ჰელმჰოლცი ჰერმან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
(ერთი მომხმარებლის 2 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Helmholtz Hermann.JPG|thumb|200pq|ჰერმან ჰელმჰოლცი]]
+
[[ფაილი:Helmholtz Hermann.JPG|thumb|150პქ|ჰერმან ჰელმჰოლცი]]
'''ჰელმჰოლცი ჰერმან''' - Helmholtz Hermann, Гельмгольц Герман, 1821-1894
+
'''ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ ჰელმჰოლცი ''' - (გერმ. Hermann Ludwig Ferdinand von Helmholtz, 1821 - 1894), ეს უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი, ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი, განათლებით ექიმი, იყო კენიგსბერგის, ბონის, ჰაიდელბერგის და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი.
 +
უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობასთან ერთად მეცნიერულ გამოკვლევებსაც ეწეოდა.
  
გერმანელი ფიზიოლოგი, ფსიქოლოგი, ფიზიკოსი, XIX საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი-ბუნებისმეტყველი. როგორც ფიზიოლოგიაში ე.წ. ფიზიკო-ქიმიური სკოლის ერთ-ერთი ლიდერი, ჰელმჰოლცი მიიჩნევდა, რომ ფიზიკის კანონები, განსაკუთრებით მის მიერ ჩამოყალიბებული ენერგიის შენახვის (მუდმივობის) კანონი, ცოცხალ ბუნებაზეც უნდა ვრცელდებოდეს. ჰელმჰოლცი მოღვაწეობდა [[გერმანია|გერმანიის]] სხვადასხვა უნივერსიტეტში (კენიგსბერგი, ბონი, ბერლინი). ფსიქოლოგიისთვის ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი დაემთხვა მის მუშაობას ჰაიდელბერგში, სადაც მისი ასისტენტი ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის მომავალი ფუძემდებელი [[ვუნდტი ვილჰელმ მაქსიმილიან|ვ. ვუნდტი]] იყო. აქ შეიქმნა ორი ფუნდამენტური მონოგრაფია: „ფიზიოლოგიური ოპტიკა”  (1867) და „ტონების შეგრძნება”  (1875), რომლებიც მხედველობისა და სმენის შეგრძნების მოდალობაში კლასიკურ გამოკვლევებად იქცა. ჰელმჰოლცმა აღმოაჩინა მრავალი ეფექტი, რითაც სათავე დაუდო ცოდნის ახალ დარგს - ფსიქოფიზიოლოგიას. ამავე დროს, მან შექმნა მხედველობისა და სმენის თეორიები, რომლებიც დღესაც მთავარ ამხსნელ მოდელებად რჩება. მანამდე ჰელმჰოლცმა გამოიგონა ხელსაწყო ოფტალმოსკოპი, რომელსაც თვალის შესწავლისთვის რევოლუციური მნიშვნელოვნება ჰქონდა. უფრო ადრე კი (1850) მან პირველმა გაზომა ნერვში აგზნების გავრცელების სიჩქარე, რომლის ელექტრული ბუნება დიუბუა-რაიმონმა დაამტკიცა. ეს აღმოჩენები საფუძველს აცლიდა ვიტალისტურ წარმოდგენებს ნერვში „ცხოველური სულების”  გავრცელების თაობაზე და შემდგომში რეაქციის სიჩქარის კვლევებს დაედო საფუძვლად. ჰელმჰოლცი იზიარებდა თავისი მასწავლებლის, [[მიულერი იოჰანეს პეტერ|ი. მიულერის]] შეგრძნების ორგანოთა სპეციფიკური ენერგიის კანონის მთავარ აზრს იმის შესახებ, რომ შეგრძნება გამოხატავს არაიმდენად საგნის თავისებურებას, რამდენადაც ნერვულ-სენსორული სისტემის მდგომარეობას. მაგრამ ჰელმჰოლცი არც აღქმის საგანსა და შეგრძნებას შორის გამოცდილებაში მოცემულ კავშირს უარყოფდა. ამ მოცემულობათა მორიგებას ჰელმჰოლცი ე.წ. „სიმბოლოების თეორიით”  ცდილობდა. ამ თეორიის მიხედვით, საგანი და შეგრძნება ერთმანეთთან არის დაკავშირებული - შეგრძნება ნიშანია, რომელიც ისევე ჰგავს საგნის რეალურ თვისებას, როგორც იეროგლიფი - თავის მნიშვნელობას.  
+
ცნობილ ნაშრომში „ძალის შენახვის შესახებ“ (1847) ჰელმჰოლცმა პირველად მოგვცა ენერგიის შენახვის კანონის მათემატიკური განმარტება და მიუთითა მისი ხასიათის ზოგადობაზე.  
  
ხოლო საკუთრივ აღქმა თითქმის არასდროს არაა შედგენილი მხოლოდ აქტუალური სენსორული მონაცემებით. აღქმა ყოველთვის მეტია იმაზე, რაც შეგრძნებებშია მოცემული. აღქმის ხატი შევსებულია გამოცდილებით, რომელიც ასოციაციისა და გამეორების შედეგია. აღქმაში გამოცდილებისა და სენსორული მონაცემების გაერთიანება არაცნობიერად, დასკვნის მსგავსად მიმდინარეობს. ასეთია ჰელმჰოლცის ცნობილი „არაცნობიერი დასკვნის თეორიის”  დედააზრი.  
+
ჰელმჰოლცმა გაზომა ნერვის აღგზნების გავრცელების სიჩქარე, შექმნა თვალის აკომოდაციის თეორია, დიდი სისრულით დაამუშავა მოძღვრება ფერადი მხედველობის შესახებ და მოგვცა [[ფერი|ფერების]] პირველი სისტემატიკა. 1851 წელს გააკეთა ოფთალმოსკოპი და ლარინგოლოგიური სარკე. დაამუშავა ფონაციის – მეტყველების ბგერების წარმოქმნის თეორია.  
  
ჰელმჰოლცმა არაცნობიერი დასკვნის კონცეფცია ყველაზე ნაყოფიერად სივრცის აღქმის მიმართულებით გამოიყენა.ჰელმჰოლცი გენეტიზმის პოზიციაზე იდგა და სივრცის აღქმის ფსიქოფიზიოლოგიური მექანიზმის შეძენილობას ამტკიცებდა. როგორც შეგნებული ექსპერიმენტატორი, ჰელმჰოლცი არ დაკმაყოფილდა თეორიული მსჯელობით და საკითხის გასარკვევად გააკეთა [[სათვალე]] სპეციალური ლინზებით, რომლებიც გადაწევდნენ ხილულ ობიექტს მარჯვნივ მისი რეალური ადგილიდან. თავდაპირველად ცდისპირებს ეშლებოდათ და ხელს იწვდენდენ არა იმ ადგილისკენ, სადაც ნამდვილად იყო ობიექტი, არამედ იქით, სადაც ეჩვენებოდათ, მაგრამ ადეკვატურ მოძრაობასაც მალე დაისწავლიდნენ. ანუ მოხდა პერცეპციული ადაპტაცია. ცდისპირების გონებამ მხედველობითი ნერვებიდან წამოსული სიგნალების ახლებური „ინტერპრეტაცია” მოახდინა და [[ადამიანი|ადამიანმა]] საგანი ადეკვატურად დაინახა. სათვალის მოხსნის შემდეგ ისევ საჭირო იყო გარკვეული დრო ნორმალური სივრცითი ორიენტაციის აღსადგენად. ამ ცდებით დასტურდება, რომ სივრცის აღქმა გამოცდილებით ყალიბდება.  
+
ფიზიკის სფეროში, გარდა ამისა, იყო შრომების ავტორი [[აკუსტიკა (ფიზიკა)|აკუსტიკა]]ში (ისინი ბგერების ანალიზს შეეხებოდნენ), ელექტრობაში, სადაც პირველმა შემოიტანა „პოტენციალის“ ცნება მუშაობდა [[ჰიდროდინამიკა]]ში – შექმნა იდეალურ სითხეთა გრიგალური მოძრაობის თეორია, იკვლევდა ელექტრომაგნიტური აღგზნებების გავრცელების სიჩქარეებს და დენებს ღია გამტარებში. შემდეგში ამ თემას ხელი მოჰკიდა ჰერცმა და მიიღო ელექტრომაგნიტური ტალღები.  
  
საზოგადოდ არაცნობიერი დასკვნის თეორია შეიცავდა მითითებას სენსორული და ინტელექტუალური კომპონენტების ერთიანობაზე აღქმისეული ხატის ჩამოყალიბების პროცესში, რასაც თანამდეროვე კოგნიტივისტური ფსიქოლოგია მთლიანად ადასტურებს.
+
ჰელმჰოლცმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები ძირითადად [[თერმოდინამიკა|თერმოდინამიკის]] საკითხებს მიუძღვნა. შემოიტანა თავისუფალი ენერგიის ცნება და მიუთითა მის გამოყენებაზე ფიზიკურ ქიმიაში. მიუთითა აგრეთვე, რომ უმცირესი ქმედების პრინციპი შეიძლება სითბურ მოვლენებსა და ელექტროდინამიკაშიც გამოვიყენოთ.
  
 +
1874 წელს მოგვცა ანომალური დისპერსიის საფუძვლების ფორმულირება, ხოლო 1842 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი დისპერსიის ელექტრომაგნიტურ თეორიაზე.
  
==წყარო==
+
ჰელმჰოლცი მიეკუთვნება თავისი დროის ყველაზე ცნობილ მეცნიერთა რიცხვს.  
<small>[[ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
<br />
+
სტატიის ავტორი - [[ირაკლი იმედაძე]], [[დიმიტრი უზნაძის სახელობის საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოება]].<br />
+
ლექსიკონი შეიქმნა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით.</small>
+
  
 +
მისი სახელი მიიღო [[განტოლება|განტოლებებმა]] („ჰელმჰოლც-რიბსის განტოლებები“), აკუსტიკურმა რეზონატორმა (ჰელმჰოლცის რეზონატორი) და ე. წ. ჰელმჰოლცის კონტრაქციულმა თეორიამ რომელიც მოგვიანებით [[ლორდი კელვინი|ლორდმა კელვინმა]] განავითარა.
  
 +
ამ თეორიის თანახმად ენერგიის წყაროს, რომელსაც მზე (ვარსკვლავები) ასხივებს, წარმოადგენს მზის „დაჯდომა,“ რომელიც გრავიტაციული ენერგიის სითბურ ენერგიაში გარდაქმნასთანაა დაკავშირებული. თანამედროვე თეორიების თანახმად, ვარსკვლავებისა და მზის ენერგიის წყაროს თერმობირთვული რეაქციები წარმოადგენს.
  
[[კატეგორია:სივრცის აღქმა]]
+
 
[[კატეგორია:ფსიქოფიზიოლოგია]]
+
 
[[კატეგორია:გენეტიზმი]]
+
==იხილე აგრეთვე==
[[კატეგორია: გერმანელი ფიზიოლოგები]]
+
[[ჰელმჰოლცი ჰერმან (ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი)|ჰელმჰოლცი ჰერმან]]  
[[კატეგორია: გერმანელი ფსიქოლოგები]]
+
 
[[კატეგორია: გერმანელი ფიზიკოსები]]  
+
==წყარო==
[[კატეგორია:ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი]]
+
[[დიდი ფიზიკოსები]]
 +
[[კატეგორია:გერმანელი ფიზიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ფიზიკოსები]]
 +
[[კატეგორია:გერმანელი ექიმები]]
 +
[[კატეგორია:გერმანელი ფიზიოლოგები]]
 +
[[კატეგორია:გერმანელი ფილოსოფოსები]]

მიმდინარე ცვლილება 01:23, 26 დეკემბერი 2024 მდგომარეობით

ჰერმან ჰელმჰოლცი

ჰერმან ლუდვიგ ფერდინანდ ჰელმჰოლცი - (გერმ. Hermann Ludwig Ferdinand von Helmholtz, 1821 - 1894), ეს უდიდესი გერმანელი ფიზიკოსი, ფიზიოლოგი და ფილოსოფოსი, განათლებით ექიმი, იყო კენიგსბერგის, ბონის, ჰაიდელბერგის და ბერლინის უნივერსიტეტის პროფესორი. უმაღლეს სასწავლებლებში მუშაობასთან ერთად მეცნიერულ გამოკვლევებსაც ეწეოდა.

ცნობილ ნაშრომში „ძალის შენახვის შესახებ“ (1847) ჰელმჰოლცმა პირველად მოგვცა ენერგიის შენახვის კანონის მათემატიკური განმარტება და მიუთითა მისი ხასიათის ზოგადობაზე.

ჰელმჰოლცმა გაზომა ნერვის აღგზნების გავრცელების სიჩქარე, შექმნა თვალის აკომოდაციის თეორია, დიდი სისრულით დაამუშავა მოძღვრება ფერადი მხედველობის შესახებ და მოგვცა ფერების პირველი სისტემატიკა. 1851 წელს გააკეთა ოფთალმოსკოპი და ლარინგოლოგიური სარკე. დაამუშავა ფონაციის – მეტყველების ბგერების წარმოქმნის თეორია.

ფიზიკის სფეროში, გარდა ამისა, იყო შრომების ავტორი აკუსტიკაში (ისინი ბგერების ანალიზს შეეხებოდნენ), ელექტრობაში, სადაც პირველმა შემოიტანა „პოტენციალის“ ცნება მუშაობდა ჰიდროდინამიკაში – შექმნა იდეალურ სითხეთა გრიგალური მოძრაობის თეორია, იკვლევდა ელექტრომაგნიტური აღგზნებების გავრცელების სიჩქარეებს და დენებს ღია გამტარებში. შემდეგში ამ თემას ხელი მოჰკიდა ჰერცმა და მიიღო ელექტრომაგნიტური ტალღები.

ჰელმჰოლცმა თავისი სიცოცხლის ბოლო წლები ძირითადად თერმოდინამიკის საკითხებს მიუძღვნა. შემოიტანა თავისუფალი ენერგიის ცნება და მიუთითა მის გამოყენებაზე ფიზიკურ ქიმიაში. მიუთითა აგრეთვე, რომ უმცირესი ქმედების პრინციპი შეიძლება სითბურ მოვლენებსა და ელექტროდინამიკაშიც გამოვიყენოთ.

1874 წელს მოგვცა ანომალური დისპერსიის საფუძვლების ფორმულირება, ხოლო 1842 წელს გამოაქვეყნა ნაშრომი დისპერსიის ელექტრომაგნიტურ თეორიაზე.

ჰელმჰოლცი მიეკუთვნება თავისი დროის ყველაზე ცნობილ მეცნიერთა რიცხვს.

მისი სახელი მიიღო განტოლებებმა („ჰელმჰოლც-რიბსის განტოლებები“), აკუსტიკურმა რეზონატორმა (ჰელმჰოლცის რეზონატორი) და ე. წ. ჰელმჰოლცის კონტრაქციულმა თეორიამ რომელიც მოგვიანებით ლორდმა კელვინმა განავითარა.

ამ თეორიის თანახმად ენერგიის წყაროს, რომელსაც მზე (ვარსკვლავები) ასხივებს, წარმოადგენს მზის „დაჯდომა,“ რომელიც გრავიტაციული ენერგიის სითბურ ენერგიაში გარდაქმნასთანაა დაკავშირებული. თანამედროვე თეორიების თანახმად, ვარსკვლავებისა და მზის ენერგიის წყაროს თერმობირთვული რეაქციები წარმოადგენს.


[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ჰელმჰოლცი ჰერმან

[რედაქტირება] წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები