პაპენი ფრანც ფონ
(ახალი გვერდი: ფრანც ფონ პაპენი '''ფრანც ფონ პაპენი''' – (...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:გერმანელი დიპლომატები]] | [[კატეგორია:გერმანელი დიპლომატები]] | ||
[[კატეგორია:გერმანელი პოლიტიკოსები]] | [[კატეგორია:გერმანელი პოლიტიკოსები]] | ||
| + | [[კატეგორია:გერმანიის ელჩები]] | ||
[[კატეგორია:გერმანიის რაიხსკანცლერები]] | [[კატეგორია:გერმანიის რაიხსკანცლერები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამხედრო დამნაშავეები]] | ||
13:14, 13 ივნისი 2024-ის ვერსია
ფრანც ფონ პაპენი – (1879-1969), გერმანიის პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი, მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო დამნაშავე.
პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში იყო ვაშინგტონში გერმანიის საელჩოს სამხედრო ატაშე, ხელმძღვანელობდა გერმანიის ჯაშუშურ მოღვაწეობას აშშ-სა და მექსიკაში; 1915 წლის დეკემბერში აღმოაჩინა ამერიკის დაზვერვამ და ქეყნიდან გააძევა. 1920-28 და 1930-32 იყო პრუსიის ლანდტაგის დეპუტატი კათოლიკური პარტიიდან; მჭიდროდ იყო დაკავშირებული გერმანიის მრავალ სამრეწველო მაგნატთან, მათ შორის, ტისენთან, კრუპთან, კლეკსერთან. აგრეთვე, გერმანიის პრეზიდენტ ჰინდენბურგთან; 1932 წლის 1 ივნისს პინდენბურგმა რაიხკანცლერად დანიშნა; იმავე დღეს რაიხსტაგი დაითხოვა ჰიტლერის დაპირების სანაცვლოდ, რომლითაც იგი მის მთავრობას ხელშეწყობას დაჰპირდა. გარდა ამისა, ჰიტლერის მოთხოვნით, ოფიციალურად დართო ნება სს-ისა და სა-ს ფაშისტური ორგანიზაციების არსებობას; 1932 წლის არჩეენებში ფაშისტების დამარცხების შემდეგ, მტკიცედ გაილაშქრა სოციალ-დემოერატების მონაწილეობით კოალიციური მთავრობის შექმნის წინააღმდეგ და თანამდებობიდან გადადგა, რითაც გზა გაუხსნა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლას. 1933 წლის 30 იანვარს ჰიტლერმა ჩამოაყალიბა კაბინეტი, რომელშიც პაპენმა ვიცე-კანცლერისა და ზაარის ოლქის საქმეების რწმუნებულის პოსტი დაიკავა: 1939-44 იყო გერმანიის ელჩი თურქეთში: 1945 წლის აპრილში მოკავშირეების ჯარებმა დააპატიმრეს და საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცეს. 1947 წლის იანვარში ნიურნბერგში გერმანიის სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ გამოაქვეყსა „მემუარები“ (1952).