კაკაჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კაკაჩა (ლათ. Buteo) – ფრინველთა გვარი ქორისებრთა ოჯახისა შავარდნისნაირთა რიგიდან. ამ გვარიდან საქართველოში მოიპოვება 3 სახეობა.
- ჩვეულებრივი კაკაჩა (ლათ. Buteo buteo Linnaeus)
- ველის კაკაჩა (ლათ. Buteo rufinus Cretzschmar)
- ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა (ლათ. Buteo lagopus Brünnich)