აბატონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''აბატონი''' – წმინდა ადგილი კუნძულ ბიგეზე, [[ეგვიპტის სამეფო|ეგვიპტის]] სამხრეთში, სადაც მდებარეობდა [[ოსირისი]]ს ერთ-ერთი წმინდა ნაწილის (ფეხის) სამარხი.  
 
'''აბატონი''' – წმინდა ადგილი კუნძულ ბიგეზე, [[ეგვიპტის სამეფო|ეგვიპტის]] სამხრეთში, სადაც მდებარეობდა [[ოსირისი]]ს ერთ-ერთი წმინდა ნაწილის (ფეხის) სამარხი.  
  
დიოდორე „აბატონს“ თარგმნის, როგორც „წმინდა მინდვრებს“. „აბატონი“ ბერძნულიდან წარმოიშვა და ნიშნავს „შეუღწეველს“, რადგან აბატონზე, რომელიც ოსირისის ერთ-ერთი წმინდა ნაწილის ნავსაყუდელი იყო, ყველა არ დაიშვებოდა. აქ არ შეიძლებოდა [[მუსიკა|მუსიკის]] დაკვრა, ნადირობა ან თევზაობა. [[პლუტარქე]]ს ცნობით, „იქ არ შეიძლება სიარული, ჩიტს არა აქვს დაფრენის, თევზს კი მის სიახლოვეს ცურვის უფლება“.  
+
დიოდორე „აბატონს“ თარგმნის, როგორც „წმინდა მინდვრებს“. „აბატონი“ ბერძნულიდან წარმოიშვა და ნიშნავს „შეუღწეველს“, რადგან აბატონზე, რომელიც [[ოსირისი]]ს ერთ-ერთი წმინდა ნაწილის ნავსაყუდელი იყო, ყველა არ დაიშვებოდა. აქ არ შეიძლებოდა [[მუსიკა|მუსიკის]] დაკვრა, ნადირობა ან თევზაობა. [[პლუტარქე]]ს ცნობით, „იქ არ შეიძლება სიარული, ჩიტს არა აქვს დაფრენის, თევზს კი მის სიახლოვეს ცურვის უფლება“.  
  
აბატონის უძველესი მოხსენიება დაფიქსირებულია [[ნექტანებოს I]]-ის მიერ მეზობელ კუნძულზე, ფილეზე ისიდასათვის აგებულ ტაძარში (ჩვ.წ.-მდე IV ს. დასასრული), ასე რომ ეს შედარებით „ახალგაზრდა“ მოსალოცი ადგილი იყო, მაგრამ გვიანდელ პერიოდში მან, როგორც ოსირისის თაყვანისცემის ცენტრმა, დაჩრდილა [[აბიდოსი]]. აქ უდიდესი როლი ითამაშა ისიდას მზარდმა პოპულარობამ და მისი ტაძრის სიახლოვემ მეზობელ ფილეზე. ქალღმერთის [[ქანდაკება]]ს ყოველ ათ დღეში (ეგვიპტური თვე სამ ათდღიან „კვირად“ იყო დაყოფილი) მიაბრძანებდნენ ოსირისის სამარხთან, რის გამოც მას „აბატონის“ ან „სამარხის ქალბატონს“ ეძახდნენ.
+
აბატონის უძველესი მოხსენიება დაფიქსირებულია [[ნექტანებოს I]]-ის მიერ მეზობელ კუნძულზე, ფილეზე [[ისიდა|ისიდასათვის]] აგებულ ტაძარში (ჩვ.წ.-მდე IV ს. დასასრული), ასე რომ ეს შედარებით „ახალგაზრდა“ მოსალოცი ადგილი იყო, მაგრამ გვიანდელ პერიოდში მან, როგორც ოსირისის თაყვანისცემის ცენტრმა, დაჩრდილა [[აბიდოსი]]. აქ უდიდესი როლი ითამაშა ისიდას მზარდმა პოპულარობამ და მისი ტაძრის სიახლოვემ მეზობელ ფილეზე. ქალღმერთის [[ქანდაკება]]ს ყოველ ათ დღეში (ეგვიპტური თვე სამ ათდღიან „კვირად“ იყო დაყოფილი) მიაბრძანებდნენ ოსირისის სამარხთან, რის გამოც მას „აბატონის“ ან „სამარხის ქალბატონს“ ეძახდნენ.
  
  

მიმდინარე ცვლილება 15:21, 5 ნოემბერი 2024 მდგომარეობით

აბატონი – წმინდა ადგილი კუნძულ ბიგეზე, ეგვიპტის სამხრეთში, სადაც მდებარეობდა ოსირისის ერთ-ერთი წმინდა ნაწილის (ფეხის) სამარხი.

დიოდორე „აბატონს“ თარგმნის, როგორც „წმინდა მინდვრებს“. „აბატონი“ ბერძნულიდან წარმოიშვა და ნიშნავს „შეუღწეველს“, რადგან აბატონზე, რომელიც ოსირისის ერთ-ერთი წმინდა ნაწილის ნავსაყუდელი იყო, ყველა არ დაიშვებოდა. აქ არ შეიძლებოდა მუსიკის დაკვრა, ნადირობა ან თევზაობა. პლუტარქეს ცნობით, „იქ არ შეიძლება სიარული, ჩიტს არა აქვს დაფრენის, თევზს კი მის სიახლოვეს ცურვის უფლება“.

აბატონის უძველესი მოხსენიება დაფიქსირებულია ნექტანებოს I-ის მიერ მეზობელ კუნძულზე, ფილეზე ისიდასათვის აგებულ ტაძარში (ჩვ.წ.-მდე IV ს. დასასრული), ასე რომ ეს შედარებით „ახალგაზრდა“ მოსალოცი ადგილი იყო, მაგრამ გვიანდელ პერიოდში მან, როგორც ოსირისის თაყვანისცემის ცენტრმა, დაჩრდილა აბიდოსი. აქ უდიდესი როლი ითამაშა ისიდას მზარდმა პოპულარობამ და მისი ტაძრის სიახლოვემ მეზობელ ფილეზე. ქალღმერთის ქანდაკებას ყოველ ათ დღეში (ეგვიპტური თვე სამ ათდღიან „კვირად“ იყო დაყოფილი) მიაბრძანებდნენ ოსირისის სამარხთან, რის გამოც მას „აბატონის“ ან „სამარხის ქალბატონს“ ეძახდნენ.


[რედაქტირება] წყარო

ძველი ეგვიპტის ენციკლოპედია‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები