გოკია
(→წყარო) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 3 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Gokia.PNG|thumb|250პქ|სოფელი გოკია]] | [[ფაილი:Gokia.PNG|thumb|250პქ|სოფელი გოკია]] | ||
| − | '''გოკია, გოკიო''' – | + | '''გოკია, გოკიო''' – სოფელი [[ახალქალაქის მუნიციპალიტეტი|ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]], ალასტანის თემში, [[ახალქალაქის პლატო]]ს ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. გოკიოსწყლის (ჭობარეთის მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1750-1840 მ |
| + | სიმაღლეზე, ქ. [[ახალქალაქი (ქალაქი ჯავახეთში)|ახალქალაქიდან]] 24 კმ მანძილზე, აზავრეთ-თორის საავტომობილო გზაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. | ||
| − | + | მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 549. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). შუა საუკუნეეებში იყო ქალაქი. [[ვახუშტი ბაგრატიონი]] გოკიოს შესახებ წერს: „გოკია არს ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი". | |
| − | გოკიო, ჩვენი ვარაუდით, თურქული ენის კუთვნილება უნდა იყოს | + | ==== სახელწოდება ==== |
| + | ადგილობრივ გავრცელებული [[თქმულება|თქმულების]] მიხედვით სახელწოდება გოკიო, გოკია ჩვენი ხალხის ტრაგიკული ისტორიის ამსახველი [[ტოპონიმი]] ყოფილა. იგი, თურმე, ნიშნავს: „გოგო კივა“. მოთარეშე მტერს სოფლიდან ქალიშვილი გაუტაცია. გოგო მტერს არ ნებდებოდა და ისეთი განწირული ხმით კიოდა, რომ მისი ხმა მეზობელ სოფლებსაც კი წვდებოდა, მშველელი კი არ ჩანდა, რადგან [[ხმალი|ხმლის]] ხელში ამღები ყველა მამაკაცი მტერს ზედ შეჰკვდომოდაო. | ||
| + | |||
| + | გოკიო, ჩვენი ვარაუდით, თურქული ენის კუთვნილება უნდა იყოს ტოპონიმ გოკიას არაქართულ ენობრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირის შესახებ მოსაზრება გამოთქმული აქვს აგრეთვე [[ლომთათიძე ქეთევან|ქეთ. ლომთათიძე]]ს. გიოქ თურქულად ლურჯს, ცისფერს ნიშნავს. გამორიცხული არ ჩანს, რომ იგი საზღვრულჩავარდნილი ერთეული იყოს. თავდაპირველად მას, ალბათ, მეორე ფუძეც (საზღვრული) უნდა ხლებოდა: ლურჯი ტბა (წვალი, გუბე, ხევი..) შდრ. გიოქჩაი „ლურჯი წყალი", „ლურჯი ტბა“ (ქართ. გოქჩა). უთუოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ XVI საუკუნის აღწერათა მიხედვით აქ, ამ არეალში, სოფელი გოქი არის მინიშნებული, რაც ჩვენს ვარაუდს ერთგვარად უჭერს მხარს. ჯავახეთის ტოპონიმიის სპეციალისტი გრ. ბერიძე ასევე ადასტურებს ამ რეგიონში ნასოფლარ გოქი-ს არსებობას. მკვლევარი გოკია-ში გამოყოფს –ია მაწარმოებელს, მაგრამ არაფერს გვეუბნება „გოკ“ ძირის [[სემანტიკა]]ზე. | ||
| ხაზი 10: | ხაზი 14: | ||
[[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | [[ქართულ ტოპონიმთა განმარტებით-ეტიმოლოგიური ლექსიკონი]] | ||
[[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | [[კატეგორია:საქართველოს სოფლები]] | ||
| − | [[კატეგორია:სოფლები | + | [[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]] |
[[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]] | [[კატეგორია:სოფლები ახალქალაქის მუნიციპალიტეტში]] | ||
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | [[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:10, 29 აპრილი 2024 მდგომარეობით
გოკია, გოკიო – სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ალასტანის თემში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდ. გოკიოსწყლის (ჭობარეთის მარცხენა შენაკადი), ზღვის დონიდან 1750-1840 მ სიმაღლეზე, ქ. ახალქალაქიდან 24 კმ მანძილზე, აზავრეთ-თორის საავტომობილო გზაზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.
მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 549. მათი უმეტესობა (99 %) სომეხია (2002). შუა საუკუნეეებში იყო ქალაქი. ვახუშტი ბაგრატიონი გოკიოს შესახებ წერს: „გოკია არს ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან მესხნი, სომეხნი და ურიანი ვაჭარნი".
[რედაქტირება] სახელწოდება
ადგილობრივ გავრცელებული თქმულების მიხედვით სახელწოდება გოკიო, გოკია ჩვენი ხალხის ტრაგიკული ისტორიის ამსახველი ტოპონიმი ყოფილა. იგი, თურმე, ნიშნავს: „გოგო კივა“. მოთარეშე მტერს სოფლიდან ქალიშვილი გაუტაცია. გოგო მტერს არ ნებდებოდა და ისეთი განწირული ხმით კიოდა, რომ მისი ხმა მეზობელ სოფლებსაც კი წვდებოდა, მშველელი კი არ ჩანდა, რადგან ხმლის ხელში ამღები ყველა მამაკაცი მტერს ზედ შეჰკვდომოდაო.
გოკიო, ჩვენი ვარაუდით, თურქული ენის კუთვნილება უნდა იყოს ტოპონიმ გოკიას არაქართულ ენობრივ სამყაროსთან შესაძლო კავშირის შესახებ მოსაზრება გამოთქმული აქვს აგრეთვე ქეთ. ლომთათიძეს. გიოქ თურქულად ლურჯს, ცისფერს ნიშნავს. გამორიცხული არ ჩანს, რომ იგი საზღვრულჩავარდნილი ერთეული იყოს. თავდაპირველად მას, ალბათ, მეორე ფუძეც (საზღვრული) უნდა ხლებოდა: ლურჯი ტბა (წვალი, გუბე, ხევი..) შდრ. გიოქჩაი „ლურჯი წყალი", „ლურჯი ტბა“ (ქართ. გოქჩა). უთუოდ საყურადღებოა ის ფაქტი, რომ XVI საუკუნის აღწერათა მიხედვით აქ, ამ არეალში, სოფელი გოქი არის მინიშნებული, რაც ჩვენს ვარაუდს ერთგვარად უჭერს მხარს. ჯავახეთის ტოპონიმიის სპეციალისტი გრ. ბერიძე ასევე ადასტურებს ამ რეგიონში ნასოფლარ გოქი-ს არსებობას. მკვლევარი გოკია-ში გამოყოფს –ია მაწარმოებელს, მაგრამ არაფერს გვეუბნება „გოკ“ ძირის სემანტიკაზე.