შენბრუნის საზავო ხელშეკრულება
(ახალი გვერდი: '''შენბრუნის საზავო ხელშეკრულება''' – დაიდო [[საფრანგეთი|საფრა...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
'''შენბრუნის საზავო ხელშეკრულება''' – დაიდო [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[ავსტრია]]ს შორის 1809 წ. 14.X შენბრუნის [[ციხესიმაგრე]]ში, ვენაში. საფრანგეთის მხრიდან ხელი მოაწერა შამპანმა, ავსტრიის მხრიდან – ლიხტენშტაინმა. | '''შენბრუნის საზავო ხელშეკრულება''' – დაიდო [[საფრანგეთი|საფრანგეთსა]] და [[ავსტრია]]ს შორის 1809 წ. 14.X შენბრუნის [[ციხესიმაგრე]]ში, ვენაში. საფრანგეთის მხრიდან ხელი მოაწერა შამპანმა, ავსტრიის მხრიდან – ლიხტენშტაინმა. | ||
| − | მიუხედავად იმისა, რომ [[ავსტრია]] 1809 კამპანიაში საბოლოოდ დამარცხებული არ ყოფილა, ხოლო [[ნაპოლეონ I]] სერიოზულ სიძნელეებს განიცდიდა ფრანგების წინააღმდეგ [[ესპანეთი|ესპანეთში]] დაწყებულ სახალხო ომთან დაკავშირებით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მსვლელობისას, რომლებიც წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ნაპოლეონმა შეძლო ავსტრიისთვის თავს მოეხვია მძიმე პირობები. შენბრუნის საზავო ხელშეკრულება საფრანგეთსა და ავსტრიას შორის „მშვიდობისა და მეგობრობის“ დამყარებას აცხადებდა. ავსტრიის იმპერია საფრანგეთს უთმობდა გერტის საგრაფოს, | + | მიუხედავად იმისა, რომ [[ავსტრია]] 1809 კამპანიაში საბოლოოდ დამარცხებული არ ყოფილა, ხოლო [[ნაპოლეონ I]] სერიოზულ სიძნელეებს განიცდიდა ფრანგების წინააღმდეგ [[ესპანეთი|ესპანეთში]] დაწყებულ სახალხო ომთან დაკავშირებით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მსვლელობისას, რომლებიც წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ნაპოლეონმა შეძლო ავსტრიისთვის თავს მოეხვია მძიმე პირობები. შენბრუნის საზავო ხელშეკრულება საფრანგეთსა და ავსტრიას შორის „მშვიდობისა და მეგობრობის“ დამყარებას აცხადებდა. ავსტრიის იმპერია საფრანგეთს უთმობდა გერტის საგრაფოს, ტრიესტსა და კრაინას, კარინტიისა და ხორვატიის ნაწილს, აგრეთვე ისტრიას, გარდა ამისა, ავსტრიისთვის ჩამორთმეულ ზალცბურგსა და ზემო ავსტრიის ნაწილს ნაპოლეონი გადასცემდა ბავარიას, ხოლო დასავლეთ გალიციას – ვარშავის საჰერცოგოს, ტარნოპოლის მცირე ოლქს იგი ავსტრია-რუსეთის ურთიერთობათა გამწვავების მიზნით რუსეთს გადასცემდა. |
| − | საფრანგეთი ვალდებული იყო, არ შეეფერხებინა ავსტრიის სატრანზიტო ვაჭრობა, რომელიც პორტ ფიუმეს გავლით ხორციელდებოდა, მაგრამ ავსტრია კონტინენტურ ბლოკადას უნდა შეერთებოდა. მას უნდა გაეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა ინგლისთან და საერთოდ არ ჩარეულიყო [[ესპანეთი]]ს, [[პორტუგალია|პორტუგალიისა]] და [[იტალია|იტალიის]] საქმეებში, წინასწარვე ეცნო ყველა ის ცვლილება, რომლებსაც ნაპოლეონი მოახდენდა ამ ქვეყნებში. | + | საფრანგეთი ვალდებული იყო, არ შეეფერხებინა ავსტრიის სატრანზიტო [[ვაჭრობა]], რომელიც პორტ ფიუმეს გავლით ხორციელდებოდა, მაგრამ ავსტრია კონტინენტურ ბლოკადას უნდა შეერთებოდა. მას უნდა გაეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა ინგლისთან და საერთოდ არ ჩარეულიყო [[ესპანეთი]]ს, [[პორტუგალია|პორტუგალიისა]] და [[იტალია|იტალიის]] საქმეებში, წინასწარვე ეცნო ყველა ის ცვლილება, რომლებსაც ნაპოლეონი მოახდენდა ამ ქვეყნებში. |
ნაპოლეონი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, გამოეცხადებინა ტიროლის მცხოვრებთა [[ამნისტია]], რომელნიც საფრანგეთის წინააღმდეგ [[აჯანყება]]ში იღებდნენ მონაწილეობას, და იძლეოდა ავსტრიისთვის დარჩენილი სამფლობელოების მთლიანობის გარანტიას. ხელშეკრულების დანართის ცალკეული მუხლები ითვალისწინებდა ავსტრიის ჯარების შემცირებას (50 ათას კაცამდე და საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი [[კონტრიბუცია|კონტრიბუციის]] გადახდას. | ნაპოლეონი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, გამოეცხადებინა ტიროლის მცხოვრებთა [[ამნისტია]], რომელნიც საფრანგეთის წინააღმდეგ [[აჯანყება]]ში იღებდნენ მონაწილეობას, და იძლეოდა ავსტრიისთვის დარჩენილი სამფლობელოების მთლიანობის გარანტიას. ხელშეკრულების დანართის ცალკეული მუხლები ითვალისწინებდა ავსტრიის ჯარების შემცირებას (50 ათას კაცამდე და საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი [[კონტრიბუცია|კონტრიბუციის]] გადახდას. | ||
მიმდინარე ცვლილება 01:04, 10 ოქტომბერი 2024 მდგომარეობით
შენბრუნის საზავო ხელშეკრულება – დაიდო საფრანგეთსა და ავსტრიას შორის 1809 წ. 14.X შენბრუნის ციხესიმაგრეში, ვენაში. საფრანგეთის მხრიდან ხელი მოაწერა შამპანმა, ავსტრიის მხრიდან – ლიხტენშტაინმა.
მიუხედავად იმისა, რომ ავსტრია 1809 კამპანიაში საბოლოოდ დამარცხებული არ ყოფილა, ხოლო ნაპოლეონ I სერიოზულ სიძნელეებს განიცდიდა ფრანგების წინააღმდეგ ესპანეთში დაწყებულ სახალხო ომთან დაკავშირებით, ხანგრძლივი მოლაპარაკებების მსვლელობისას, რომლებიც წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ნაპოლეონმა შეძლო ავსტრიისთვის თავს მოეხვია მძიმე პირობები. შენბრუნის საზავო ხელშეკრულება საფრანგეთსა და ავსტრიას შორის „მშვიდობისა და მეგობრობის“ დამყარებას აცხადებდა. ავსტრიის იმპერია საფრანგეთს უთმობდა გერტის საგრაფოს, ტრიესტსა და კრაინას, კარინტიისა და ხორვატიის ნაწილს, აგრეთვე ისტრიას, გარდა ამისა, ავსტრიისთვის ჩამორთმეულ ზალცბურგსა და ზემო ავსტრიის ნაწილს ნაპოლეონი გადასცემდა ბავარიას, ხოლო დასავლეთ გალიციას – ვარშავის საჰერცოგოს, ტარნოპოლის მცირე ოლქს იგი ავსტრია-რუსეთის ურთიერთობათა გამწვავების მიზნით რუსეთს გადასცემდა.
საფრანგეთი ვალდებული იყო, არ შეეფერხებინა ავსტრიის სატრანზიტო ვაჭრობა, რომელიც პორტ ფიუმეს გავლით ხორციელდებოდა, მაგრამ ავსტრია კონტინენტურ ბლოკადას უნდა შეერთებოდა. მას უნდა გაეწყვიტა ყოველგვარი ურთიერთობა ინგლისთან და საერთოდ არ ჩარეულიყო ესპანეთის, პორტუგალიისა და იტალიის საქმეებში, წინასწარვე ეცნო ყველა ის ცვლილება, რომლებსაც ნაპოლეონი მოახდენდა ამ ქვეყნებში.
ნაპოლეონი, თავის მხრივ, იღებდა ვალდებულებას, გამოეცხადებინა ტიროლის მცხოვრებთა ამნისტია, რომელნიც საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყებაში იღებდნენ მონაწილეობას, და იძლეოდა ავსტრიისთვის დარჩენილი სამფლობელოების მთლიანობის გარანტიას. ხელშეკრულების დანართის ცალკეული მუხლები ითვალისწინებდა ავსტრიის ჯარების შემცირებას (50 ათას კაცამდე და საფრანგეთისთვის მნიშვნელოვანი კონტრიბუციის გადახდას.
შენბრუნის საზავო ხელშეკრულება გაუქმებულ იქნა ვენის კონგრესის 1814-15 გადაწყვეტილებით.