ფოკის მონასტერი
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''ფოკის მონასტერი''' (ინგლ. Foka Monastery) – ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი. [[ფაილი:Fokis monasteri.jpg|thumb|300პქ|'''პანორამული ხედი''']] | '''ფოკის მონასტერი''' (ინგლ. Foka Monastery) – ქართული [[ხუროთმოძღვრება|ხუროთმოძღვრების]] ძეგლი, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი. [[ფაილი:Fokis monasteri.jpg|thumb|300პქ|'''პანორამული ხედი''']] | ||
| − | მდებარეობს სამხრეთ [[საქართველო]]ში, ისტორიულ [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, სოფელ | + | მდებარეობს სამხრეთ [[საქართველო]]ში, ისტორიულ [[ჯავახეთი|ჯავახეთში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]], [[ფარავნის ტბა|ფარავნის ტბის]] სამხრეთ ნაპირას, სოფელ [[ფოკა (სოფელი)|ფოკა]]ში. მონასტრის დაარსება საქართველოში [[ქრისტიანობა|ქრისტიანობის]] გამავრცელებელ [[წმინდა ნინო|წმიდა ნინო]] კაბადოკიელის სახელთანაა დაკავშირებული. წმიდა ნინო საქართველოში [[სომხეთი]]დან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. ამ ადგილას XI საუკუნეში მისი სახელობის ტაძარი ააგეს. |
მიუხედავად მცირე ზომისა (გარედან 8,00×15,00 მ.), ფოკა ჯავახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული ძეგლია. [[ეკლესია]] დარბაზული ტიპისაა მინაშენების გარეშე. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით, რაც მხატვრული ზემოქმედების ძლიერ ფაქტორს განაპირობებს როგორც გარეთ, ისე ტაძრის შიგნითაც. [[ფაილი:Fokis monasteri 2.jpg|thumb|მარცხნივ|'''წმინდა ნინოს [[ობელისკი]]''']] | მიუხედავად მცირე ზომისა (გარედან 8,00×15,00 მ.), ფოკა ჯავახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული ძეგლია. [[ეკლესია]] დარბაზული ტიპისაა მინაშენების გარეშე. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით, რაც მხატვრული ზემოქმედების ძლიერ ფაქტორს განაპირობებს როგორც გარეთ, ისე ტაძრის შიგნითაც. [[ფაილი:Fokis monasteri 2.jpg|thumb|მარცხნივ|'''წმინდა ნინოს [[ობელისკი]]''']] | ||
მიმდინარე ცვლილება 13:25, 16 მაისი 2024 მდგომარეობით
ფოკის მონასტერი (ინგლ. Foka Monastery) – ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ფოკის წმინდა ნინოს მონასტერი.მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, სოფელ ფოკაში. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელთანაა დაკავშირებული. წმიდა ნინო საქართველოში სომხეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. ამ ადგილას XI საუკუნეში მისი სახელობის ტაძარი ააგეს.
მიუხედავად მცირე ზომისა (გარედან 8,00×15,00 მ.), ფოკა ჯავახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მხატვრული ღირსებებითაც გამორჩეული ძეგლია. ეკლესია დარბაზული ტიპისაა მინაშენების გარეშე. შესასვლელი მხოლოდ სამხრეთიდან აქვს. ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით, რაც მხატვრული ზემოქმედების ძლიერ ფაქტორს განაპირობებს როგორც გარეთ, ისე ტაძრის შიგნითაც.
ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ადგილობრივი მოვარდისფრო ანდეზიტური ტუფის კვადრებით. საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარსარკმლები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია ძველი მხატვრობის ფრაგმენტები.
ფოკის ეკლესია მნიშვნელოვანია მასზე დატანილი წარწერებიდან გამომდინარე, რადგან ისინი საშუალებას გვაძლევს დავათარიღოთ ტაძრის აგება და შემდგომი შეკეთების პერიოდები. რელიეფური ასოებით შესრულებული წარწერებიდან ირკვევა, რომ ტაძარი ხუროთმოძღვარ ბავრელს აუგია 1033-1048 წლებში, ბაგრატ IV კუროპალატის და ქართლის კათოლიკოს იოანე ოქროპირის დროს. ტექნიკური შესრულების და ჩუქურთმათა ღირსების მიხედვით ფოკას ეკლესია ჯავახეთის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლთაგანია. დროთა განმავლობაში დაზიანებული ტაძარი ამჟამად მთლიანად აღდგენილია.
ტაძრის აღმოსავლეთი ფასადის წინ, იმ ადგილას სადაც წმინდა ნინომ პირველად დაადგა ფეხი ქართულ მიწას, განთავსებულია გათლილი ქვის მემორიალური მცირე ობელისკი შესაბამისი წარწერით. წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს დაარსდა მამათა მონასტერი, ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც.
