ფსოვი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფსოვი (Haliaeetus) − ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. მისი სხეულის სიგრძეა 75-100 სმ, ფრთების შლილი − 2-2,5 მ. მოიცავს 8 სახეობას.
საქართველოში XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე გავრცელებული იყო ახალციხის, აწყურისა და ბორჯომის მიდამოებში, მდინარე ქვაბლიანის სათავეებში. ამჟამად შემორჩა მხოლოდ ჯავახეთში, წყალსატევების სიახლოვეს. იშვიათი და მცირერიცხოვანი ფრინველია. საქართველოს წითელ წიგნში შეტანილია როგორც გამქრალი, ან მიუვალ ადგილებში შემორჩენილი სახეობა. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება ერთი სახეობა
- თეთრკუდა ფსოვი (ლათ. Haliaeetus albicilla Linnaeus)