მოაფერნე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''მოაფერნე''' – კოლხეთის გამგებელი, სტრაბონ...) |
|||
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''მოაფერნე''' – [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის]] გამგებელი, | + | '''მოაფერნე''' – [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის]] გამგებელი, [[სტრაბონი]]ს დედის ბიძა. [[სტრაბონი]] წერს, რომ [[მითრიდატე VI ევპატორი]] დამორჩილებული ქვეყნების მმართველად გზავნიდა თავის მეგობრებს. მეფის მეგობართა წრეს ეკუთვნოდა მოაფერნე, რომელსაც საგამგებლოდ კოლხეთი გადაეცა. სტრაბონი მოგვითხრობს თავისი წინაპრების სიახლოვეზე პონტოს სამეფო კართან. აღნიშნავს მათ აღზევებასა და დაცემას. პონტოს აღსასრულის ჟამს სტრაბონის ნათესავთა ნაწილმა გაიზიარა მითრიდატეს ბედი, ნაწილი კი ჩამოშორდა მეფეს და რომაელთა მხარეზე გადავიდა. რომაელთა ბანაკში გადასულა სტრაბონის პაპა (მოაფერნეს ძმა). უნდა ვიგულისხმოთ რომ მოაფერნე პონტოს ტრაგედიის დროს, როგორც მითრიდატეს ერთგული თანამებრძოლი, დაიღუპებოდა. |
მიმდინარე ცვლილება 23:43, 24 სექტემბერი 2024 მდგომარეობით
მოაფერნე – კოლხეთის გამგებელი, სტრაბონის დედის ბიძა. სტრაბონი წერს, რომ მითრიდატე VI ევპატორი დამორჩილებული ქვეყნების მმართველად გზავნიდა თავის მეგობრებს. მეფის მეგობართა წრეს ეკუთვნოდა მოაფერნე, რომელსაც საგამგებლოდ კოლხეთი გადაეცა. სტრაბონი მოგვითხრობს თავისი წინაპრების სიახლოვეზე პონტოს სამეფო კართან. აღნიშნავს მათ აღზევებასა და დაცემას. პონტოს აღსასრულის ჟამს სტრაბონის ნათესავთა ნაწილმა გაიზიარა მითრიდატეს ბედი, ნაწილი კი ჩამოშორდა მეფეს და რომაელთა მხარეზე გადავიდა. რომაელთა ბანაკში გადასულა სტრაბონის პაპა (მოაფერნეს ძმა). უნდა ვიგულისხმოთ რომ მოაფერნე პონტოს ტრაგედიის დროს, როგორც მითრიდატეს ერთგული თანამებრძოლი, დაიღუპებოდა.