეთი). დასავლეთით არაგვის საერისთვოს ესაზღვრებოდა ქსნის საერისთავო, სამხრეთით - სამუხრანბატონო, აღმოსავლეთით საზღვარი მდინარე არაგვზე გადიოდა. XVI ს-დან, როცა არაგვის საერითავო სათავადოდ იქცა, მისი ტერიტორია ქსნის ხევთან და მუხრანთან ერთად შედიოდა მესამე (მუხრანბატონის) სადროშოში. საერისთავოს ცენტრს ბაზალეთ-არაგვისპირის პლატო წარმოადგენდა, რომელიც სტრატეგიულად მოხერხებული ადგილი იყო თავდაცვითი სისტემის მოწყობისათვის.

დოკუმენტური წყაროების მიხედვით, არაგვისის პირველი ერისთავები შაბურისძეები ყოფილან. XIII ს-ის მიწურულს ეს საგვარეულო იმდენად ანაგარიშგასაწევი ძალა გამხდარა, რომ ვახტანგ III-ის (1298-1308) დაქორწინება შაბურისძის ასულზე მისი ძმის, არაგვის ხეობაში მონღოლთაგან განრიდებული დავით VIII-ის შეშფოთების მიზეზი გამხდარა (ჟამთააღმწერელი). ცხადია, ეს ცნობა მიანიშნებს შაბურისძეთა მნიშვნელოვან სამხედრო პოტენციალზე. წყაროებში ნათელი არ არის არაგვის ერისთავის მიმართება ქართლის ერისთავებთან, იყო იგი ქართლის ერისთავის ქვემდებარე მოხელე, თუ მისგან დამოუკიდებელი სამხარეო მმართველი. ბუნდოვანება ამ საკითხში გამოიწვია ქართლის ერისთავთა საგვარეულო სახელის, „სურამელის“ მოხსენიებამ არაგვის ერისთვებად გიორგი VII-ის 1403 წ-ის საბრძოლო მოქმედებების დროს დვალთა წინააღმდეგ (ძეგლი ერისთავთა). სხვა მოსაზრებით, პირის სახელი „სურამელი“ ამ პერიოდისათვის უკვე გავრცელებული იყო სხვა ფეოდალურ საგვარეულოთა ოჯახებშიც და, ამდენად, არ გამოდგება ამ ორ საერისთავოს (ქართლი, არაგვი) შორის შიდა ადმინისტრაციული დაქვემდებარების დასაბუთებისათვის (მ. ბახტაძე).

ერისთავ შაბურისძეთა რეზიდენცია მდებარეობდა ბაზალეთ-დუშეთში, რომლის ნაკვალევი შენახულია გვიანდელ საშაბუროში. შაბურისძეთა საგვარეულო მონასტერი და საძვალე ყოფილა ბოდორნა, რომელსაც 1494 წ. არაგვის ერისთავმა ვამიყ შაბურისძემ შესწირა სოფელი ხანდაკი. არაგვის ერისთავ შაბურისძეთა ფეოდალური სახლის შესახებ საინტერესო გენეალოგიური ცნობებია შემონახული XIV-XV სს-ების ძეგლებში - „გერგეტის სულთა მატიანესა“ და შაბურისძეთა შეწირულების საბუთებში. „გერგეტის სულთა მატიანიდან“ ისიც ირკვევა, რომ XV ს-ში შაბურისძეებს მჭიდრო ნათესაური და პოლიტიკური კავშირი ჰქონდათ სამცხის მმართველ ჯაყელთა სახლთან და ადგილობრივ დიდებულებთან. ამავე კავშირის არსებობაზე მეტყველებს სამცხეში მდებარე პატარა სმადას ეკლესიის 1467 წ. წარწერაც, რომელიც ადასტურებს ამ მხარეში არაგვის ერისთავ შაბურისძის ქტიტორულ საქმიანობას. როგორც ჩანს, შაბურისძეები აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ XV ს-ის საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში. ირკვევა, რომ სამცხის ათაბაგი ყვარყვარე II (1451-1498) შაბურისძეთა დახმარებით შეეცადა თავისი შვილიშვილისა და გიორგი VIII-ის უმცროსი ძის, ვახტანგის აყვანას სამეფო ტახტზე (ქ. შარაშიძე). XVI ს-ის 20-იანი წლებიდან მკვეთრად იცვლება შაბურისძეთა ფეოდალური სახლის დინასტიური სახელები. ამ დროს არაგვის ერისთვებია ბაინდური, ხოლო მისი ძმები: ზურაბ, გოდერძი, ბარძიმ, გოსტასაბ და როსტომ. საფიქრებელია, რომ არაგვის ერისთავებს ამ დროისათვის უკვე ჰქონდათ გადატანილი პირველი დინასტიური ცვლილება. არსებობს ვარაუდი, რომ ა. ე. შაბურისძეთა სახლი სამცხის ათაბაგებთან პოლიტიკურ ალიანსს უნდა შეწირვოდა (მ. ბახტაძე). არაგვის. ერისთავთა დინასტიურ ცვლილებებზე მიანიშნებენ უფრო გვიანდელი წყაროებიც (ბერი ეგნატაშვილი, ვახუშტი, იოანე ბატონიშვილი), მაგრამ მათი ვერსიები ერთმანეთთისაგან საკმაოდ სხვაობს. ვახუშტი ბატონიშვილი არაგვის ერისთავთა წინაპრად ასახელებს ვანათელ აზნაურს, რომელსაც სვიმონ მეფის ტყვეობის დროს ამოუწყვეტია ძველ ერისთავთა ოჯახი და ხელთ უგდია ბაზალეთი. იოანე ბატონიშვილის მიხედვით კი, ვანათელი აზნაურები სიდამონიძეები ყოფილან, რომელთაც დაუპყრიათ ბაზალეთი. ამათგან სრულიად განსხვავდება ბერი ეგნატაშვილის ვერსია - XVI ს-ში არაგვის ერისთავთა წინაპრებს ხევის მფლობელი თექთურმანიძეები გაუნადგურებიათ, რის შემდეგაც მეფისაგან მიუღიათ მთიულეთი, ხადა, ანანური და დუშეთი. მაგრამ XVI ს-ის არაგვის ერისთავები უკვე ძალზე დაშორებულნი იყვნენ თავიანთ პოლიტიკურ წინაპრებს - ისინი უკვე დიდი და გავლენიანი თავადები იყვნენ, რომელთაც მეფის წინაშე სამოხელეო ვალდებულებები მოხსნილი ჰქონდათ.

[რედაქტირება] ერისთავი შაბურისძენი

  • შანშე - არაგვის ერისთავი დაახლ. XIII ს-ის შუა ხანები.
  • ჭუჭაჲ - არაგვის ერისთავი დაახლ. XIII-XIV ს-თა მიჯნა.
  • ვარამ - არაგვის ერისთავი დაახლ. XIV ს-ის პირველი ნახევარი.
  • ვახტანგ - არაგვის ერისთავი დაახლ. XIV ს-ის შუა ხანებში.
  • მიქაჲ - არაგვის ერისთავი დაახლ. XIV ს-ის მეორე ნახ. - 1398 წ. (ქისკ 2013: 66).
  • [სურამელ ?] - 1403 წ. (ძეგლი ერისთავთა 1965: 117).
  • ნუგზარ - არაგვის ერისთავი დაახლ. 1419-1465 წწ. (ქისკ 2013: 81; ქისკ 2014: 146).
  • ვამიყ - არაგვის ერისთავი დაახლ. 1465-1494 წწ. (ქისკ 2014: 146, 303).

[რედაქტირება] წყაროები და ლიტერატურა

  • ძეგლი ერისთავთა 1965: 117;
  • ქისკ 2013: 41, 66, 81;
  • ქისკ 2014: 144-147, 304;
  • ქსძ 1965: 117;
  • ვახუშტი 1973: 34,
  • ჟამთააღმწერელი 1959: 308;
  • მეტრეველი 1962: 92;
  • ბერიძე 1955: 177;
  • შარაშიძე: 1954: 233-240, 279-289;
  • ჟორდანია 1897: 371;
  • ბერი ეგნატაშვილი 1959: 391;
  • გვასალია 1983: 73, 79;
  • ითონიშვილი 1989: 85;
  • არახამია 1988: 132;
  • ბახტაძე 2003: 213-212.
  • ჟორდანია 1897: 531;
  • შარაშიძე 226-229, 267-269;
  • ხოშტარია-ბროსე 1980: 78-79;
  • არახამია 1988: 134;
  • ბახტაძე 2003: 213.

[რედაქტირება] წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები