მესხური დარბაზი
(ახალი გვერდი: '''მესხური დარბაზი''' – საცხოვრებელი ნაგებობის ტიპ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Mesxuri saxli 5.JPG|thumb|200პქ|მესხური სახლი]] | ||
'''მესხური დარბაზი''' – საცხოვრებელი [[ნაგებობა|ნაგებობის]] ტიპი, ფართოდ გავრცელებული ძველ მესხეთში. | '''მესხური დარბაზი''' – საცხოვრებელი [[ნაგებობა|ნაგებობის]] ტიპი, ფართოდ გავრცელებული ძველ მესხეთში. | ||
წარმოადგენს ოთხკუთხა [[ძელი|ძელებით]] კონუსურად ამოყვანილი [[გვირგვინი (არქიტექტურა)|გვირგვინი]]ს გადახურვის სისტემას. გვირგვინის ცენტრში [[ღიობი]]ა (ერდო), საიდანაც სინათლე და ჰაერი შემოდის, გარეთ კი კერაზე დანთებული [[ცეცხლი]]ს კვამლი გადის. ამ სპეციფიკური ნიშნების გამო ასეთ ნაგებობებს ერდოიან-გვირგვინიან სახლებსაც უწოდებენ. | წარმოადგენს ოთხკუთხა [[ძელი|ძელებით]] კონუსურად ამოყვანილი [[გვირგვინი (არქიტექტურა)|გვირგვინი]]ს გადახურვის სისტემას. გვირგვინის ცენტრში [[ღიობი]]ა (ერდო), საიდანაც სინათლე და ჰაერი შემოდის, გარეთ კი კერაზე დანთებული [[ცეცხლი]]ს კვამლი გადის. ამ სპეციფიკური ნიშნების გამო ასეთ ნაგებობებს ერდოიან-გვირგვინიან სახლებსაც უწოდებენ. | ||
| − | + | [[ფაილი:Mesxuri saxli 1.JPG|მარცხნივ|thumb|მესხური დარბაზი, ვალე]] | |
გვირგვინიანი ნაგებობის კედლებზე კი არაა დაყრდნობილი, არამედ საგანგებოდ შექმნილ ბოძებზე, რომელთაც [[დედაბოძი]] ეწოდება. [[დარბაზული სახლი|დარბაზს]] შეიძლება ჰქონოდა 2 ან 4 დედაბოძი. სამცხე-ჯავახეთში ასეთ საცხოვრებელს ერთობის სახლს ეძახდნენ, ვინაიდან მასში 3-4 თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობდა. ერთობის სახლი არა მარტო [[საცხოვრებელი ნაგებობა|საცხოვრებელინაგებობა]] იყო, არამედ სამეურნეო კომპლექსიც. ზამთარში აქ ჰყავდათ შინაური პირუტყვი, აქვე ინახავდნენ მათ გამოსაკვებ პროდუქტსაც. საცხოვრებლის მთავარი სათავსი, ცენტრალური ოთახი იყო დარბაზი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა და სადაც სტუმრის მიღება-გამასპინძლება ხდებოდა, იმართებოდა ყველა სადღესასწაულო სუფრა. ამ ოთახს აუცილებლად გვირგვინიანი გადახურვა ჰქონდა. სხვა სათავსებსაც შეიძლება ჰქონოდა გვირგვინიანი სახურავი. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელი უფრო საჭირო იყო – სინათლე და განიავება, თუ ზამთარში ცეცხლის დაუნთებლად სითბოს შენარჩუნება. გვირგვინი ჰქონდა მხოლოდ | გვირგვინიანი ნაგებობის კედლებზე კი არაა დაყრდნობილი, არამედ საგანგებოდ შექმნილ ბოძებზე, რომელთაც [[დედაბოძი]] ეწოდება. [[დარბაზული სახლი|დარბაზს]] შეიძლება ჰქონოდა 2 ან 4 დედაბოძი. სამცხე-ჯავახეთში ასეთ საცხოვრებელს ერთობის სახლს ეძახდნენ, ვინაიდან მასში 3-4 თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობდა. ერთობის სახლი არა მარტო [[საცხოვრებელი ნაგებობა|საცხოვრებელინაგებობა]] იყო, არამედ სამეურნეო კომპლექსიც. ზამთარში აქ ჰყავდათ შინაური პირუტყვი, აქვე ინახავდნენ მათ გამოსაკვებ პროდუქტსაც. საცხოვრებლის მთავარი სათავსი, ცენტრალური ოთახი იყო დარბაზი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა და სადაც სტუმრის მიღება-გამასპინძლება ხდებოდა, იმართებოდა ყველა სადღესასწაულო სუფრა. ამ ოთახს აუცილებლად გვირგვინიანი გადახურვა ჰქონდა. სხვა სათავსებსაც შეიძლება ჰქონოდა გვირგვინიანი სახურავი. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელი უფრო საჭირო იყო – სინათლე და განიავება, თუ ზამთარში ცეცხლის დაუნთებლად სითბოს შენარჩუნება. გვირგვინი ჰქონდა მხოლოდ | ||
იმ სათავს, სადაც ადამიანი ცხოვრობდა, სამეურნეო სათავსს კი, განსაკუთრებით პირუტყვის სადგომებს – არა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ადგილობრივი მკაცრი ზამთარი ქართველ მეურნეს აიძულებდა პირუტყვისათვის თბილი სადგომი მოემზადებინა. ეს კი ყველაზე უკეთესად, მაშინდელ პირობებში სწორედ მიწის სიღრმეში იყო შესაძლებელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის დიდი ნაწილი შეშის დეფიციტს განიცდის. ამიტომ ამ ადგილებში ისეთი ნაგებობა უნდა შექმნილიყო, სადაც შეშის თუ | იმ სათავს, სადაც ადამიანი ცხოვრობდა, სამეურნეო სათავსს კი, განსაკუთრებით პირუტყვის სადგომებს – არა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ადგილობრივი მკაცრი ზამთარი ქართველ მეურნეს აიძულებდა პირუტყვისათვის თბილი სადგომი მოემზადებინა. ეს კი ყველაზე უკეთესად, მაშინდელ პირობებში სწორედ მიწის სიღრმეში იყო შესაძლებელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის დიდი ნაწილი შეშის დეფიციტს განიცდის. ამიტომ ამ ადგილებში ისეთი ნაგებობა უნდა შექმნილიყო, სადაც შეშის თუ | ||
წივის მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური ეფექტი იქნებოდა მიღწეული. | წივის მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური ეფექტი იქნებოდა მიღწეული. | ||
| − | + | [[ფაილი:Mesxuri darbazi.JPG|thumb|გვირგვინიანი ნაგებობის კედლებზე კი არაა დაყრდნობილი, არამედ საგანგებოდ შექმნილ ბოძებზე]] | |
დარბაზის ცენტრში, ერდოს ქვემოთ მოწყობილი იყო [[კერა]]. მოგვიანებით იგი [[ბუხარი|ბუხარმა]] შეცვალა და კედლის სიღრმეში გადაინაცვლა. ამიტომ ერდოს მხოლოდ განიავებისა და განათების ფუნქცია დარჩა. ყოველ საცხოვრებელ კომპლექსს [[პურის ცხობა|პურის გამოსაცხობად]] ჰქონდა თავ-თავისი სათონე ან ფურნის ოთახი. ასევე აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა ზამთარში შინაური პირუტყვის დასაბინავებელი [[ბოსელი]] ([[ახორი]]) და თივა-ბზის შესანახი სათავსი – [[საბძელი]]. დარბაზული ნაგებობები თითქმის მიწაში იყო ჩამჯდარი და თანაც მიწითვე იყო დაფარული, უცხო თვალისათვის ძნელად შესამჩნევი იყო. მესხეთში ამგვარ სახლებს ერთმანეთის გვერდი-გვერდ აშენებდნენ და ფაქტობრივად მიწისქვეშა კვარტალებს ქმნიდნენ. მათ ერთმანეთთან დამაკავშირებელი კარებიც კი ჰქონდათ, ისე რომ არ უხდებოდათ გარეთ გამოსვლა და ქუჩების გავლა, რომ მეზობელთან მოხვედრილიყვნენ. თ. ჩიქოვანი ამ ფაქტს თავდასხმის საშიშროების არსებობით ხსნის: „უბნის ამგვარი კომპაქტურობა | დარბაზის ცენტრში, ერდოს ქვემოთ მოწყობილი იყო [[კერა]]. მოგვიანებით იგი [[ბუხარი|ბუხარმა]] შეცვალა და კედლის სიღრმეში გადაინაცვლა. ამიტომ ერდოს მხოლოდ განიავებისა და განათების ფუნქცია დარჩა. ყოველ საცხოვრებელ კომპლექსს [[პურის ცხობა|პურის გამოსაცხობად]] ჰქონდა თავ-თავისი სათონე ან ფურნის ოთახი. ასევე აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა ზამთარში შინაური პირუტყვის დასაბინავებელი [[ბოსელი]] ([[ახორი]]) და თივა-ბზის შესანახი სათავსი – [[საბძელი]]. დარბაზული ნაგებობები თითქმის მიწაში იყო ჩამჯდარი და თანაც მიწითვე იყო დაფარული, უცხო თვალისათვის ძნელად შესამჩნევი იყო. მესხეთში ამგვარ სახლებს ერთმანეთის გვერდი-გვერდ აშენებდნენ და ფაქტობრივად მიწისქვეშა კვარტალებს ქმნიდნენ. მათ ერთმანეთთან დამაკავშირებელი კარებიც კი ჰქონდათ, ისე რომ არ უხდებოდათ გარეთ გამოსვლა და ქუჩების გავლა, რომ მეზობელთან მოხვედრილიყვნენ. თ. ჩიქოვანი ამ ფაქტს თავდასხმის საშიშროების არსებობით ხსნის: „უბნის ამგვარი კომპაქტურობა | ||
ავბედობით იყო ნაკარნახევი, ყველა სახლი ერთმანეთს საიდუმლო კარებით უკავშირდებოდა. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, უბნის მოსახლეობა ამ საიდუმლო კარებით ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და იქ იყრიდა თავს, რომელიც უფრო საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. სახლებს არც თუ იშვიათად [[გვირაბი|გვირაბებიც]] ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ლტოლვილი მოსახლეობა სოფლიდან იპარებოდა და ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს”. ამასთან მესხური ტიპის დარბაზი ადგილობრივი ბუნებრივი პირობების და სამეურნეო საქმიანობის შესატყვისად ჩამოყალიბდა. კერძოდ, შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში შესაძლებელი იყო ნაგებობათა მიწის სიღრმეში აგება – მშენებლობისათვის გამოყენებული ხის მასალა დიდხანს ძლებდა და ნესტის სიმცირეც ადამიანების ხიფათს არ უქმნიდა. ოჯახს თუ დასჭირდებოდა ნებისმიერი ოთახიდან გაჭრიდა კარს, გამოიღებდა მიწას, ამოიყვანდა კედელს და ახალი სათავსიც მზად იყო. ამიტომაც იყო რომ მესხური დარბაზის გეგმა ყველგან არაპროპოციულია. მიწისზედა ნაგებობების შემთხვევაში კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, როგორც კედლების ამოყვანის ისე მისი გამაგრების მხრივაც. | ავბედობით იყო ნაკარნახევი, ყველა სახლი ერთმანეთს საიდუმლო კარებით უკავშირდებოდა. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, უბნის მოსახლეობა ამ საიდუმლო კარებით ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და იქ იყრიდა თავს, რომელიც უფრო საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. სახლებს არც თუ იშვიათად [[გვირაბი|გვირაბებიც]] ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ლტოლვილი მოსახლეობა სოფლიდან იპარებოდა და ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს”. ამასთან მესხური ტიპის დარბაზი ადგილობრივი ბუნებრივი პირობების და სამეურნეო საქმიანობის შესატყვისად ჩამოყალიბდა. კერძოდ, შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში შესაძლებელი იყო ნაგებობათა მიწის სიღრმეში აგება – მშენებლობისათვის გამოყენებული ხის მასალა დიდხანს ძლებდა და ნესტის სიმცირეც ადამიანების ხიფათს არ უქმნიდა. ოჯახს თუ დასჭირდებოდა ნებისმიერი ოთახიდან გაჭრიდა კარს, გამოიღებდა მიწას, ამოიყვანდა კედელს და ახალი სათავსიც მზად იყო. ამიტომაც იყო რომ მესხური დარბაზის გეგმა ყველგან არაპროპოციულია. მიწისზედა ნაგებობების შემთხვევაში კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, როგორც კედლების ამოყვანის ისე მისი გამაგრების მხრივაც. | ||
| ხაზი 12: | ხაზი 13: | ||
დარბაზულ ნაგებობა გარემო პირობების კარგად ცოდნისა და მისი შემოქმედებითი გამოყენების კლასიკური მაგალითია. ამასთან იგი ახალი კულტურულ-ისტორიული ფენომენის – ქართული ჯვარ-გუმბათიანი ხუროთმოძღვრების წარმოშობის წინაპირობაცაა. მიჩნეულია, რომ ქართული საკულტო ნაგებობების განვითარების გარკვეულ საფეხურზე სწორედ დარბაზული საცხოვრებლის ძირითადი ელემენტი – გვირგვინი იქნა გამოყენებული ახალი სტილის ე.წ. ჯვარ-გუმბათოვანი საკულტო ნაგებობების შესაქმნელად. კერძოდ, ქართველმა ხუროთმოძღვარმა დარბაზიდან აიღო კვადრატული ფორმიდან მრგვალ ფორმაზე გადასვლის იდეა. | დარბაზულ ნაგებობა გარემო პირობების კარგად ცოდნისა და მისი შემოქმედებითი გამოყენების კლასიკური მაგალითია. ამასთან იგი ახალი კულტურულ-ისტორიული ფენომენის – ქართული ჯვარ-გუმბათიანი ხუროთმოძღვრების წარმოშობის წინაპირობაცაა. მიჩნეულია, რომ ქართული საკულტო ნაგებობების განვითარების გარკვეულ საფეხურზე სწორედ დარბაზული საცხოვრებლის ძირითადი ელემენტი – გვირგვინი იქნა გამოყენებული ახალი სტილის ე.წ. ჯვარ-გუმბათოვანი საკულტო ნაგებობების შესაქმნელად. კერძოდ, ქართველმა ხუროთმოძღვარმა დარბაზიდან აიღო კვადრატული ფორმიდან მრგვალ ფორმაზე გადასვლის იდეა. | ||
| + | |||
| + | <gallery> | ||
| + | ფაილი:Mesxuri saxli 2.JPG| | ||
| + | ფაილი:Mescuri saxli.JPG| | ||
| + | ფაილი:Mesxuri saxli 4.JPG| | ||
| + | </gallery> | ||
| + | ==წყრო== | ||
| + | [[სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი]] | ||
[[კატეგორია:სახლის ტიპები საქართველოში]] | [[კატეგორია:სახლის ტიპები საქართველოში]] | ||
[[კატეგორია:მესხური სახლი]] | [[კატეგორია:მესხური სახლი]] | ||
[[კატეგორია:ქართული არქიტექტურა]] | [[კატეგორია:ქართული არქიტექტურა]] | ||
[[კატეგორია:ქართული სახლი]] | [[კატეგორია:ქართული სახლი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:34, 30 აპრილი 2024 მდგომარეობით
მესხური დარბაზი – საცხოვრებელი ნაგებობის ტიპი, ფართოდ გავრცელებული ძველ მესხეთში.
წარმოადგენს ოთხკუთხა ძელებით კონუსურად ამოყვანილი გვირგვინის გადახურვის სისტემას. გვირგვინის ცენტრში ღიობია (ერდო), საიდანაც სინათლე და ჰაერი შემოდის, გარეთ კი კერაზე დანთებული ცეცხლის კვამლი გადის. ამ სპეციფიკური ნიშნების გამო ასეთ ნაგებობებს ერდოიან-გვირგვინიან სახლებსაც უწოდებენ.
გვირგვინიანი ნაგებობის კედლებზე კი არაა დაყრდნობილი, არამედ საგანგებოდ შექმნილ ბოძებზე, რომელთაც დედაბოძი ეწოდება. დარბაზს შეიძლება ჰქონოდა 2 ან 4 დედაბოძი. სამცხე-ჯავახეთში ასეთ საცხოვრებელს ერთობის სახლს ეძახდნენ, ვინაიდან მასში 3-4 თაობის წარმომადგენელი ერთად ცხოვრობდა. ერთობის სახლი არა მარტო საცხოვრებელინაგებობა იყო, არამედ სამეურნეო კომპლექსიც. ზამთარში აქ ჰყავდათ შინაური პირუტყვი, აქვე ინახავდნენ მათ გამოსაკვებ პროდუქტსაც. საცხოვრებლის მთავარი სათავსი, ცენტრალური ოთახი იყო დარბაზი, სადაც ოჯახი ცხოვრობდა და სადაც სტუმრის მიღება-გამასპინძლება ხდებოდა, იმართებოდა ყველა სადღესასწაულო სუფრა. ამ ოთახს აუცილებლად გვირგვინიანი გადახურვა ჰქონდა. სხვა სათავსებსაც შეიძლება ჰქონოდა გვირგვინიანი სახურავი. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელი უფრო საჭირო იყო – სინათლე და განიავება, თუ ზამთარში ცეცხლის დაუნთებლად სითბოს შენარჩუნება. გვირგვინი ჰქონდა მხოლოდ იმ სათავს, სადაც ადამიანი ცხოვრობდა, სამეურნეო სათავსს კი, განსაკუთრებით პირუტყვის სადგომებს – არა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ადგილობრივი მკაცრი ზამთარი ქართველ მეურნეს აიძულებდა პირუტყვისათვის თბილი სადგომი მოემზადებინა. ეს კი ყველაზე უკეთესად, მაშინდელ პირობებში სწორედ მიწის სიღრმეში იყო შესაძლებელი. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამცხე-ჯავახეთის დიდი ნაწილი შეშის დეფიციტს განიცდის. ამიტომ ამ ადგილებში ისეთი ნაგებობა უნდა შექმნილიყო, სადაც შეშის თუ წივის მინიმალური დანახარჯით, მაქსიმალური ეფექტი იქნებოდა მიღწეული.
დარბაზის ცენტრში, ერდოს ქვემოთ მოწყობილი იყო კერა. მოგვიანებით იგი ბუხარმა შეცვალა და კედლის სიღრმეში გადაინაცვლა. ამიტომ ერდოს მხოლოდ განიავებისა და განათების ფუნქცია დარჩა. ყოველ საცხოვრებელ კომპლექსს პურის გამოსაცხობად ჰქონდა თავ-თავისი სათონე ან ფურნის ოთახი. ასევე აუცილებელ ელემენტს წარმოადგენდა ზამთარში შინაური პირუტყვის დასაბინავებელი ბოსელი (ახორი) და თივა-ბზის შესანახი სათავსი – საბძელი. დარბაზული ნაგებობები თითქმის მიწაში იყო ჩამჯდარი და თანაც მიწითვე იყო დაფარული, უცხო თვალისათვის ძნელად შესამჩნევი იყო. მესხეთში ამგვარ სახლებს ერთმანეთის გვერდი-გვერდ აშენებდნენ და ფაქტობრივად მიწისქვეშა კვარტალებს ქმნიდნენ. მათ ერთმანეთთან დამაკავშირებელი კარებიც კი ჰქონდათ, ისე რომ არ უხდებოდათ გარეთ გამოსვლა და ქუჩების გავლა, რომ მეზობელთან მოხვედრილიყვნენ. თ. ჩიქოვანი ამ ფაქტს თავდასხმის საშიშროების არსებობით ხსნის: „უბნის ამგვარი კომპაქტურობა ავბედობით იყო ნაკარნახევი, ყველა სახლი ერთმანეთს საიდუმლო კარებით უკავშირდებოდა. მოულოდნელი თავდასხმის შემთხვევაში, უბნის მოსახლეობა ამ საიდუმლო კარებით ერთი სახლიდან მეორეში გადადიოდა და იქ იყრიდა თავს, რომელიც უფრო საიმედო თავშესაფარს წარმოადგენდა. სახლებს არც თუ იშვიათად გვირაბებიც ჰქონდა, რომლის საშუალებითაც ლტოლვილი მოსახლეობა სოფლიდან იპარებოდა და ციხესიმაგრეებს აფარებდა თავს”. ამასთან მესხური ტიპის დარბაზი ადგილობრივი ბუნებრივი პირობების და სამეურნეო საქმიანობის შესატყვისად ჩამოყალიბდა. კერძოდ, შედარებით მშრალი კლიმატის პირობებში შესაძლებელი იყო ნაგებობათა მიწის სიღრმეში აგება – მშენებლობისათვის გამოყენებული ხის მასალა დიდხანს ძლებდა და ნესტის სიმცირეც ადამიანების ხიფათს არ უქმნიდა. ოჯახს თუ დასჭირდებოდა ნებისმიერი ოთახიდან გაჭრიდა კარს, გამოიღებდა მიწას, ამოიყვანდა კედელს და ახალი სათავსიც მზად იყო. ამიტომაც იყო რომ მესხური დარბაზის გეგმა ყველგან არაპროპოციულია. მიწისზედა ნაგებობების შემთხვევაში კი მეტი ძალისხმევაა საჭირო, როგორც კედლების ამოყვანის ისე მისი გამაგრების მხრივაც.
დარბაზულ ნაგებობა გარემო პირობების კარგად ცოდნისა და მისი შემოქმედებითი გამოყენების კლასიკური მაგალითია. ამასთან იგი ახალი კულტურულ-ისტორიული ფენომენის – ქართული ჯვარ-გუმბათიანი ხუროთმოძღვრების წარმოშობის წინაპირობაცაა. მიჩნეულია, რომ ქართული საკულტო ნაგებობების განვითარების გარკვეულ საფეხურზე სწორედ დარბაზული საცხოვრებლის ძირითადი ელემენტი – გვირგვინი იქნა გამოყენებული ახალი სტილის ე.წ. ჯვარ-გუმბათოვანი საკულტო ნაგებობების შესაქმნელად. კერძოდ, ქართველმა ხუროთმოძღვარმა დარბაზიდან აიღო კვადრატული ფორმიდან მრგვალ ფორმაზე გადასვლის იდეა.