ქორისებრნი
ქორისებრნი (ლათ. Accipitridae) – ფრინველთა ოჯახი შავარდნისნაირთა რიგისა. ქორისებრთა ოჯახი აერთიანებს მტაცებელ ფრინველთა უმრავლესობას. ისინი საშუალო და დიდი ზომის ფრინველებია. ფრთები აქვთ ჩვეულებრივად ფართო და მომრგვალებული, თათი მძლავრი, ნისკარტი მაგარი მოკაუჭებული წვეროთი. ნისკარტზედას წვეროს მახლობლად კიდეებზე კბილაკები არაა, ქვედა ყბის გვერდებზე ბუმბულსაფარველის კიდეები მახვილი კუთხით გადადის. ეს ნიშანი გამოხატული არაა იმ სახეობებში, რომელთაც თავი დაფარული აქვთ ღინღლით ან სრულიად ტიტველია. დედალი და მამალი უმრავლეს შემთხვევაში მსგავსი შეფერილობისანი არიან. საკვები ნაირგვარია. ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, თევზები, უხერხემლო ცხოველები (მოლუსკები, მწერები და სხვ.), ლეში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. კვერცხების რაოდენობა მერყეობს ერთიდან 6-მდე.
ოჯახი აერთიანებს 70 გვარის 200-ზე მეტ სახეობას, რომლებიც გავრცელებული არიან ყველა კონტინენტზე, გარდა ანტარქტიდისა. საქართველოში მოიპოვება 13 გვარის 26 სახეობა. ამაში შედის შაკისებრნიც (Pandionidae), რომელიც თუმცა ცალკე ოჯახია, მაგრამ ერთ სახეობას შეიცავს და პრაქტიკული მიზნით ქორისებრთა ოჯახშია გაერთიანებული.
საქართველოში მოიპოვება 13 გვარი