ანუბისი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Anubisi (tura).jpg|thumb|100პქ|'''ანუბისი.''' მოსკოვი. ა. ს. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.]]
+
[[ფაილი:Anubisi (tura).jpg|thumb|100პქ|<small>'''ანუბისი.''' მოსკოვი. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი</small>.]]
  
 
'''ანუბისი''' – ''(ეგვიპტ.)'' ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ან [[მგელი|მგლი]]ს სახის ღვთაება, დაფიქსირებულია უკვე წინადინასტიური და არქაული პერიოდის დროს. მოიხსენიებოდა, როგორც ბასტეტის, ან [[ოსირისი]]ს და ნეფტიდას შვილი.  
 
'''ანუბისი''' – ''(ეგვიპტ.)'' ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ან [[მგელი|მგლი]]ს სახის ღვთაება, დაფიქსირებულია უკვე წინადინასტიური და არქაული პერიოდის დროს. მოიხსენიებოდა, როგორც ბასტეტის, ან [[ოსირისი]]ს და ნეფტიდას შვილი.  

15:53, 17 ოქტომბერი 2024-ის ვერსია

ანუბისი. მოსკოვი. პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმი.

ანუბისი(ეგვიპტ.) ერთ-ერთი უძველესი ძაღლის ან მგლის სახის ღვთაება, დაფიქსირებულია უკვე წინადინასტიური და არქაული პერიოდის დროს. მოიხსენიებოდა, როგორც ბასტეტის, ან ოსირისის და ნეფტიდას შვილი.

პლუტარქეს თანახმად, ნეფტიდამ დაათრო ოსირისი და მისგან ანუბისი გააჩინა. იგივე პლუტარქე მეორე ადგილას მას ისიდას და ოსირისის შვილად ასახელებს. ასახელებდნენ ასევე, როგორც ერთ-ერთს რას ოთხი შვილიდან. გამოისახებოდა დამჯდარი შავი ძაღლის ან ძაღლისთავიანი ადამიანის სახით.

ზეტეს აზრით, „inpu“ ეგვიპტურში „ძაღლის“ მოფერებით სახელს წარმოადგენდა. მთავარ საკულტო ადგილად ითვლება მეჩვიდმეტე ზემოეგვიპტური ნომი, რომლის მთავარ ქალაქს ბერძნებმა ლიკოპოლისი, ანუ ძაღლის ქალაქი დაარქვეს. ნომის ემბლემაც ანუბისის ძაღლი იყო. ამავე ნომში და მის შემოგარენში ეთაყვანებოდნენ ანუბისის მდედრობით ნაირსახეობას, რომელიც ოსირისის მფარველ ქალღმერთად ითვლებოდა. ანუბისის საკულტო ადგილები იყო ასევე გებელენი, რიფე, მემფისის ნეკროპოლისის მიდამოები და ტურა. მისი ყველაზე ხშირი ეპითეტები იყო „ის, ვინც თავის მთაზეა“ და „წმინდა მიწის ბატონი“. „წმინდა მიწა“ ეგვიპტურ ენაში ნეკროპოლისს ნიშნავს. ადრე მოიპოვა გარდაცვლილთა და ნეკროპოლისების მფარველი ღვთაების მდგომარეობა და მნიშვნელოვანი ადგილი გარდაცვლილთა კულტში, სადაც ძირითადად სხეულის განწმენდა და ბალზამირება ევალებოდა. უკვე პირამიდების ტექსტებში აღწერილია, როგორც პირველი მებალზამე, რომელმაც ოსირისის მუმია დაამზადა. მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ასევე ოსირისის სამსჯავრიში, სადაც წონიდა გარდაცვლილის გულს და თოტთან ერთად იწერდა და აცხადებდა გარდაცვლილის განაჩენს „ორი მაატის“ (სამართლის ან სიმართლის) დარბაზში. მისი კიდევ ერთი წოდება „პირველი დასავლეთის მობინადრეთა (ე.ი. გარდაცვლილთა) შორის“ ძალიან ადრე „მიითვისა“ ოსირისმა.



წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები