სვავი
| (2 მომხმარებლების 6 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
[[ფაილი:Svavi.jpg|thumb|250პქ|'''სვავი''' <br />ფოტო გ. დარჩიაშვილი]] | [[ფაილი:Svavi.jpg|thumb|250პქ|'''სვავი''' <br />ფოტო გ. დარჩიაშვილი]] | ||
| − | '''სვავი''' | + | '''სვავი''' (ლათ. Aegypius monachus Linnaeus, 1766) − ფრინველთა გვარი [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგიდან. ამ გვარიდან [[საქართველო]]ში მოიპოვება ერთი სახეობა − სვავი. |
| − | + | ||
* კლასი - ფრინველები (AVES) | * კლასი - ფრინველები (AVES) | ||
* რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes) | * რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes) | ||
| ხაზი 7: | ხაზი 6: | ||
* გვარი - სვავი (Aegypus) | * გვარი - სვავი (Aegypus) | ||
* სახეობა - Aegypus monachus | * სახეობა - Aegypus monachus | ||
| + | სვავი [[მძორისმჭამელი ფრინველები|მძორისმჭამელ ფრინველი]]. [[საქართველო|საქართველოში]] გავრცელებულ მძორისმჭამელთა შორის ყველაზე დიდია. სიგრძე თავიდან კუდამდე 105 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა − 255-295 სმ. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 715-825 მმ-ია, კუდი — 350-400 მმ, წონა — 7-12,5 კგ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობით სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი (2 და მეტი წლის) მთლიანად მუქი მურა შეფერილობისაა, მხოლოდ ღინღლი თავსა და კისერზე უფრო მკრთალი ან მოცისფროა. კისრის ქვემო ნაწილში წამახვილებული ბუმბულების „საყელო“ მკრთალი მურაა. ზოგჯერ ფრთების მფარავებსა და მეორე რიგის მომქნევებს შორის შეიძლება გამოერიოს მოთეთრო ბუმბულები. ნისკარტი მუქი რქისფერია, ბრჭყალები — შავი. ცვილანა, კისრისა და თავის ტიტველი ნაწილის ზოგიერთი მონაკვეთი მოცისფროა, ფეხები — რუხი. ერთი წლის ასაკში შეფერილობა უფრო მუქია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში. | ||
| − | + | ====გავრცელება==== | |
| + | ბუდობის არეალი მოიცავს: [[აფრიკა]]ში — ატლასის მთებს; [[ევროპა]]ში — ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებს და კუნძულებს, აგრეთვე ყირიმსა და [[კავკასია]]ს; [[აზია]]ში — [[პალესტინა]]ს, არაბეთს, მცირე აზიას, [[ირანი|ირანს]], [[ავღანეთი|ავღანეთს]], დასავლეთ ჰიმალაისა და შუა აზიის მთებს, ალტაის, მონგოლეთს და ჩრდილოეთ [[ჩინეთი|ჩინეთს]]. ზამთრობს ბუდობის არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე [[ინდოეთი|ინდოეთში]] და ცენტრალურსა და სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი. | ||
| − | + | ====ბიოტოპი==== | |
| − | + | სვავის ძირითადი ადგილსამყოფელი მთებია, თუმცა შეიძლება ბუდობდეს ბარშიც, თუ ხელსაყრელი პირობებია საკვების მხრივ. ვერტიკალურად ვრცელდება 3000 მ-მდე ზ. დ., მაგრამ სუბალპურსა და ალპურ ზონებში ადის მხოლოდ საკვებისათვის. | |
| + | ====გამრავლება==== | ||
| + | ბუდეს იკეთებს ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, გამონაკლის შემთხვევაში — კლდეზეც. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. | ||
| + | მარტის დასაწყისში სვავი დებს ერთ კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 55 დღემდე აღწევს. მართვე ბუდეში რჩება თითქმის 3 თვის განმავლობაში. | ||
| + | ====კვება==== | ||
| + | სვავის საკვებს შეადგენს ძირითადად დიდი ზომის ცხოველების მძორი, რომელსაც იგი ეძებს და პოულობს დიდ სიმაღლეზე ფრენით. ზოგჯერ თავს ესხმის პატარა ზომის ცხოველებს (თრიას, ქვეწარმავლებს), იშვიათად — ბატკანსაც. | ||
| + | ====მნიშვნელობა==== | ||
| + | მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა გარკვეული სარგებლობა მოაქვს როგორც სანიტარს. ერთ-ერთი უიშვიათესია მძორისმჭამელ ფრინველთა შორის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. სვავი შეტანილია ბუნების მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. | ||
| − | |||
| − | |||
| − | [[კატეგორია: | + | ==წყარო== |
| + | *[[აფთარი, გიურზა და სხვები]] | ||
| + | *[[საქართველოს ფრინველების სარკვევი]] | ||
| + | [[კატეგორია:ფრინველთა გვარი]] | ||
| + | [[კატეგორია:მძორიჭამიები]] | ||
| + | [[კატეგორია:ფრინველები]] | ||
| + | [[კატეგორია:ქორისებრნი]] | ||
| + | [[კატეგორია:შავარდნისნაირნი]] | ||
| + | [[კატეგორია:მტაცებელი ფრინველები]] | ||
მიმდინარე ცვლილება 16:55, 17 თებერვალი 2025 მდგომარეობით
სვავი (ლათ. Aegypius monachus Linnaeus, 1766) − ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა − სვავი.
- კლასი - ფრინველები (AVES)
- რიგი - შავარდნისნაირნი (Falconiformes)
- ოჯახი - ქორისებრნი (Accipitridae)
- გვარი - სვავი (Aegypus)
- სახეობა - Aegypus monachus
სვავი მძორისმჭამელ ფრინველი. საქართველოში გავრცელებულ მძორისმჭამელთა შორის ყველაზე დიდია. სიგრძე თავიდან კუდამდე 105 სმ-ია, გაშლილი ფრთებისა − 255-295 სმ. დიდი ზომის ფრინველია, ფრთა 715-825 მმ-ია, კუდი — 350-400 მმ, წონა — 7-12,5 კგ. დედალი დიდია მამალზე. შეფერილობით სქესთა შორის განსხვავება არაა. ზრდასრული ფრინველი (2 და მეტი წლის) მთლიანად მუქი მურა შეფერილობისაა, მხოლოდ ღინღლი თავსა და კისერზე უფრო მკრთალი ან მოცისფროა. კისრის ქვემო ნაწილში წამახვილებული ბუმბულების „საყელო“ მკრთალი მურაა. ზოგჯერ ფრთების მფარავებსა და მეორე რიგის მომქნევებს შორის შეიძლება გამოერიოს მოთეთრო ბუმბულები. ნისკარტი მუქი რქისფერია, ბრჭყალები — შავი. ცვილანა, კისრისა და თავის ტიტველი ნაწილის ზოგიერთი მონაკვეთი მოცისფროა, ფეხები — რუხი. ერთი წლის ასაკში შეფერილობა უფრო მუქია, ვიდრე ზრდასრულ ასაკში.
სარჩევი |
[რედაქტირება] გავრცელება
ბუდობის არეალი მოიცავს: აფრიკაში — ატლასის მთებს; ევროპაში — ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ქვეყნებს და კუნძულებს, აგრეთვე ყირიმსა და კავკასიას; აზიაში — პალესტინას, არაბეთს, მცირე აზიას, ირანს, ავღანეთს, დასავლეთ ჰიმალაისა და შუა აზიის მთებს, ალტაის, მონგოლეთს და ჩრდილოეთ ჩინეთს. ზამთრობს ბუდობის არეალის სამხრეთ ნაწილში, აგრეთვე ინდოეთში და ცენტრალურსა და სამხრეთ ჩინეთში. საქართველოში ცნობილია როგორც მობინადრე ფრინველი.
[რედაქტირება] ბიოტოპი
სვავის ძირითადი ადგილსამყოფელი მთებია, თუმცა შეიძლება ბუდობდეს ბარშიც, თუ ხელსაყრელი პირობებია საკვების მხრივ. ვერტიკალურად ვრცელდება 3000 მ-მდე ზ. დ., მაგრამ სუბალპურსა და ალპურ ზონებში ადის მხოლოდ საკვებისათვის.
[რედაქტირება] გამრავლება
ბუდეს იკეთებს ძნელად მისასვლელ ადგილებში ხეებზე, გამონაკლის შემთხვევაში — კლდეზეც. ბუდეები გარკვეული მანძილითაა ერთმანეთისაგან დაშორებული. მარტის დასაწყისში სვავი დებს ერთ კვერცხს. კრუხად მორიგეობით ჯდება ორივე მშობელი. საინკუბაციო პერიოდის ხანგრძლივობა 55 დღემდე აღწევს. მართვე ბუდეში რჩება თითქმის 3 თვის განმავლობაში.
[რედაქტირება] კვება
სვავის საკვებს შეადგენს ძირითადად დიდი ზომის ცხოველების მძორი, რომელსაც იგი ეძებს და პოულობს დიდ სიმაღლეზე ფრენით. ზოგჯერ თავს ესხმის პატარა ზომის ცხოველებს (თრიას, ქვეწარმავლებს), იშვიათად — ბატკანსაც.
[რედაქტირება] მნიშვნელობა
მცირერიცხოვნობის გამო დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა არა აქვს, თუმცა გარკვეული სარგებლობა მოაქვს როგორც სანიტარს. ერთ-ერთი უიშვიათესია მძორისმჭამელ ფრინველთა შორის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოში. სვავი შეტანილია ბუნების მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.