საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია
(ახალი გვერდი: '''საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია''' – (International Cartographic Association, ICA...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Kartografiuli asociaciis logo.PNG|thumb|140პქ|საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციაციის ლოგო]] | ||
'''საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია''' – (International Cartographic Association, ICA), კარტოგრაფთა საერთაშორისო | '''საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია''' – (International Cartographic Association, ICA), კარტოგრაფთა საერთაშორისო | ||
გაერთიანება. დაარსდა 1959 წელს ქ. ბერნში ([[შვეიცარია]]) ცნობილი შვეიცარიელი კარტოგრაფის ედუარდ იმჰოფის (1895-1986) ინიციატივით. პირველი კონფერენცია ჩატარდა 1961 წ. ქ. პარიზში ([[საფრანგეთი]]). | გაერთიანება. დაარსდა 1959 წელს ქ. ბერნში ([[შვეიცარია]]) ცნობილი შვეიცარიელი კარტოგრაფის ედუარდ იმჰოფის (1895-1986) ინიციატივით. პირველი კონფერენცია ჩატარდა 1961 წ. ქ. პარიზში ([[საფრანგეთი]]). | ||
| ხაზი 7: | ხაზი 8: | ||
===== საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტები: ===== | ===== საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტები: ===== | ||
| − | 1961-1964 პროფესორი ედუარდ იმჰოფი – შვეიცარია; | + | * 1961-1964 პროფესორი ედუარდ იმჰოფი – შვეიცარია; |
| − | 1964-1968 არმიის ბრიგადირი დენის თაკველი – გაერთიანებული სამეფო ([[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთი]]); | + | * 1964-1968 არმიის ბრიგადირი დენის თაკველი – გაერთიანებული სამეფო ([[დიდი ბრიტანეთი|ბრიტანეთი]]); |
| − | 1968-1972 პროფესორი კონსტანტინე სალიშჩევი – სსრკ (რუსეთი); | + | * 1968-1972 პროფესორი კონსტანტინე სალიშჩევი – სსრკ (რუსეთი); |
| − | 1972-1976 პროფესორი არტურ რობინსონი – [[აშშ]]; | + | * 1972-1976 პროფესორი არტურ რობინსონი – [[აშშ]]; |
| − | 1976-1984 პროფესორი ფერდინანდ ორმელინგი – [[ნიდერლანდები]]; | + | * 1976-1984 პროფესორი ფერდინანდ ორმელინგი – [[ნიდერლანდები]]; |
| − | 1984-1987 პროფესორი ჯოელ მორისონი – აშშ; | + | * 1984-1987 პროფესორი ჯოელ მორისონი – აშშ; |
| − | 1987-1995 პროფესორი ფრაზერ ტეილორი – [[კანადა]]; | + | * 1987-1995 პროფესორი ფრაზერ ტეილორი – [[კანადა]]; |
| − | 1995-1999 დოქტორი მაიკელ ვუდი – OBE (ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი); | + | * 1995-1999 დოქტორი მაიკელ ვუდი – OBE (ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი); |
| − | 1999-2003 პროფესორი ბენგტ რაისტედტი – [[შვედეთი]]; | + | * 1999-2003 პროფესორი ბენგტ რაისტედტი – [[შვედეთი]]; |
| − | 2003-2007 პროფესორი მილან კონეჩნი _ ჩეხეთი; | + | * 2003-2007 პროფესორი მილან კონეჩნი _ ჩეხეთი; |
| − | 2007-2011 პროფესორი უილიამ კარტვიგტი – [[ავსტრალია]]; | + | * 2007-2011 პროფესორი უილიამ კარტვიგტი – [[ავსტრალია]]; |
| − | 2011 პროფესორი გეორგ გარტნერი – [[ავსტრია]] | + | * 2011 პროფესორი გეორგ გარტნერი – [[ავსტრია]] |
მიმდინარე ცვლილება 01:49, 24 ნოემბერი 2024 მდგომარეობით
საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია – (International Cartographic Association, ICA), კარტოგრაფთა საერთაშორისო გაერთიანება. დაარსდა 1959 წელს ქ. ბერნში (შვეიცარია) ცნობილი შვეიცარიელი კარტოგრაფის ედუარდ იმჰოფის (1895-1986) ინიციატივით. პირველი კონფერენცია ჩატარდა 1961 წ. ქ. პარიზში (საფრანგეთი).
ასოციაცია კოორდინაციას უწევს კარტოგრაფიულ საქმიანობას მსოფლიოს ქვეყნებში. შედეგების მოსმენა ხდება საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებზე, ეწყობა კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა გამოფენა. კონფერენციებს შორის მუშაობენ კომისიები სხვადასხვა თემაზე: კარტოგრაფიული განათლება, კარტოგრაფიული ტერმინოლოგია, კარტოგრაფიული სახვითი საშუალებების უნიფიცირება, კარტოგრაფიული ტექნოლოგიები და სხვ. გაერთიანებულია 60 ქვეყანა. კონფერენციები ტარდება ორ წელიწადში ერთხელ. 1988 წლამდე საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის კონგრესი და საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის კონფერენციები ტარდებოდა ერთსა და იმავე დროსა და ადგილზე. ასოციაციის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ქვეყნდება საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ბიულეტენში წელიწადში ორჯერ ინგლისურ და ფრანგულ ენებზე. ასოციაცია ითვლება აგრეთვე კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის საერთაშორისო საზოგადოებად. ასოციაციის მუშაობას ხელმძღვანელობს პრეზიდენტი, რომელსაც ოთხი წლის ვადით ირჩევენ სხვადასხვა ქვეყნიდან.
[რედაქტირება] საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტები:
- 1961-1964 პროფესორი ედუარდ იმჰოფი – შვეიცარია;
- 1964-1968 არმიის ბრიგადირი დენის თაკველი – გაერთიანებული სამეფო (ბრიტანეთი);
- 1968-1972 პროფესორი კონსტანტინე სალიშჩევი – სსრკ (რუსეთი);
- 1972-1976 პროფესორი არტურ რობინსონი – აშშ;
- 1976-1984 პროფესორი ფერდინანდ ორმელინგი – ნიდერლანდები;
- 1984-1987 პროფესორი ჯოელ მორისონი – აშშ;
- 1987-1995 პროფესორი ფრაზერ ტეილორი – კანადა;
- 1995-1999 დოქტორი მაიკელ ვუდი – OBE (ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერი);
- 1999-2003 პროფესორი ბენგტ რაისტედტი – შვედეთი;
- 2003-2007 პროფესორი მილან კონეჩნი _ ჩეხეთი;
- 2007-2011 პროფესორი უილიამ კარტვიგტი – ავსტრალია;
- 2011 პროფესორი გეორგ გარტნერი – ავსტრია