ივეოსი
| (ერთი მომხმარებლის ერთი შუალედური ვერსია არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:IVEOSI.PNG|thumb|200px|ივეოსი]] | ||
'''ივეოსი''' (ლათ. Plegadis falcinellus Linnaeus, 1766) − ფრინველთა გვარი [[ყარყატისნაირნი|ყარყატისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში გვხდვება ერთი სახეობა − ივეოსი. | '''ივეოსი''' (ლათ. Plegadis falcinellus Linnaeus, 1766) − ფრინველთა გვარი [[ყარყატისნაირნი|ყარყატისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში გვხდვება ერთი სახეობა − ივეოსი. | ||
| ხაზი 17: | ხაზი 18: | ||
====მნიშვნელობა==== | ====მნიშვნელობა==== | ||
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. | დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს. | ||
| + | |||
| + | |||
| + | ==იხილე აგრეთვე== | ||
| + | [[ივეოსისებრნი]] | ||
==წყარო== | ==წყარო== | ||
მიმდინარე ცვლილება 12:33, 3 თებერვალი 2025 მდგომარეობით
ივეოსი (ლათ. Plegadis falcinellus Linnaeus, 1766) − ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში გვხდვება ერთი სახეობა − ივეოსი.
ივეოსი საკმაოდ მოზრდილი ფრინველია, ფრთა 250-305 მმ-ია, ნისკარტი – 100-140 მმ, წონა – 600-770 გ. სქესობრივი დიმორფიზმი სიდიდესა და შეფერილობაში არაა გამოხატული. ზრდასრულ ფრინველს თავი, კისერი, ბეჭების მიდამოები, ფრთების პატარა მფარავები და სხეულის ქვემო მხარე, კუდქვეშა ბუმბულების გამოკლებით, მოწითალო-მიხაკისფერი აქვს. ზურგის, კუდზედა და ფრთების დიდი მფარავი ბუმბულები მომწვანო-იისფერია, მეტალური ელვარებით. მომქნევები, საჭისა და კუდქვეშა ბუმბულები შავია, მოლურჯო-მომწვანო ანარეკლით. ნისკარტი გრძელია და ქვემოთაა მოხრილი. ფეხები საკმაოდ მაღალი, წვივის ქვემო ნახევარი შეუმოსავი, თითები გრძელი, მე-3 და მე-4 თითი ერთმანეთთან ძირში აპკითაა შეერთებული ნისკარტიცა და ფეხებიც მურა ფერისაა. ზამთარში თავი და კისერი მურა ფერისაა, ელვარების გარეშე. ცალკეულ ბუმბულზე არის მოთეთრო ვიწრო არშია. აღწერილია 3 ქვესახეობა. საქართველოში მოიპოვება ევროპული ივეოსი – P. i. falci- nellus Linn., 1766.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
სსრ კავშირის ფარგლებში ბუდობს შავი და აზოვის ზღვების შენაკად მდინარეთა ქვემო წელში, ბალხაშის ტბის სანაპიროებზე, არალის ზღვის აუზის მდინარეთა ქვემო დინების მიდამოებში. სსრკ ფარგლებს გარეთ გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, მთელ ტროპიკულ აზიაში, ავსტრალიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში. ევროპისა და აფრიკის პოპულაციები იზამთრებენ აფრიკაში, ხოლო აზიისა – ინდოეთში. საქართველოში მოიპოვება მიმოფრენის პერიოდებში.
[რედაქტირება] ბიოტოპი
მდინარეთა და სხვა შიდა წყალსატევების სანაპირო ჭაობიანია დაბლობები, მდიდარი მცენარეული საფარით, უპირატესად ლელიანითა და ჭილით.
[რედაქტირება] გამრავლება
კოლონიებად მობუდარი ფრინველია. ბუდეს აგებს უპირატესად ხმელ და ჩალეწილ ლელქაშის გროვებზე, ზოგჯერ ბუჩქებსა და ხეებზეც. აპრილის მეორე ნახევარში დებს 3-5 კვერცხს. გამოჩეკასა და მართვეების აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 21 დღემდე აღწევს.
[რედაქტირება] კვება
საკვებს მოიპოვებს უმთავრესად ტალახში, ტლაპოში ან თავ-თხელ წყლებში. იკვებებიან ნაირგვარი ჭიებით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, წყლის, ზოგჯერ ხმელეთის მწერებით, ბაყაყებითა და თევზებით. მართვეებს კვებავს მეტწილად ნემსიყლაპიას ლარვებით.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
დიდი სამეურნეო მნიშვნელობა არა აქვს.