კოპერნიკი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ნიკოლოზ (მიკოლა) კოპერნიკი''' – (პოლ. Mikołaj Kopernik, 1473-1543 წ.წ.), პოლონელი ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „კოპერნიკი ნიკოლოზ“ გადაიტანა გვერდზე „ნიკოლოზ კოპერნიკი“)

15:38, 6 თებერვალი 2025-ის ვერსია

ნიკოლოზ (მიკოლა) კოპერნიკი – (პოლ. Mikołaj Kopernik, 1473-1543 წ.წ.), პოლონელი ასტრონომი, სამყაროს ჰელიოცენტრული სისტემის შემქმნელი.

განათლება მიიღო იტალიაში. ბოლონისა და პადუას უნივერსიტეტში. მთელი თავისი ცხოვრება შესწირა ჰელიოცენტრული სისტემის შესწავლას. კოპერნიკის მოძღვრება მოცემულია მის შრომაში „ცის სხეულების წრისებრივი ბრუნვის შესა ხებ“ (1543 წ., რომელიც საფუძვლად დაედო ახალ ასტრონომიას. კოპერნიკის მიხედვით დედამიწა მოძრაობაშია და არ წარმოადგენს სამყაროს ცენტრს, როგორც ამას ამტკიცებდა კათოლიკე ეკლესია; იგი ბრუნავს თავის ღერძის გარშემო და სხვა პლანეტებთან ერთად მზის გარშემო. კოპერნიკის სისტემას თავისი სუსტი მხარეები ჰქონდა: ასე, მაგალითად, ის ფიქრობდა პლანეტებისა და, მაშასადამე, დედამიწის მოძრაობა ხდება თანაბრად წრისებური ორბიტითა და არა ელიფსური ორბიტით, რაც არასწორია. მიუხედავად ამისა, კოპერნიკის თხზულების „ცის სხეულების წრისებრივი მოძრაობის შესახებ“ გამოქვეყნების დროიდან „მეცნიერებათა განვითარება გიგანტური ნაბიჯით წავიდა წინ“.

წყარო

გამოჩენილი გეოგრაფები და მოგზაურები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები