საიმონი ჯონ ოლზრუკ
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Jon saimoni.JPG|thumb|150px|ჯონ ოლზრუკ საიმონი]] | [[ფაილი:Jon saimoni.JPG|thumb|150px|ჯონ ოლზრუკ საიმონი]] | ||
| − | '''ჯონ ოლზრუკ საიმონი''' – (დ. 28 თებერვალი 1873 – გ. 11 იანვარი 1954), ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი. | + | '''ჯონ ოლზრუკ საიმონი''' – ((ინგლ. John Simon, 1st Viscount Simon; დ. 28 თებერვალი 1873 – გ. 11 იანვარი 1954), ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი. |
1906-დან – პარლამენტის წევრი; <br /> | 1906-დან – პარლამენტის წევრი; <br /> | ||
მიმდინარე ცვლილება 15:47, 3 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
ჯონ ოლზრუკ საიმონი – ((ინგლ. John Simon, 1st Viscount Simon; დ. 28 თებერვალი 1873 – გ. 11 იანვარი 1954), ინგლისელი პოლიტიკური მოღვაწე და დიპლომატი.
1906-დან – პარლამენტის წევრი;
1910-დან – გენერალური პროკურორი;
1915-16 – შინაგან საქმეთა მინისტრი;
1927-30 ხელმძღვანელობდა ინდოეთთან დაკავშირებით შექმნილ სპეცკომისიას.
1931 ქმნის ეროვნულ-ლიბერალურ პარტიას (მემარჯვენე ფრთა) და რ. მაკდონალდის კოალიციურ მთავრობაში ხდება საგარეო საქმეთა მინისტრი. გამოირჩეოდა ბერლინი-რომი-ტოკიოს ბლოკთან ფრთხილი, დამთმობი დამოკიდებულებით, სსრკ-ის მიმართ უარყოფითი შეხედულებით (კერძოდ, მანჯურიის ოკუპაციის მხარდაჭერა, შეიარაღების თანაბრობის პრინციპის აღიარება ჟენევის კონფერენციაზე, სსრკ-თან სავაჭრო შეთანხმების დენონსაცია, 1932).
1935 წლის მარტში შეხვდა ჰიტლერს, აპრილში კი სტრეზის კონფერენციაში პროგერმანული სულისკვეთება გამოამჟღავნა. ყოველმხრივ უშლიდა ხელს სსრკ-საფრანგეთის შეთანხმებას,
1935 გადადგა მინისტრის პოსტიდან;
1941-45 იყო ლორდ-კანცლერი ჩერჩილის კოალიციურ მთავრობაში, გამოდიოდა ევროპაში მეორე ფრონტის გახსნის წინააღმდეგ. ომის შემდეგ პოლიტიკურ მოღვაწეობას თავი დაანება.