ტიანძინის ხელშეკრულებები 1858-85

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 17: ხაზი 17:
 
გაფორმდა 1858 წლის 27 ივნისს ტიანძინში. იგი საფრანგეთს ძირითადად იმავე პრივილეგიებს ანიჭებდა, რაც, ტიანძინის ხელშეკრულებით, ინგლისმა მიიღო, საფრანგეთისათვის იხსნებოდა იგივე ნავსადგურები ნიუჯუანის გამოკლებით, რომელიც შეიცვალა ტანსუის ნავსადგურით (კუნძულ ტაივანზე) და ნანკინით – იმხანად ტაიპინელთა სახელმწიფოს დედაქალაქით. ჩინეთს ეკისრებოდა ვალდებულება [[კონტრიბუცია|კონტრიბუციის]] სახით გადაეხადა 2 მლნ ტაელი, აგრეთვე გამოეყო დიდი თანხა იმ [[ზარალი]]ს ასანაზღაურებლად, რომელიც გუანჯოუში მცხოვრებ საფრანგეთის ქვეშევრდომებს მიადგათ [[სამხედრო მოქმედებები]]ს დროს. ხელშეკრულებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა უცხოელ მისიონერთა პრივილეგიები ჩინეთში. მისიონერებს უფლება ჰქონდათ ცინის იმპერიის ნებისმიერ ადგილას თავისუფლად გაევრცელებინათ [[ქრისტიანობა]]. მათ პიროვნებისა და საკუთრების უსაფრთხოების სრული გარანტია ეძლეოდათ. ადგილობრივი მთავრობა აგრეთვე აღიარებდა, რომ ჩინეთის ყველა ქვეშევრდომს ჰქონდა უფლება. მიეღო ქრისტიანობა და ამის გამო ხელისუფლება მას არ დასჯიდა. გაუქმდა ყველა განკარგულება, რომელიც აქამდე მიღებული ჰქონდა ჩინეთის მთავრობას ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ.  
 
გაფორმდა 1858 წლის 27 ივნისს ტიანძინში. იგი საფრანგეთს ძირითადად იმავე პრივილეგიებს ანიჭებდა, რაც, ტიანძინის ხელშეკრულებით, ინგლისმა მიიღო, საფრანგეთისათვის იხსნებოდა იგივე ნავსადგურები ნიუჯუანის გამოკლებით, რომელიც შეიცვალა ტანსუის ნავსადგურით (კუნძულ ტაივანზე) და ნანკინით – იმხანად ტაიპინელთა სახელმწიფოს დედაქალაქით. ჩინეთს ეკისრებოდა ვალდებულება [[კონტრიბუცია|კონტრიბუციის]] სახით გადაეხადა 2 მლნ ტაელი, აგრეთვე გამოეყო დიდი თანხა იმ [[ზარალი]]ს ასანაზღაურებლად, რომელიც გუანჯოუში მცხოვრებ საფრანგეთის ქვეშევრდომებს მიადგათ [[სამხედრო მოქმედებები]]ს დროს. ხელშეკრულებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა უცხოელ მისიონერთა პრივილეგიები ჩინეთში. მისიონერებს უფლება ჰქონდათ ცინის იმპერიის ნებისმიერ ადგილას თავისუფლად გაევრცელებინათ [[ქრისტიანობა]]. მათ პიროვნებისა და საკუთრების უსაფრთხოების სრული გარანტია ეძლეოდათ. ადგილობრივი მთავრობა აგრეთვე აღიარებდა, რომ ჩინეთის ყველა ქვეშევრდომს ჰქონდა უფლება. მიეღო ქრისტიანობა და ამის გამო ხელისუფლება მას არ დასჯიდა. გაუქმდა ყველა განკარგულება, რომელიც აქამდე მიღებული ჰქონდა ჩინეთის მთავრობას ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ.  
  
1858 ტიანძინის ხელშეკრულებებმა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა და გააძლიერა ჩინეთში უცხდური კაპიტალის პოზიციები, ვერ დააკმაყოფილა ინგლისელები და ფრანგები, მათ ჩინეთზე სრული სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის დაწესება სურდათ. ამიტომაც ინგლისმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ მომავალი სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა, რათა ცინის კარისათვის ახალი დათმობები გამოეძალათ. ჩინეთის მცდელობას, წინ აღსდგომოდა ევროპის სახელმწიფოთა ახალ ზეწოლას, სამხედრო მოქმედებათა განახლება მოჰყვა, რაც საბოლოოდ ჩინეთის დამარცხებითა და მისთვის უფრო მძიმე პირობებზე ხელმოწერით დასრულდა ([[პეკინის ხელშეკრულება 1860]]).
+
1858 ტიანძინის ხელშეკრულებებმა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა და გააძლიერა ჩინეთში უცხოური კაპიტალის პოზიციები, ვერ დააკმაყოფილა ინგლისელები და ფრანგები, მათ ჩინეთზე სრული სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის დაწესება სურდათ. ამიტომაც ინგლისმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ მომავალი სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა, რათა ცინის კარისათვის ახალი დათმობები გამოეძალათ. ჩინეთის მცდელობას, წინ აღსდგომოდა ევროპის სახელმწიფოთა ახალ ზეწოლას, სამხედრო მოქმედებათა განახლება მოჰყვა, რაც საბოლოოდ ჩინეთის დამარცხებითა და მისთვის უფრო მძიმე პირობებზე ხელმოწერით დასრულდა ([[პეკინის ხელშეკრულება 1860]]).
  
 
===== საფრანგეთ-ჩინეთის ხელშეკრულება 1885 =====
 
===== საფრანგეთ-ჩინეთის ხელშეკრულება 1885 =====
ხელშეკრულება, რომელიც 1884-85 საფრანგეთ-ჩინეთის ომის შედეგად დაიდო ტიანძინში 9 ივნისს. ცინის მთავრობა აღიარებდა დამარცხებას [[ვიეტნამი|ვიეტნამში]], მას ამ ქვეყნიდან უნდა გაეყვანა თავისი ჯარები. საფრანგეთის ახალ სამფლობელოებსა და ჩინეთის იმპერიას შორის საზღვრები ზუსტად უნდა განესაზღვრა გამმიჯნავ კონვენციას. საფრანგეთს ჩამოსცილდა ლანსონი და ლაოკაი. საფრანგეთი კისრულობდა ომის დროს დაკავებული პენხულუდაოს კუნძულებისა და ტაივანის ზოგიერთი პუნქტის დაცლას, ტიანძინის ხელშეკრულება ფრანგულ კაპიტალს სამხრეთ ჩინეთში შეღწევის დიდ შესაძლებლობებს აძლევდა. ვიეტნამის საზღვართან ახლომდებარე ჩინეთის რაიონებში საფრანგეთს მიენიჭა ფრიად მომგებიანი სავაჭრო უფლებები. ხელშეკრულების თანახმად, თუ ჩინეთი მოისურვებდა თავის ტერიტორიაზე რკინიგზის გაყვანას, მას უნდა გამოეყენებინა ფრანგი მრეწველები. ეკონომიკური პრივილეგიები, რომელიც საფრანგეთმა ჩინეთში ტიანძინის ხელშეკრულებით მიიღო, კიდევ უფრო განავრცო 1886 წლის 25 აპრილს
+
ხელშეკრულება, რომელიც 1884-85 საფრანგეთ-ჩინეთის ომის შედეგად დაიდო ტიანძინში 9 ივნისს. ცინის მთავრობა აღიარებდა დამარცხებას [[ვიეტნამი|ვიეტნამში]], მას ამ ქვეყნიდან უნდა გაეყვანა თავისი ჯარები. საფრანგეთის ახალ სამფლობელოებსა და ჩინეთის იმპერიას შორის საზღვრები ზუსტად უნდა განესაზღვრა გამმიჯნავ კონვენციას. საფრანგეთს ჩამოსცილდა ლანსონი და ლაოკაი. საფრანგეთი კისრულობდა ომის დროს დაკავებული პენხულუდაოს კუნძულებისა და ტაივანის ზოგიერთი პუნქტის დაცლას, ტიანძინის ხელშეკრულება ფრანგულ კაპიტალს სამხრეთ ჩინეთში შეღწევის დიდ შესაძლებლობებს აძლევდა. ვიეტნამის საზღვართან ახლომდებარე ჩინეთის რაიონებში საფრანგეთს მიენიჭა ფრიად მომგებიანი სავაჭრო უფლებები. ხელშეკრულების თანახმად, თუ ჩინეთი მოისურვებდა თავის ტერიტორიაზე რკინიგზის გაყვანას, მას უნდა გამოეყენებინა ფრანგი მრეწველები. ეკონომიკური პრივილეგიები, რომელიც საფრანგეთმა ჩინეთში ტიანძინის ხელშეკრულებით მიიღო, კიდევ უფრო განავრცო 1886 წლის 25 აპრილს ტიანძინში დადებულმა საფრანგეთ-ჩინეთის სავაჭრო ხელშეკრულებამ. საფრანგეთის ვაჭრობისათვის იხსნებოდა ქალაქები: მინცე, მანსაო (იუნანის პროვინცია) და ლუნჯოუ (გუანსის პროვინცია).
ტიანძინში დადებულმა საფრანგეთ-ჩინეთის სავაჭრო ხელშეკრულებამ. საფრანგეთის ვაჭრობისათვის იხსნებოდა ქალაქები: მინცე, მანსაო (იუნანის პროვინცია) და ლუნჯოუ (გუანსის პროვინცია).
+
  
 
==იხილე აგრეთვე==
 
==იხილე აგრეთვე==

მიმდინარე ცვლილება 14:49, 8 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით

ტიანძინის ხელშეკრულებები 1858-85 – ხელშეკრულებათა წყება, რომელიც ჩინეთს თავს მოახვიეს ინგლისმა, საფრანგეთმა, აშშ-მა და რუსეთმა მეორე „ოპიუმის ომის“ დროს (1856-60). 1839-42 ინგლის-ჩინეთის ე.წ. პირველი „ოპიუმის“ ომის შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებასთან ხელშეკრულებები გააფორმეს ინგლისმა, საფრანგეთმა და აშშ-მა, რასაც შედეგად მოჰყვა უცხოური კაპიტალის შეჭრა ჩინეთში. ამან ხელი შეუწყო ცინის იმპერიის შინაგანი კრიზისის გაღრმავებას.

დაიწყო ტაიპინელთა აჯანყება (1850-64). ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ის მმართველმა წრეებმა გადაწყვიტეს გამოეყენებინათ შექმნილი ვითარება და ცინის საიმპერატორო კარისათვის ახალი დათმობები გამოეძალათ. ინგლისი ცდილობდა დაეკანონებინა ჩინეთში ოპიუმის შეტანა, მოეპოვებინა თავისი დიპლომატიური წარმომადგენლებისათვის პეკინში მუდმივად ყოფნის უფლება, ინგლისის ვაჭრობისათვის გაეხსნა მდინარე იანძის აუზი და ახალი საზღვაო პორტები, გარდა ამისა, ცინის მთავრობა პოლიტიკურადაც ეკონტროლებინა. იანძის აუზში შეღწევა ამერიკელთა გეგმებშიც შედიოდა. საფრანგეთის მთავრობა მოითხოვდა ჩინეთის შიდა რაიონებში მისიონერული მოღვაწეობის ლეგალიზებას. რუსეთს აწუხებდა ჩინეთ-რუსეთის საზღვრის საკითხი, მოითხოვდა აგრეთვე ჩინეთთან საზღვაო ვაჭრობის უფლებას.

ცინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა მიეღო ლონდონის ახალი მოთხოვნები, რის გამოც ინგლისმა 1856 წლის ოქტომბერში დაბომბა გუანჯოუ. ამით მან სათავე დაუდო ე.წ. მეორე „ოპიუმის“ ომს (1856-60). მალე ომში საფრანგეთიც ჩაერთო. 1858 წლის 26 მაისს ინგლისისა და საფრანგეთის საექსპედიციო ჯარები ტიანძინში შევიდნენ. ცინის მთავრობამ კაპიტულაცია გამოაცხადა დასავლეთის სახელმწიფოთა წინაშე და მოლაპარაკების გასამართავად რწმუნებულები გაგზავნა ტიანძინში. რუსეთი შეაშფოთა პეკინზე ინგლისის გავლენის გაძლიერებამ და გადაწყვიტა შუამავლად გამოსულიყო მოლაპარაკებებზე. ეს დიპლომატიური მისია დაეკისრა ე. ვ. პუტიატინს.

სარჩევი

[რედაქტირება] ამერიკა-ჩინეთის ხელშეკრულება

დაიდო ტიანძინში 1858 წლის 18 ივნისს. აშშ-მა ისარგებლა ინგლის-საფრანგეთსა და ჩინეთს შორის გაჩაღებული ომით და აიძულა ცინის საიმპერატორო კარი მნიშვნელოვნად გაეფართოებინა აშშ-ის პრივილეგიები ჩინეთში. ეს პრივილეგიები მან მიიღო 1844 ვანსიანის ხელშეკრულებით. ამერიკის ვაჭრობისათვის იხსნებოდა შანხაის, ნინბოს, ფუჯოუს, სიამინის, გუანჯოუს, ტაინანისა (კუნძული ტაივანზე) და შანტოუს ნავსადგურები. ღია ნავსადგურებში აშშ-ს შეეძლო დაენიშნა თავისი კონსულები. ამერიკულ ხომალდებს შეეძლოთ ესარგებლათ ჩინური ნავსადგურებით, როცა რემონტი ან საწვავისა და სურსათ-სანოვაგის შევსება დასჭირდებოდათ. აშშ-ის მოქალაქეებს უფლება ეძლეოდათ ღია ნავსადგურებში იჯარით აეღოთ მიწა, სახლები, სავაჭრო მოედნები და ა.შ. ტიანძინის ხელშეკრულება ჩინეთში ამერიკელთა საკუთრების ხელშეუხებლობის გარანტიას იძლეოდა. უცხოელთა წინააღმდეგ შესაძლო გამოსვლებზე პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ადგილობრივ ხელისუფლებას. ხელშეკრულების მიხედვით, აშშ-სა და ცინის მთავრობას შორის პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობები იზღუდებოდა (ამერიკის წარმომადგენლებს პეკინთან მხოლოდ თავისუფალი მიმოწერის უფლება ჰქონდათ, დედაქალაქში ჩასვლა კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეეძლოთ). ეს შეზღუდვა ხელმოწერიდან უკვე რამდენიმე დღის შემდეგ გაუქმდა. რადგანაც ინგლისმა და საფრანგეთმა ჩინეთთან დადებული ხელშეკრულებით მოიპოვეს უფლება პეკინში იყოლიონ მუდმივი დიპლომატიური მისია. ეს უფლება გავრცელდა აშშ-სა და რუსეთზეც.

[რედაქტირება] ინგლის-ჩინეთის ხელშეკრულება

ხელი მოაწერეს 1858 წლის 26 ივნისს ტიანძინში. ხელშეკრულების თანახმად ჩინეთს ევალებოდა პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება ინგლისთან, ორივე მხარეს უნდა გაეცვალა მუდმივი დიპლომატიური წარმომადგენლები. ამ უფლებით XIX ს-ის 70-იან წლებამდე ფაქტობრივად მხოლოდ ინგლისი სარგებლობდა. ჩინეთში ინგლისის დესპანსა და მის ამალას მთელ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება ჰქონდა. მათზე ვრცელდებოდა ყველა ის პრივილეგია, რაც ჰქონდათ ელჩებს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ჩინეთისათვის გაცილებით მძიმე აღმოჩნდა მიენიჭებინა ინგლისის ქვეშევრდომთათვის უფლება, ემოგზაურათ „საკუთარი სიამოვნებისა თუ სავაჭრო საჭიროების მიზნით“ ჩინეთის შიდა ოლქებსა და პროვინციებში. ინგლისურ გემებს კი ეცურათ და ევაჭრათ მდინარე იანძიზე, ამ მდინარის სანაპიროზე, სადაც ჩინეთის ჯარები გააფთრებულ ბრძოლას აწარმოებდნენ ტაიპინელთა სახელმწიფოს წინააღმდეგ, ინგლისელთათვის უნდა გახსნილიყო სამი „შესასვლელი ნავსადგური“. ასეთ ნავსადგურებად განისაზღვრა ქალაქები: ჯენძიანი, ძიუძიანი და ხანკოუ. ამ გზით ცინის მთავრობა ცდილობდა მოეპოვებინა ინგლისის (აგრეთვე აშშ-ისა და საფრანგეთის) მხარდაჭერა აჯანყების წინააღმდეგ ბრძოლაში. ხუთი ნავსადგურის გარდა, რომლებიც მოიპოვა ინგლისმა 1842 ნანკინის ხელშეკრულებით, ამ ქვეყნისათვის იხსნებოდა ნავსადგურები: ჩიფუ (შანდუნის ნახევარკუნძულზე), ნიუჯუანი (ლიაოდუნის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთში), შანტოუ (გუანდუნის პროვინციაში), აგრეთვე ორი ნავსადგური ტაივანისა და ხაინანის კუნძულებზე. ყველა ამ პუნქტში ინგლისელებს შეეძლოთ არა მარტო ვაჭრობა. არამედ დასახლება, სახლების ყიდვა, მიწის იჯარით აღება, ეკლესიებისა და ჰოსპიტლების აგება, სასაფლაოების შექმნა, ჩინეთში ინგლისის ქვეშევრდომებს საკონსულო იურისდიქციის უფლება ეძლეოდათ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ჩინეთის მიერ საბაჟო და სატრანზიტო გადასახადების შემცირებას. ინგლისის სამხედრო გემებს ნება ეძლეოდათ თავისუფლად შესულიყვნენ ყველა ნავსადგურში, რომელსაც ჩინეთის იმპერატორი ფლობდა, მაგრამ სავაჭრო გემებს მხოლოდ ღია ნავსადგურებში შეეძლოთ შესვლა. ხელშეკრულებას თან ერთოდა „სეპარატული მუხლი“, რომლის მიხედვითაც ჩინეთს ინგლისისათვის უნდა გადაეხადა კონტრიბუცია 4 მლნ ტაელის ოდენობით. მხოლოდ ამ თანხის მიღების შემთხვევაში გაიყვანდა დიდი ბრიტანეთი თავის ჯარებს გუანჯოუდან.

[რედაქტირება] რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულება 1858

ხელმოწერილ იქნა 1(13).VI რუსეთის მხრიდან ე. ე. პუტიატინის, ხოლო ჩინეთის მხრიდან ხუა შანოისა და გუი ლიანოს მიერ. ხელშეკრულება შედგებოდა 12 მუხლისაგან. აღიარებდა ორივე სახელმწიფოს მთავრობათა თანასწორუფლებიანობას. ჩინეთი რუსეთთან ამყარებდა ურთიერთობას იმ დონეზე, როგორიც მას გააჩნდა სხვა სახელმწიფოებთან. ვაჭრობა რუსეთსა და ჩინეთს შორის შეიძლება წარმართულიყო როგორც ხმელეთით, ისე ზღვით. რუსეთის გემებს შეეძლოთ შესულიყვნენ პორტებში: შანხაი, ნინბო, ფუჯოუფუ, სიამინი, გუანჯოუ (კანტონი), ტაივანუფუ (დღევანდელი ტაინანი კუნძულ ტაივანზე), ციუნჯოუ (კუნძული საინანი). ასევე რუსეთის გემებს შეეძლოთ შესულიყვნენ იმ პორტებში, რომლებიც ღია იყო უცხოელი ვაჭრებისათვის. რუსეთმა მიიღო უფლება, დაენიშნა კონსულები იმ პორტებში, რომლებიც ღია იყო რუსეთის გემებისათვის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთის ან ჩინეთის სახელმწიფოს ქვეშევრდომი ჩაიდენდა დანაშაულს, მაშინ ის უნდა დასჯილიყო თავისი სახელმწიფოს კანონებით. ხელშეკრულების მე-9 მუხლით, მხარეები ქმნიდნენ ერთობლივ ჯგუფს, რომელსაც უნდა შეესწავლა ჩინეთ-რუსეთის საზღვარი. ამ ჯგუფის მიერ მიღებული შეთანხმება უნდა ჩამოყალიბებულიყო ცალკე მუხლად, რომელიც დაერთოდა ამ ხელშეკრულებას. კიასტასა და პეკინს შორის მყარდებოდა საფოსტო კავშირი. სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა მოხდა პეკინში 24.IV.1859.

[რედაქტირება] საფრანგეთ-ჩინეთის ხელშეკრულება

გაფორმდა 1858 წლის 27 ივნისს ტიანძინში. იგი საფრანგეთს ძირითადად იმავე პრივილეგიებს ანიჭებდა, რაც, ტიანძინის ხელშეკრულებით, ინგლისმა მიიღო, საფრანგეთისათვის იხსნებოდა იგივე ნავსადგურები ნიუჯუანის გამოკლებით, რომელიც შეიცვალა ტანსუის ნავსადგურით (კუნძულ ტაივანზე) და ნანკინით – იმხანად ტაიპინელთა სახელმწიფოს დედაქალაქით. ჩინეთს ეკისრებოდა ვალდებულება კონტრიბუციის სახით გადაეხადა 2 მლნ ტაელი, აგრეთვე გამოეყო დიდი თანხა იმ ზარალის ასანაზღაურებლად, რომელიც გუანჯოუში მცხოვრებ საფრანგეთის ქვეშევრდომებს მიადგათ სამხედრო მოქმედებების დროს. ხელშეკრულებამ მნიშვნელოვნად გააფართოვა უცხოელ მისიონერთა პრივილეგიები ჩინეთში. მისიონერებს უფლება ჰქონდათ ცინის იმპერიის ნებისმიერ ადგილას თავისუფლად გაევრცელებინათ ქრისტიანობა. მათ პიროვნებისა და საკუთრების უსაფრთხოების სრული გარანტია ეძლეოდათ. ადგილობრივი მთავრობა აგრეთვე აღიარებდა, რომ ჩინეთის ყველა ქვეშევრდომს ჰქონდა უფლება. მიეღო ქრისტიანობა და ამის გამო ხელისუფლება მას არ დასჯიდა. გაუქმდა ყველა განკარგულება, რომელიც აქამდე მიღებული ჰქონდა ჩინეთის მთავრობას ქრისტიანული სარწმუნოების წინააღმდეგ.

1858 ტიანძინის ხელშეკრულებებმა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააფართოვა და გააძლიერა ჩინეთში უცხოური კაპიტალის პოზიციები, ვერ დააკმაყოფილა ინგლისელები და ფრანგები, მათ ჩინეთზე სრული სამხედრო-პოლიტიკური კონტროლის დაწესება სურდათ. ამიტომაც ინგლისმა და საფრანგეთმა გადაწყვიტეს, გამოეყენებინათ მომავალი სარატიფიკაციო სიგელების გაცვლა, რათა ცინის კარისათვის ახალი დათმობები გამოეძალათ. ჩინეთის მცდელობას, წინ აღსდგომოდა ევროპის სახელმწიფოთა ახალ ზეწოლას, სამხედრო მოქმედებათა განახლება მოჰყვა, რაც საბოლოოდ ჩინეთის დამარცხებითა და მისთვის უფრო მძიმე პირობებზე ხელმოწერით დასრულდა (პეკინის ხელშეკრულება 1860).

[რედაქტირება] საფრანგეთ-ჩინეთის ხელშეკრულება 1885

ხელშეკრულება, რომელიც 1884-85 საფრანგეთ-ჩინეთის ომის შედეგად დაიდო ტიანძინში 9 ივნისს. ცინის მთავრობა აღიარებდა დამარცხებას ვიეტნამში, მას ამ ქვეყნიდან უნდა გაეყვანა თავისი ჯარები. საფრანგეთის ახალ სამფლობელოებსა და ჩინეთის იმპერიას შორის საზღვრები ზუსტად უნდა განესაზღვრა გამმიჯნავ კონვენციას. საფრანგეთს ჩამოსცილდა ლანსონი და ლაოკაი. საფრანგეთი კისრულობდა ომის დროს დაკავებული პენხულუდაოს კუნძულებისა და ტაივანის ზოგიერთი პუნქტის დაცლას, ტიანძინის ხელშეკრულება ფრანგულ კაპიტალს სამხრეთ ჩინეთში შეღწევის დიდ შესაძლებლობებს აძლევდა. ვიეტნამის საზღვართან ახლომდებარე ჩინეთის რაიონებში საფრანგეთს მიენიჭა ფრიად მომგებიანი სავაჭრო უფლებები. ხელშეკრულების თანახმად, თუ ჩინეთი მოისურვებდა თავის ტერიტორიაზე რკინიგზის გაყვანას, მას უნდა გამოეყენებინა ფრანგი მრეწველები. ეკონომიკური პრივილეგიები, რომელიც საფრანგეთმა ჩინეთში ტიანძინის ხელშეკრულებით მიიღო, კიდევ უფრო განავრცო 1886 წლის 25 აპრილს ტიანძინში დადებულმა საფრანგეთ-ჩინეთის სავაჭრო ხელშეკრულებამ. საფრანგეთის ვაჭრობისათვის იხსნებოდა ქალაქები: მინცე, მანსაო (იუნანის პროვინცია) და ლუნჯოუ (გუანსის პროვინცია).

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

ქართული დიპლომატიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები