რეზერფორდი ერნესტ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ერნესტ რეზერფორდი''' – (ინგლ. Ernest Rutherford, 1871 - 1937), ინგლისელი ფიზიკოს...)
 
 
(ერთი მომხმარებლის 4 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 +
[[ფაილი:Rezerfordi.PNG|thumb|150px|ერნესტ რეზერფორდი]]
 
'''ერნესტ რეზერფორდი''' – (ინგლ. Ernest Rutherford, 1871 - 1937), ინგლისელი ფიზიკოსი.
 
'''ერნესტ რეზერფორდი''' – (ინგლ. Ernest Rutherford, 1871 - 1937), ინგლისელი ფიზიკოსი.
  
იგი დაიბადა ახალ ზელანდიაში წვრილი ფერმერის ოჯახში; იგი მეოთხე იყო თორმეტი ბავშვიდან. სწავლიდან თავისუფალ დროს ეხმარებოდა მშობლებს სოფლის მეურნეობაში. უკვე სწავლის პირველსავე წლებში სკოლაში გამოირჩეოდა დიდი ნიჭით და მშობლებმა გადაწყვიტეს სერიოზული ყურადღება მიექციათ მისი განათლებისათვის. 1890 წელს შევიდა ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის კოლეჯში ქალაქ კრაისჩერჩში. აქ იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, როგორც ძალიან ნიჭიერი სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრებისას წარჩინება მიიღო ელექტრომაგნეტიზმში დაწერილი შრომებით, ამის შემდეგ ინგლისურ უნივერსიტეტებში მისთვის ყველა კარი გახსნილი იყო.  
+
იგი დაიბადა [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდია]]ში წვრილი ფერმერის ოჯახში; იგი მეოთხე იყო თორმეტი ბავშვიდან. სწავლიდან თავისუფალ დროს ეხმარებოდა მშობლებს [[სოფლის მეურნეობა]]ში. უკვე სწავლის პირველსავე წლებში სკოლაში გამოირჩეოდა დიდი ნიჭით და მშობლებმა გადაწყვიტეს სერიოზული ყურადღება მიექციათ მისი განათლებისათვის. 1890 წელს შევიდა ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის კოლეჯში ქალაქ კრაისჩერჩში. აქ იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, როგორც ძალიან ნიჭიერი სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრებისას წარჩინება მიიღო ელექტრომაგნეტიზმში დაწერილი შრომებით, ამის შემდეგ ინგლისურ უნივერსიტეტებში მისთვის ყველა კარი ღია იყო.  
  
1895-98 წლებში მუშაობდა ქავერდიშის ლაბორატორიაში ცნობილი [[ტომსონი ჯოზეფ ჯონ|ჯ. ჯ. ტომსონი]]ს ხელმძღვანელობით, აქ ძირითადად ყურადღება მიაქცია 1896 წელს ბეკერელის მიერ აღმოჩენილ რადიოაქტიური გამოსხივების მოვლენას.  
+
1895-98 წლებში მუშაობდა ქავერდიშის ლაბორატორიაში ცნობილი [[ტომსონი ჯოზეფ ჯონ|ჯ. ჯ. ტომსონი]]ს ხელმძღვანელობით, აქ ძირითადად ყურადღება მიაქცია 1896 წელს [[ბეკერელი ანტუან ანრი|ბეკერელი]]ს მიერ აღმოჩენილ რადიოაქტიური გამოსხივების მოვლენას.  
  
მთელი მისი შემოქმედება წარმოადგენს არჩეული მიმართულებით შეუპოვარი მუშაობის შედეგს. ჰქონდა არაჩვეულებრივი ტალანტი ექსპერიმენტატორის გენია შერწყმული იყო ღრმა თეორიულ ცოდნასთან.  
+
მთელი მისი შემოქმედება წარმოადგენს არჩეული მიმართულებით შეუპოვარი მუშაობის შედეგს. ჰქონდა არაჩვეულებრივი ტალანტი, ექსპერიმენტატორის გენია შერწყმული იყო ღრმა თეორიულ ცოდნასთან.  
  
 
ურანის რადიოაქტიური გამოსხივების მოვლენის გამოკვლევის დროს აღმოაჩინა მისი კორპუსკულარული ბუნება. ორი წლის შემდეგ გახლიჩა ეს სხივები ორ α და β კონად, ამასთან დაადასტურა, რომ ამ სხივებს გააჩნიათ მძლავრი ენერგია და იწვევენ გაზის ძლიერ იონიზაციას, ეს აღმოჩენა ფიზიკისა და ტექნიკის ახალი ეპოქის წინამორბედი გახდა.  
 
ურანის რადიოაქტიური გამოსხივების მოვლენის გამოკვლევის დროს აღმოაჩინა მისი კორპუსკულარული ბუნება. ორი წლის შემდეგ გახლიჩა ეს სხივები ორ α და β კონად, ამასთან დაადასტურა, რომ ამ სხივებს გააჩნიათ მძლავრი ენერგია და იწვევენ გაზის ძლიერ იონიზაციას, ეს აღმოჩენა ფიზიკისა და ტექნიკის ახალი ეპოქის წინამორბედი გახდა.  
ხაზი 12: ხაზი 13:
  
 
ფ. სოდისთან ერთად 1903 წელს შექმნა რადიოაქტიური დაშლის თეორია, რომელიც მთელი რიგი
 
ფ. სოდისთან ერთად 1903 წელს შექმნა რადიოაქტიური დაშლის თეორია, რომელიც მთელი რიგი
ბრწყინვალე ცდებით დაადასტურა. მან ჯერ დაადგინა, რომ ეს არის კორპუსკულარული გამოსხივება, შემდგარი ნაწილაკებისაგან, რომელთა მასა და მუხტი შეესაბამება ჰელიუმის ატომის ბირთვებს. მოგვიანებით, 1909 წელს, მახვილგონივრული ცდებით მან მოახერხა მინის მილში ნაწილაკების საკმარისი ·რაოდენობით შეგროვება, რათა გამოსხივების სპექტრით ეჩვენებინა, რომ ისინი სინამდვილეში შეესაბამებიან ჰელიუმის ატომის ბირთვებს ორმაგი დადებითი მუხტით.  
+
ბრწყინვალე ცდებით დაადასტურა. მან ჯერ დაადგინა, რომ ეს არის კორპუსკულარული გამოსხივება, შემდგარი ნაწილაკებისაგან, რომელთა მასა და მუხტი შეესაბამება ჰელიუმის ატომის ბირთვებს. მოგვიანებით, 1909 წელს, მახვილგონივრული ცდებით მან მოახერხა მინის მილში ნაწილაკების საკმარისი რაოდენობით შეგროვება, რათა გამოსხივების სპექტრით ეჩვენებინა, რომ ისინი სინამდვილეში შეესაბამებიან ჰელიუმის ატომის ბირთვებს ორმაგი დადებითი მუხტით.  
  
იმ დროის ყველაზე დიდი მეცნიერული მიღწევა იყო რეზერფორდის მიერ მოცემული ატომის პლანეტარული მოდელი. ატომის არსებული სტატიკური მოდელი, რომელსაც გარსული ერქვა, გამოსხივებასთან დაკავშირებული მოვლენების ასახსნელად აღარ გამოდგებოდა. საჭირო გახდა შექმნილიყო ახალი მოდელი, რომლის თანახმადაც ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს დადებითი ატომური ბირთვი, რომლის გარშემოც მოძრაობენ ელექტრონები რეზერფორდმა გამოიყვანა აგრეთვე ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას გაბნეული ნაწილაკების რიცხვსა და მთლიანად გამოსხივებული ნაწილაკების რიცხვს შორის. ამ ფორმულის ჭეშმარიტებით ატომის პლანეტარული მოდელი დამტკიცდა. ეს მოდელი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მოითხოვდა ზოგიერთ შესწორებას, რომელიც ნილს ბორმა შეიტანა რეზერფორდის შემდგომი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ბირთვული რეაქციის ჩატარება და მისი სწორი ახსნა. ამ რეაქციაში ხდებოდა აზოტის ატომების დაბომბვა რადიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკებით.  
+
იმ დროის ყველაზე დიდი მეცნიერული მიღწევა იყო რეზერფორდის მიერ მოცემული ატომის პლანეტარული მოდელი. ატომის არსებული სტატიკური მოდელი, რომელსაც გარსული ერქვა, გამოსხივებასთან დაკავშირებული მოვლენების ასახსნელად აღარ გამოდგებოდა. საჭირო გახდა შექმნილიყო ახალი მოდელი, რომლის თანახმადაც ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს დადებითი ატომური ბირთვი, რომლის გარშემოც მოძრაობენ ელექტრონები. რეზერფორდმა გამოიყვანა აგრეთვე ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას გაბნეული ნაწილაკების რიცხვსა და მთლიანად გამოსხივებული ნაწილაკების რიცხვს შორის. ამ ფორმულის ჭეშმარიტებით ატომის პლანეტარული მოდელი დამტკიცდა. ეს მოდელი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მოითხოვდა ზოგიერთ შესწორებას, რომელიც [[ნილს ბორი|ნილს ბორმა]] შეიტანა. რეზერფორდის შემდგომი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ბირთვული რეაქციის ჩატარება და მისი სწორი ახსნა. ამ რეაქციაში ხდებოდა აზოტის ატომების დაბომბვა რადიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკებით.  
  
 
რეზერფორდის შრომებმა და აღმოჩენებმა დასაწყისი მისცეს ტალღური მექანიკისა და თანამედროვე სტატისტიკის განვითარებას, ნახევარგამტართა ფიზიკის წარმოშობას, შექმნეს ახალი ბაზა სპექტროსკოპიის განვითარებისათვის.
 
რეზერფორდის შრომებმა და აღმოჩენებმა დასაწყისი მისცეს ტალღური მექანიკისა და თანამედროვე სტატისტიკის განვითარებას, ნახევარგამტართა ფიზიკის წარმოშობას, შექმნეს ახალი ბაზა სპექტროსკოპიის განვითარებისათვის.
  
რეზერფორდმა ბევრი ჯილდო და პრემია მიიღო. იგი ნობელის პრემიის ლაურეატია. ეკავა ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა. იყო ფიზიკის პროფესორი მონრეალში, მანჩესტერში. ხოლო ჯ. ჯ. ტომსონის სიკვდილის შემდეგ ქავერდიშის ლაბორატორიის დირექტორის თანამდებობა დაიკავა, სადაც სიკვდილამდე დარჩა. რეზერფორდი ნიჭიერი პედაგოგი იყო, მან ფიზიკოსთა დიდი სკოლა დატოვა. მისი მოწაფეები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები: გ. მოზლი, . ბორი, პ. კაპიცა და პოლონელი ფიზიკოსი ტ. გოდლევსკი.  
+
რეზერფორდმა ბევრი ჯილდო და პრემია მიიღო. იგი [[ნობელის პრემია|ნობელის პრემიის]] ლაურეატია. ეკავა ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა. იყო ფიზიკის პროფესორი მონრეალში, მანჩესტერში. ხოლო [[ტომსონი ჯოზეფ ჯონ|ჯ. ჯ. ტომსონი]]ს სიკვდილის შემდეგ ქავერდიშის ლაბორატორიის დირექტორის თანამდებობა დაიკავა, სადაც სიკვდილამდე დარჩა. რეზერფორდი ნიჭიერი პედაგოგი იყო, მან ფიზიკოსთა დიდი სკოლა დატოვა. მისი მოწაფეები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები: გ. მოზლი, . ბორი, პ. კაპიცა და პოლონელი ფიზიკოსი ტ. გოდლევსკი.  
  
რეზერფორდი დიდ ყურადღებას აქცევდა საშუალო სკოლაში სწავლებას და მის დონეს. დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატოში უდიდესი მეცნიერების ნიუტონის, დარვინის, ფარადეის გვერდით.   
+
რეზერფორდი დიდ ყურადღებას აქცევდა საშუალო სკოლაში სწავლებას და მის დონეს. დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატოში უდიდესი მეცნიერების [[ნიუტონი ისააკ|ნიუტონი]]ს, [[დარვინი ჩარლზ|დარვინი]]ს, [[ფარადეი მაიკლ|ფარადეი]]ს გვერდით.   
  
 
==წყარო==
 
==წყარო==

მიმდინარე ცვლილება 13:56, 13 იანვარი 2025 მდგომარეობით

ერნესტ რეზერფორდი

ერნესტ რეზერფორდი – (ინგლ. Ernest Rutherford, 1871 - 1937), ინგლისელი ფიზიკოსი.

იგი დაიბადა ახალ ზელანდიაში წვრილი ფერმერის ოჯახში; იგი მეოთხე იყო თორმეტი ბავშვიდან. სწავლიდან თავისუფალ დროს ეხმარებოდა მშობლებს სოფლის მეურნეობაში. უკვე სწავლის პირველსავე წლებში სკოლაში გამოირჩეოდა დიდი ნიჭით და მშობლებმა გადაწყვიტეს სერიოზული ყურადღება მიექციათ მისი განათლებისათვის. 1890 წელს შევიდა ახალი ზელანდიის უნივერსიტეტის კოლეჯში ქალაქ კრაისჩერჩში. აქ იგი განსაკუთრებით გამოირჩეოდა, როგორც ძალიან ნიჭიერი სტუდენტი. უნივერსიტეტის დამთავრებისას წარჩინება მიიღო ელექტრომაგნეტიზმში დაწერილი შრომებით, ამის შემდეგ ინგლისურ უნივერსიტეტებში მისთვის ყველა კარი ღია იყო.

1895-98 წლებში მუშაობდა ქავერდიშის ლაბორატორიაში ცნობილი ჯ. ჯ. ტომსონის ხელმძღვანელობით, აქ ძირითადად ყურადღება მიაქცია 1896 წელს ბეკერელის მიერ აღმოჩენილ რადიოაქტიური გამოსხივების მოვლენას.

მთელი მისი შემოქმედება წარმოადგენს არჩეული მიმართულებით შეუპოვარი მუშაობის შედეგს. ჰქონდა არაჩვეულებრივი ტალანტი, ექსპერიმენტატორის გენია შერწყმული იყო ღრმა თეორიულ ცოდნასთან.

ურანის რადიოაქტიური გამოსხივების მოვლენის გამოკვლევის დროს აღმოაჩინა მისი კორპუსკულარული ბუნება. ორი წლის შემდეგ გახლიჩა ეს სხივები ორ α და β კონად, ამასთან დაადასტურა, რომ ამ სხივებს გააჩნიათ მძლავრი ენერგია და იწვევენ გაზის ძლიერ იონიზაციას, ეს აღმოჩენა ფიზიკისა და ტექნიკის ახალი ეპოქის წინამორბედი გახდა.

1898 წელს, როდესაც აღმოჩენილი იქნა პოლონიუმი და რადიუმი, რაც ნამდვილ მეცნიერულ სენსაციას წარმოადგენდა, დაიწყო ახალი ელემენტების გამოკვლევა. ამ გამოკვლევებმა დაამტკიცეს ატომის განუყოფადობის კლასიკური თეორიის უსუსურობა. თანაც რადიოაქტიური ნივთიერებების მიერ ენერგიის უწყვეტი გამოსხივება თითქოს ეწინააღმდეგებოდა ენერგიის შენახვის კანონს. რეზერფორდმა პირველმა ახსნა, რომ ენერგიის გამოყოფა ქიმიური ელემენტების ატომთა გარდაქმნის ხარჯზე ხდება.

ფ. სოდისთან ერთად 1903 წელს შექმნა რადიოაქტიური დაშლის თეორია, რომელიც მთელი რიგი ბრწყინვალე ცდებით დაადასტურა. მან ჯერ დაადგინა, რომ ეს არის კორპუსკულარული გამოსხივება, შემდგარი ნაწილაკებისაგან, რომელთა მასა და მუხტი შეესაბამება ჰელიუმის ატომის ბირთვებს. მოგვიანებით, 1909 წელს, მახვილგონივრული ცდებით მან მოახერხა მინის მილში ნაწილაკების საკმარისი რაოდენობით შეგროვება, რათა გამოსხივების სპექტრით ეჩვენებინა, რომ ისინი სინამდვილეში შეესაბამებიან ჰელიუმის ატომის ბირთვებს ორმაგი დადებითი მუხტით.

იმ დროის ყველაზე დიდი მეცნიერული მიღწევა იყო რეზერფორდის მიერ მოცემული ატომის პლანეტარული მოდელი. ატომის არსებული სტატიკური მოდელი, რომელსაც გარსული ერქვა, გამოსხივებასთან დაკავშირებული მოვლენების ასახსნელად აღარ გამოდგებოდა. საჭირო გახდა შექმნილიყო ახალი მოდელი, რომლის თანახმადაც ცენტრალურ წერტილს წარმოადგენს დადებითი ატომური ბირთვი, რომლის გარშემოც მოძრაობენ ელექტრონები. რეზერფორდმა გამოიყვანა აგრეთვე ფორმულა, რომელიც განსაზღვრავს დამოკიდებულებას გაბნეული ნაწილაკების რიცხვსა და მთლიანად გამოსხივებული ნაწილაკების რიცხვს შორის. ამ ფორმულის ჭეშმარიტებით ატომის პლანეტარული მოდელი დამტკიცდა. ეს მოდელი, როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მოითხოვდა ზოგიერთ შესწორებას, რომელიც ნილს ბორმა შეიტანა. რეზერფორდის შემდგომი მნიშვნელოვანი აღმოჩენა იყო ბირთვული რეაქციის ჩატარება და მისი სწორი ახსნა. ამ რეაქციაში ხდებოდა აზოტის ატომების დაბომბვა რადიუმის მიერ გამოსხივებული ნაწილაკებით.

რეზერფორდის შრომებმა და აღმოჩენებმა დასაწყისი მისცეს ტალღური მექანიკისა და თანამედროვე სტატისტიკის განვითარებას, ნახევარგამტართა ფიზიკის წარმოშობას, შექმნეს ახალი ბაზა სპექტროსკოპიის განვითარებისათვის.

რეზერფორდმა ბევრი ჯილდო და პრემია მიიღო. იგი ნობელის პრემიის ლაურეატია. ეკავა ბევრი საპასუხისმგებლო თანამდებობა. იყო ფიზიკის პროფესორი მონრეალში, მანჩესტერში. ხოლო ჯ. ჯ. ტომსონის სიკვდილის შემდეგ ქავერდიშის ლაბორატორიის დირექტორის თანამდებობა დაიკავა, სადაც სიკვდილამდე დარჩა. რეზერფორდი ნიჭიერი პედაგოგი იყო, მან ფიზიკოსთა დიდი სკოლა დატოვა. მისი მოწაფეები იყვნენ გამოჩენილი მეცნიერები: გ. მოზლი, ნ. ბორი, პ. კაპიცა და პოლონელი ფიზიკოსი ტ. გოდლევსკი.

რეზერფორდი დიდ ყურადღებას აქცევდა საშუალო სკოლაში სწავლებას და მის დონეს. დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატოში უდიდესი მეცნიერების ნიუტონის, დარვინის, ფარადეის გვერდით.

[რედაქტირება] წყარო

დიდი ფიზიკოსები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები