ნექტანებოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
'''ნექტანებოსი''' – ორი ეგვიპტური ფარაონის სახელი. ნექტანებოს I (ჩვ.წ.-მდე 380-362) და ნექტანებოს II (360-343) არიან ეგვიპტის უკანასკნელი ეგვიპტელი [[ფარაონი|ფარაონები]] და თეოსთან (363-360) ერთად ქმნიან უკანასკნელ (XXX) ეგვიპტური ფარაონების დინასტიას, რომლის შემდეგაც ეგვიპტე ისევ სპარსელების ხელში გადადის. მათ საკმაოდ მძიმე და არეულ პრიოდში მოუხდათ მეფობა. სპარსელების ბატონობის შემდეგ ქვეყანა არეული იყო, და სპარსელების მიერ ქვეყნის ხელმეორედ დაპყრობის საშიშროება – რეალური. ამ პირობებში ბუნებრივი იყო დაახლოებით ოცდაოთხი წლის განმავლობაში ორი დინასტიის შეცვლა.  
+
'''ნექტანებოსი''' – ორი ეგვიპტური ფარაონის სახელი. ნექტანებოს I (ჩვ.წ.-მდე 380-362) და ნექტანებოს II (360-343) არიან ეგვიპტის უკანასკნელი ეგვიპტელი [[ფარაონი|ფარაონები]] და თეოსთან (363-360) ერთად ქმნიან უკანასკნელ (XXX) ეგვიპტური ფარაონების დინასტიას.  
==== ნექტანებოს I ====
+
 
XXVIII დინასტიის ერთადერთ ფარაონად ამირტეოსი ითვლება, XXIX დინასტია კი ოთხი უზურპატორისაგან შედგება. ჩვ.წ.მდე 380 წ. [[მხედართმთავარი|მხედართმთავარმა]] სებენიტოსიდან, ნექტანებოსმა, მოახერხა XXIX დინასტიის ბოლო ფარაონის, ნეფერიტეს II-ის ტახტიდან ჩამოგდება. ის ადის ტახტზე, როგორც ნექტანებოს I, და აარსებს ახალ, XXX დინასტიას. 373 წ. ნექტანებოს I-მა მოიგერია არტაქსერქსე II-ის შემოტევა. მან გამოიყენა ნილოსის ადიდება და მოახერხა სპარსელების უკუგდება ეგვიპტის საზღვრიდან. შემდეგ გაამაგრა დასავლეთი საზღვრები, და მშვიდობიანად დაასრულა მეფობა. მართალია, ეს პერიოდი ვერ მიუახლოვდა ბრწყინვალე საისურ ხანას, მაგრამ ამ დროის ლიტერატურის და ხელოვნების ხარისხი მაინც კულტურულ აღორძინებაზე მიუთითებს. ნექტანებოს I ძალიან ბევრს აშენებდა. მან ჩაატარა დიდი სარესტავრაციო სამუშაოები [[კარნაკი]]ს ტაძარში და ააგო (დღევანდელი ათვლით) პირველი [[პილონი (არქიტექტურა)|პილონი]], დაიწყო ისიდას ტაძრის მშენებლობა კუნძულ ფილეზე. ის აშენებდა ასევე ელქაბში, ჰერმოპოლისში, [[მემფისი|მემფისში]] და ტანისში. მის დროს დამზადებული მრავალი [[ქანდაკება]] შემდგომში გადატანილი იქნა [[ალექსანდრია (ქალაქი ეგვიპტეში)|ალექსანდრია]]ში, და მოგვიანებით რომში. უნდა აღინიშნოს, რომ ნექტანებოსი მოშორდა ეგვიპტური ხელოვნების კლასიკურ კანონებს, და მის დროს დაიწყო ის ახალი ტალღა, რომელიც ეგვიპტის ბერძნული პერიოდის ხელოვნებასთან არის ასოცირებული. რაც შეეხება [[ფარაონის ტიტულატურა|ტიტულატურა]]ს, ნექტანებოსი შორეული წარსულისაკენ მიბრუნდა და სენუსერტ I-ის (XII დინასტია) სატახტო სახელი მიიღო. თავისი მეფობის დასასრულს ნექტანებოსი შეეცადა, განეახლებინა კონტაქტები [[ათენი|ათენსა]] და [[სპარტა]]სთან, როგორც მოკავშირეებთან, სპარსელების ახალი შემოტევის რეალური საშიშროების გამო. სავარაუდოდ, ნექტანებოს I დაიკრძალა სებენიტოსში, მაგრამ მისი სამარხი ნაპოვნი არ არის. ცნობილია რამდენიმე უშებტი მისი სამარხიდან, და მისი სარკოფაგის ნაწილები, რომლებიც გამოყენებული იქნა, როგორც სამშენებლო მასალა, მოძიებულია რამდენიმე სახლში კაიროში.  
+
# [[ნექტანებოს I]] – ეგვიპტის XXX დინასტიის ფარაონი, (ჩვ.წ.-მდე 380-362);
 +
# [[ნექტანებოს II]] – ეგვიპტის XXX დინასტიის ფარაონი, (ჩვ..-მდე 363-360).  
 +
 
  
==== ნექტანებოს II ====
 
ნექტანებოს I-ის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ადის მისი ვაჟიშვილი თეოსი (ტახოსი), რომელიც მამის თანამმართველი იყო ნექტანებოს I-ის მეფობის ბოლო წლებში. გამეფების შემდეგ თეოსი სათავეში ჩაუდგა ჯარს არტაქსერქსე II-ზე შესატევად. თეოსის ჯარში იყო ძალიან ბევრი ბერძენი დაქირავებული ჯარისკაცი სპარტის მეფის, აგესილაოსის და ათენელი მხედართმთავრის, ხაბრიასის მეთაურობით. ომის საწარმოებლად თეოსი იძულებული იყო, დიდი გადასახადებით დაებეგრა თავისი ქვეშევრდომები, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია. სიტუაციით ისარგებლა ეგვიპტეში დარჩენილმა თეოსის შვილმა, ტაჰეპიმუმ, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ფარაონის წინააღმდეგ. მან გამოიძახა თავისი შვილი, ნექტანებოსი, რომელიც თეოსთან ერთად სირიაში იბრძოდა. ნექტანებოსმა მოახერხა თავის მხარეზე გადაებირებინა როგორც ეგვიპტელები, ასევე ბერძნები, და ავიდა ტახტზე, როგორც ნექტანებოს II. თეოსი იძულებული იყო, გაქცეულიყო თავის მოწინააღმდეგესთან, არტაქსერქსე II-თან, რომელმაც ის დიდი პატივისცემით მიიღო. ნექტანებოს II-ის გამეფების შემდეგ იყო მისი ტახტიდან ჩამოგდების მცდელობები, ჯერ, სავარაუდოდ, XXIX დინასტიის შთამომავლის მიერ მენდესიდან (მისი სახელი უცნობია), შემდეგ კი თეოსის მიერ, რომელიც მოქმედებდა, როგორც სპარსეთის მოგზავნილი, მაგრამ ორივე შემთხვევაში ნექტანებოს II-ეს დაეხმარნენ ბერძნები, განსაკუთრებით კი მის მიმართ მეგობრულად განწყობილი სპარტის მეფე.
 
  
ქვეყნის შიგნით ნექტანებოს II-მ გააგრძელა ნექტანებოს I-ის მშენებლობები, და მუდმივი სპარსული მუქარის მიუხედავად, ის ბევრს აშენებდა მთელ ქვეყანაში. ნექტანებოს II-ის გამეფების დროიდან ვითარება იცვლება სპარსეთში. არტაქსერქსე II-ის გარდაცვალებამდე (ჩვ.წ.-მდე 359 წ.) ცოტა ხნით ადრე ოხოსმა, მომავალმა არტაქსექსე III-მ, დალაშქრა სირია, მაგრამ სასწრაფოდ გაეშურა შინ არტაქსერქსე II-ის გარდაცვალების გამო. დაახლ. ათი წლის განმავლობაში არტაქსერქსე III დაკავებული იყო საკუთარ იმპერიაში პრობლემების მოგვარებით, ჩვ.წ.-მდე 350 წლის ზამთარში კი პირადად გაუძღვა ჯარს ეგვიპტისაკენ, მაგრამ თავის მიზანს ვერ მიაღწია. არტაქსერქსეს დამარცხებას ძალიან დიდი რეზონანსი ჰქონდა, და 343 წლამდე მოხდა რამდენიმე [[აჯანყება]] სპარსელების წინააღმდეგ სიდონში, კვიპროსზე და სხვ. თავიდან აჯანყებულების საქმე წარმატებით მიდიოდა, მაგრამ თანდათან სპარსეთი დაეუფლა სიტუაციას, და ჩვ.წ.-მდე 343 წ. არტაქსერქსე III პირადად გაუძღვა ჯარს ეგვიპტისაკენ. მან მოახერხა ჩრდილოეთ ეგვიპტის დაპყრობა. ნექტანებოს II გაიქცა მემფისიდან ზემო ეგვიპტეში, საიდანაც სცადა კონტრიერიშის განხორციელება არტაქსექსე III-ის სპარსეთში დაბრუნების შემდეგ, მაგრამ კვლავ დამარცხდა, და ამჯერად გაიქცა ნუბიაში, სადაც, სავარაუდოდ, ადგილობრივ სამეფო კარს შეაფარა თავი. საინტერესოა ნექტანებოს II-ის სარკოფაგის ისტორია. რასაკვირველია, გაქცევისას მან ვერ შეძლო, თან წაეღო თავისი მასიური ქვის სარკოფაგი, რომლის მზადებას ფარაონები ტახტზე ასვლისთანავე იწყებდნენ. XVII საუკუნეში ის აღმოჩნდა ალექსანდრიაში, ატარიას მეჩეთში, სადაც რიტუალური აბაზანის როლს ასრულებდა, 1800 წელს კი ბრიტანელების მიერ მოპოვებულ სიძველეებთან ერთად (მათ შორის იყო ასევე როზეტას ქვა), ინგლისში იქნა გადატანილი, სადაც დღეს ბრიტანეთის მუზეუმშია დაცული.
 
  
  

მიმდინარე ცვლილება 01:06, 2 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

ნექტანებოსი – ორი ეგვიპტური ფარაონის სახელი. ნექტანებოს I (ჩვ.წ.-მდე 380-362) და ნექტანებოს II (360-343) არიან ეგვიპტის უკანასკნელი ეგვიპტელი ფარაონები და თეოსთან (363-360) ერთად ქმნიან უკანასკნელ (XXX) ეგვიპტური ფარაონების დინასტიას.

  1. ნექტანებოს I – ეგვიპტის XXX დინასტიის ფარაონი, (ჩვ.წ.-მდე 380-362);
  2. ნექტანებოს II – ეგვიპტის XXX დინასტიის ფარაონი, (ჩვ.წ.-მდე 363-360).



[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები