აბუ სიმბელი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბუ სიმბელი“ გადაიტანა გვერდზე „აბუ-სიმბელი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „აბუ-სიმბელი“ გადაიტანა გვერდზე „აბუ სიმბელი“ გადამისამართება...)

10:16, 16 ოქტომბერი 2024-ის ვერსია

რამსესისა და ნეფერტარის ტაძარი

აბუ სიმბელი – რამსეს II-მ საკუთარი თავის განსადიდებლად და ეგვიპტური რელიგიის უფრო ფართოდ გასავრცელებლად ნუბიაში შვიდი კლდის ტაძარი ააგო. მათ შორის ყველაზე გრანდიოზულია ორი ტაძრისაგან შემდგარი კომპლექსი, რომელიც რამსესმა თავის თავს და საყვარელ მეუღლეს – ნეფერტარის მიუძღვნა. კომპლექსი დღეს მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ შედევრად არის მიჩნეული.

აბუ სიმბელი მდებარეობს დღევანდელ სამხრეთ ეგვიპტეში, ნილოსის პირველი ჭორომიდან 100 კმ. სამხრეთით, სუდანის საზღვართან. უფრო დიდ ტაძარში რამსესის გარდა ეთაყვანებოდნენ ამონ-რას, რა-ხორახტისა და პტახს, უფრო მცირე ტაძარში თაყვანს სცემდნენ ხატხორს და ნეფერტარის. ნეფერტარის ტაძარში შესასვლელის თავზე ამოკვეთილია წარწერა: „რამსესი, მან გამოკვეთა ეს ტაძარი კლდეში, მარადიული დახელოვნებით, თავისი მთავარი მეუღლის, ნეფერტარისათვის, ნუბიაში, სამარადისოდ, ნეფერტარისათვის, რომლისთვისაც ბრწყინავს თავად მზე“. რამსესის ტაძრის სახელი იყო „ტაძარი რამსესის, რომელიც უყვარს ამონს“.

ტაძრის მშენებლობა რამსესმა გამეფებიდან მეხუთე წელს დაიწყო და მას ოცი წელი მოანდომა. ქვიშაში ჩამარხული ტაძრების ზედა ფრიზი 1813 წ. იპოვა შვეიცარიელმა აღმოსავლეთმცოდნემ ჯ. ლ. ბურკჰარდტმა, რომელმაც თავისი აღმოჩენის შესახებ იტალიელ მკვლევარს ჯ. ბელცონის შეატყობინა. ამ უკანასკნელმა 1817 წ. მოახერხა ტაძრების ქვიშიდან გათავისუფლება.

გადმოცემით, აბუ სიმბელი ერქვა ადგილობრივ ბიჭს, რომელმაც თავის დროზე ბურკხარდტს ფრიზი აჩვენა, და მკვლევარებმა ტაძარს მისი სახელი დაარქვეს. XX საუკუნის სამოციან წლებში, როცა ასუანის კაშხალს აგებდნენ, ტაძრებს ხელოვნურ ნასერის ტბაში ჩაძირვის საშიშროება დაემუქრა. იუნესკოს ზედამხედველობით და დაფინანსებით ორივე კლდის ტაძარი 30-ტონიან ბლოკებად დახერხეს და ხელახლა ააწყვეს ძველ მდებარეობაზე 65 მეტრით მაღლა. ეგვიპტელმა არქიტექტორებმა ისე გათვალეს ტაძრის ღერძი, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში ტაძრის გადატანამდე, წელიწადში ორჯერ – 20 ოქტომბერს და 20 თებერვალს, ყვალაზე ღრმად მდებარე ოთახის უკანა კედელთან დადგმულ რამსესის ქანდაკებას მზის სხივები აკაშკაშებდა. ტაძრის აწევის შემდეგ ამ მოვლენამ თითო დღით გადაიწია.

წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები