კურცხანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კურცხანისწყალი“ გადაიტანა გვერდზე „კურცხანა“ გადამისამართე...) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კურცხანა“ გადაიტანა გვერდზე „პანტოვნისხევი“) |
18:13, 8 მაისი 2024-ის ვერსია
კურცხანა, კურცხანისწყალი, პანტოვნისხევი – მდინარე ადიგენის მუნიციპალიტეტში, აბასთუმნისწყლის მარჯვენა შენაკადი. სათავეს იღებს აჭარა-იმერეთის ქედის სამხრეთ კალთაზე.
ძველად მჭიდროდ დასახლებული ხეობა ყოფილა. როგორც ფიქრობენ, აქ 15-მდე დასახლებული პუნქტი მაინც უნდა ყოფილიყო. ხეობაში მრავალი ნამოსახლარია, რომლებსაც „ალმაისურს“ უწოდებენ. XVIII საუკუნის დასაწაყისში იგი უკვე დაცლილი უნდა ყოფილიყო. დღეს მთლიანად დაუსახლებელია. ადგილობრივების ცნობით, სახელი მეგრელ მეჯოგეებთან უნდა იყოს დაკავშირებული, რომლებსაც აქაურ საძოვრებზე გადმოჰყავდათ საქონელი.