ივეოსისებრნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ივეოსისებრნი (ლათ. Ibididae (Threskiornithidae) − ფრინველთა ოჯახი ყარყატისნაირთა რიგისა. ოჯახი აერთიანებს გარეგნულად საკმაოდ განსხვავებულ, მაგრამ ფილოგენეტურად მონათესავე, საშუალო და დიდი ზომის ფრინველებს. ჟეროებისათვის დამახასიათებელია ბრტყელი, ბოლოში ნიჩაბივით გაფართოებული ნისკარტი, გრძელი კისერი და მაღალი ფეხები. ივეოსებს აქვთ წვრილი, გრძელი, რკალივით ქვემოთ მოხრილი ნისკარტი, გრძელი კისერი და საშუალო სიმაღლის ფეხები. ზომიერი სიგრძის წინა სამი თითი ძირში პატარა აპკით არიან ერთმანეთთან შეერთებული. თავის წინა ნაწილი, ზოგჯერ მთლიანად თავი და კისერი ბუმბულსაფარველს მოკლებულია. მრავალი სახეობის ფრინველს უვითარდება „ქოჩორი“, რომელიც წარმოიქმნება კეფის ბუმბულების დაგრძელებით. ჩიჩახვი ამ ფრინველებს არა აქვთ. მამლები და დედლები შეფერილობით მსგავსი არიან.

ივეოსისებრნი ფართოდ არიან გავრცელებული ტროპიკებსა და სუბტროპიკებში. არიან ჩრდილოეთის ფორმებიც. ბინადრობენ წყალსატევების სანაპირო ჭაობიან დაბლობებზე, კარგად განვითარებული ბალახნარებით, ბუჩქნარებითა და ჭაობის მცენარეულობით. მრავლდებიან მონოგამიურად. ბუდობენ წყალსატევების მახლობლად პატარა კოლონიებად. ჩრდილოეთის სახეობები გადამფრენია, ხოლო ტროპიკული ზონისა – მობინადრენი.

ოჯახი აერთიანებს 30 სახეობას, რომელთაგან პალეარქტიკაში მოიპოვება მხოლოდ 7. საქართველოში გვხვდება 2 გვარი.

წყარო

საქართველოს ფრინველების სარკვევი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები